1 ივნისს ახალციხის გამგეობის კულტურის სამსახური ბავშვებს ნაყინით უმასპინძლებს
პირველ ივნისს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდება. ბავშვთა საერთაშორისო დღეს აქცია ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორაზე ჩატარდება. კულტურის სამსახურის უფროსი სპეციალისტის განმარტებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ღონისძიებების გამართვაც … Continue reading
მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი ახალციხეში
ოთხიდან შვიდ ივნისამდე ახალციხეში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალი გაიმართება. მასში საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანის ახალგაზრდული გუნდები ჩაერთვებიან. ფესტივალი 4 ივნისს 14:00 საათზე ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნება.
შსს-ს ინფორმაციით ვალიკო ივანიძემ ქრთამის სახით 600 ლარი აიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტოლოშის თემის და სოფელ აწყვიტას ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი … Continue reading
აწყვიტის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ აწყვიტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დაკავებულია. ვალიკო ივანიძე სამართლადამცავებმა ქრთამის აღების ფაქტზე აიყვანეს. ინფორმაცია “ნაციონალური მოძრაობის” ასპინძის შტ აბის ფესიბუქის გვერდზე გავრცელდა, რასაც “მეცხრე არხთან” მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეც … Continue reading
29 მაისის “ექოს” ანონსი
ახალციხის მერობის კანდიდატები და მათი წინასაარჩევნო პროგრამა; 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ეთნიკური უმცირესობები; ქრისტიანული სამყარო მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს.
საარჩევნო სუბიექტები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს გაეცნენ
ადგილობრივ თვითმმართველობის კანონში შესული ცვლილებები და საარჩევნო სიახლეები – ახალციხეში დარეგისტრირებული პოლიტიკური კანდიდატებისათვის ტრენინგ-სემინარები გაიმართა. არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა იმ ცვლილებების შესახებ შეიტყვეს, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში მათ ფუნქცია-მოვალეობებს განსაზღვრავს.
კავკასიური სახლის კიდევ ერთი აქტივობა ახალციხეში
რაბათის ისტორიულ კომპლექსში კულტურლი ღონისძიება გაიმართა. საესტრადო სიმღერები, მუსიკალური ნომრები, ფოლკლორული და სამეჯლისო ცეკვები, აუდიტორიას ადგილობრივმა ანსამბლებმა წარუდგინეს. საღამო მიზნად ეთნიკურად განსხვავებულ საზოგადოებას შორის კულტურული ღონიძიებით დიალოგის წარმართვას ისახავდა. მას … Continue reading
ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში მინა ჩაიმსხვრა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მინა ჩაიმსხვრა. როგორც თანამშრომლები ამბობენ 27 მაისს ფანჯარა გაიბზარა დღეს კი დაცვის წევრებმა უსაფრთხოების მიზნით, ნამსხვრევები ჩამოყარეს. რამ გამოიწვია მესამე სართულზე მინის დაზიანება ვერ აკონკრეტებენ. ახალციხის … Continue reading
ახალციხის ბაღებში მონიტორინგი განხორციელდება
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებეში სწავლა ორშაბათიდან განახლდება – ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა განაცხადა. ნანა გელაშვილის თქმით, 21 მაისს, შენობებში ქლორის ხნარით დეზინფექცია ჩატარდა და ჰიგიენური ნორმები შემოწმდა. … Continue reading
28 მაისი ანონსი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები და მათი წინასაარჩევნო პროგრამა; საატესტატო გამოცდები და მასთან დაკავშირებული ხარვეზები; ახალციხელმა მძლეოსნებმა ბაქოში წარმატებით იასპარეზეს.
პირველი სკოლის მოსწავლეები ავტოავარიაში მოყვნენ
ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები 27 მაისს, ღამით ავტოავარიაში მოყვნენ. დაახლოებით 23:00 საათზე მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც მოსწავლეების ისხდნენ, ტრაილერს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა. ერთ–ერთი მათგანი თბილისში გადაიყვანეს, რომელსაც … Continue reading



You must be logged in to post a comment.