ადიგენში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 124 000 ლარამდე შეადგინა
ადიგენში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა 124 000 ლარი შეადგინა. წყალდიდობის შედეგი სპეციალურმა კომისიამ ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის კუთხით შეისწავლა. კომისიის წარმომადგენელთა განმარტებით, ინფრასტრუქტურის კუთხით მუნიციპალიტეტმა 85 000 ლარით იზარალა. … Continue reading
ადიგენმა სოფლის მეურნეობის კუთხით 39 000 ლარამდე იზარალა
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის კუთხით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაადგინეს. მთლიანობაში სასოფლო–სამეურნეო ნათესები დაახლოებით, 4,5 ჰექტარ ფართობზე განადგურდა. ადიგენის გამოგეობაში შექმნილი კომისიის წარმომადგენლის გურამ ბოჩიკაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის … Continue reading
16 მაისის “ექოს” ანონსი
სიის პირველი ნომრები, მაჟორიტარობისა და გამგებლობის კანდიდატები – იცნობენ თუ არა მათ ახალციხეში? დღეიდან ამომრჩევლები ერთიან სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას შეძლებენ.
ტარიელ ლონდარიძის განცხადება სტიქიასთან დაკავშირებით და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხი
ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ისევ ითვლიან. დაბებსა და სოფლებში გამგეობის თანამშრომლები დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვას აწარმოებენ. პარალელურად მიმდინარეობს ქვა-ღორღისაგან გზების გაწმენდა.
მეთორმეტე კლასელები საატესტატო გამოცდების ჩაბარებას 21 მაისიდან დაიწყებენ
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საატესტატო გამოცდებისათვის მზადება დაიწყო. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის თქმით, მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება.
გელა დემეტრაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა გამართა
ახალციხის მერობის კანდიდატი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დღეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. გელა დემეტრაძემ იმ პრიორიტეტებსა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მისი მერად არჩევის შემთხვევაში იგეგმება. როგორც … Continue reading
თვითმმართველობის არჩევნებზე ახალციხეში ქალბატონებმა იმსჯელეს
რატომ უნდა ავირჩიოთ ქალი თვითმართველობის არჩევნებში, როგორი იქნება მანდილოსნის როლი პოლიტიკაში–ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აქტიურმა ქალებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. შეხვედრას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული თანასწორობის ეროვნულმა ქსელმა” გაუწია. … Continue reading
კვლევის მიხედვით, ახალციხის მერობის კანდიდატებს შორის გიორგი კოპაძე ლიდერობს
გიორგი კოპაძე 30%, გელა დემეტრაძე 15,55% ოლეგ სანდროშვილი 0,1%, გოჩა ათოშვილი 2,5%, თამარ გოგოლაძე 3,4%, ჯიმშერ გოგოლაური 3,1%, გენადი ენდელაძე 7,2%, ქეთევან ხმალაძე 8% – ასეთია მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგი, … Continue reading
16 მაისიდან ამომრჩევლებისათვის საინფორმაციო ბარათების დარიგება იწყება
ცესკომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავება დაასრულა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 472 772-ს შეადგენს. ამასთან, ვინაიდან, ამომრჩეველთა სიაში კანონმდებლობით განსაზღვრული ცვლილებების შეტანის ბოლო … Continue reading
15 მაისის “ექოს” ანონსი
1. ახალციხის საარჩევნო უბებზე პირველი სხდომები იმართება; 2. ნაციონალური მოძრაობის მერობის კანიდიდატის წინასაარჩევნო კამპანია; 3. საატესტატო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო.
ძლიერმა წვიმამ ადიგენში ასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი დააზიანა
ასპინძის შემდეგ , სტიქიამ რეგიონის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ ადიგენში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა, დაზიანებულია სოფლებში მისასვლელი ხიდები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივ ხელისუფლებაში შქმნილი კომისია ზარალის დათვლაზე მუშაობს.
ანსამბლი “თამარიონი” 20 წლისაა
ანსამბლი „თამარიონი“ ოცი წლისაა. იუბილესთან დაკავშირებით ქალთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ღონისძიება მესხეთის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართა. მონაწილეებმა მაყურებელს ყველა ის ტრადიციული სიმღერა შესთავაზეს, რომელსაც „თამარიონი“ წლების განმავლობაში ასრულებდა.



You must be logged in to post a comment.