ასპინძის მუნიციპალიტეტმა სტიქიის შედეგად 1 343 000 ლარი იზარალა
ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ოდენობა უკვე დათვლილია. როგორც გამგებლის მოადგილე “მეცხრე არხთან” განმარტავს ზარალის ოდენობამ 1 343 000 ლარი შეადგინა. ალექსანდრე პაპაშვილი ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ოქმები შედგება, … Continue reading
24 მაისს ახალციხეში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
24 მაისს ახალციხეში საქართველოს პრემიერ მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს. პრემიერის სტუმრობა ახალციხეში 16:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
“ნაციონალური მოძრაობიდან” კანდიდატურა კიდევ ერთმა მაჟორიტარმა მოხსნა
“ინტენსიური ზეწოლის შედეგად, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი ახორციელებდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მაჟორიტარობის კანდიდატმა რამაზ მერაბიშვილმა 22 მაისს კანდიდატურა მოხსნა“–ამის შესახებ განცხადება,”ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, დღეს … Continue reading
23 მაისის “ექოს” ანონსი
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ახალციხეში; „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მინაძის #17 უბნისთვის ადგილმდებარეობის შეცვლას ითხოვს; ნიდერლანდების საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა ასოცირების ხელშეკრულების ერთ–ერთ პუნქტზე იმსჯელეს.
უკანონო სახერხი, ნაცემი ტყის მცველი და დაკავებული მოსახლეობა სოფელ ჭობისხევში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ტყეში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო სამსახურმა უკანონო სახერხი საამქრო და უნებართვოდ მოჭრილი მორებით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინა. სატყეო სამსახურის თანამშრომლების და გარემოსდაცვითი … Continue reading
14 წლიანი მშენებლობის შემდეგ ზიკილიაში ტაძარი გაიხსნა
კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძარი ახალციხის მუნიციპალიტეტში – 22 მაისს სოფელ ზიკილიაში ამაღლების სახელობის ეკლესია გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა-ლოცვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა.
თვითმმართველობის არჩევნებზე ოლეგ სანდროშვილი კენჭს ახალი პარტიიდან იყრის
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კოალიცია ,,ქართული ოცნება” დატოვა. ოლეგ სანდროშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭს დეპუტატად პარტია ,,სალომე ზურაბიშვილი–საქართველოს გზიდან” მე-3 მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც 2005 წლიდან ,,კონსერვატიული … Continue reading
რა გახდა უდეში მცხოვრები ქალბატონის მკვლელობის მიზეზი?
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1963 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
ახალციხელებმა თვითმართველობის კოდექსზე იმსჯელეს
თვითმართველობის სისტემაზე და არჩვენების სტრუქტურაზე დღეს ადგილობრივებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს. ღონისძიებას ორგანიზება სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა” გაუწია, რომლის მიზანს საზოგადოების ინფორმირებულობა წარმოამდგენდა.
მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო
მეთორმეტე კლასელთა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებმა ტესტები ქართულ ენასა და ლირტერატურაში ჩააბარეს. პროცესს მონიტორინგს ერთიანი ეროვნული გამოცდების დამკვირვებლები უწევდნენ.
სოფელ უდეში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ავთანდილ ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ავთანდილ ხ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ … Continue reading
ჭობისხევის ტყეში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის ტყეში სახერხი ტექნიკის დემონტაჟის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცემის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე დაიწყო გამოძიება. ბორჯომის … Continue reading



You must be logged in to post a comment.