ახალციხის მერობის კანდიდატები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ახალციხის მერობის კანდიდატები სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ საარჩევნო სუბიექტებისათვის კითხვები დაესვათ და ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით, მერობის კანდიდატების აზრი მოესმინათ.
ახალციხეში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის ბილეთები გათამაშდა
ახალციხის ცენტრალურ სკვერში მესხეთის საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალის წამახალისებელი ღონისძიება გაიმართა. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა გათამაშებაში ჩართულიყო და გარკვეული დისტანციიდან ბურთი სპეციალურ მოწყობილობაში გაეტანა. გამარჯვებულებს კი საჩუქრად ღონისძიების ორგანიზატორები მესხეთის … Continue reading
საქართველოს ევროინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულებაზე “დემოკრატ-მესხთა კავშირში” იმსჯელეს
„საქართველოს ევროინტეგრაციისა და ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები”- პროექტის შესახებ არასამტავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ–მესხთა კავშირში” იმსჯელეს. შეხვედრას ორგანიზება საქართველოს სტარტეგიული კვლევების ინსტიტუტმა გაუწია, რომელსაც სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალციხეში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს
ახალციხეში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ სკვერში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები და აქციები გაიმართა. პატარებისათვის ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა რამდენიმე ნომერი შეასრულეს. ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა აქცია … Continue reading
მართლმადიდებლურმა სამყარომ წმინდა ნინოს ხსენების დღე იზეიმა
მართლმადიდებლურმა სამყარომ ნინოობის დღესასწაული იზეიმა. საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში ლოცვა დილის ცხრა საათზე დაიწყო, ზიარების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, ტაძრის მღვდელმსახურმა მორწმუნეებს … Continue reading
უდეში ხანძრის შედეგად სახლის ნაწილი დაიწვა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის შედეგად ორსართულიანი შენობის ერთი ოთახი მთლიანად დაიწვა. ხანძარმა ასევე სახურავი და ავეჯი დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა, რომლებსაც … Continue reading
ახალციხეში პოლიტიკური პარტიები საარჩევნო პლაკატების დაზიანებაზე საუბრობენ
“ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი პარტიის საარჩევნო პლაკატების დაზიანებაზე საუბრობს. ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატები მათ ქალაქში გუშინ გააკრეს, თუმცა დღეს დილით ზარზმელის, თამარაშვილისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე ჩამოხეული … Continue reading
ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა გამარჯვებული ბლოგერები დააჯილდოვა
ორი პირველი, ორი მეორე და ორი მესამე ადგილი–ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა სოციალური მედიის კონკურსში საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული ახალგაზრდა ბლოგერები დააჯილდოვა. მათ პლანშეტური კომპიუტერები, ციფრული ფოტოაპარატები, ემპეტრი ფლეიერები და სიგელები გადაეცათ.
როგორია ქალის როლი პოლიტიკაში?
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატში ქალის პოლიტიკურ გააქტიურებაზე დისკუსია გაიმართა. შეხვედრას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატები, სხვადასხვა პარტიების აქტივისტი ქალბატონები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში მენინგიტის 3 შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში მენინგიტის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 შემთხვევა ახალციხეში, 1 სოფელ მუსხში და 1 სოფელ აწყურში. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაავადებული ბავშვები თავდაპირველად ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს, ხოლო … Continue reading
ახალციხის მერობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებენ
ახალციხის მერობის კანდიდატები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ. დღეს „ქართული ოცნების“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „საქართველოს გზის“ საარჩვენო სუბიექტები ქალაქის მოსახლეობას შეხვდნენ და ადგილობრივებს საკუთარი პროგრამა წარუდგინეს. მათ ამომრჩევლებისაგან პრობლემებიც მოისმინეს და … Continue reading
ამომრჩეველთა ერთიან სიებში ცვლილებები შევიდა
#37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში კომისიის წევრებმა მოქალაქეთა 12 განცახადება განიხილეს. დოკუმენტები თვითმმართველობის არჩევნებში პირის მონაწილეობისათვის რეგისტრაციის ადგილის დაზუსტებას ითვალისწინებდა. როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელი განმარტავს, პირადი მონაცემებისა და სამოქალაქო … Continue reading



You must be logged in to post a comment.