”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სტიქიის შედეგები ასპინძაში, ადიგენსა და ბორჯომში

სტიქიის შედეგები სამცხე-ჯავახეთში – ბოლო ერთი თვის განმავლობაში რეგიონის სამ მუნიციპალიტეტს ძლიერმა წვიმამ მნიშვნელოვნი  ზიანი მიაყენა. ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის  დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ამ დრომდე ელოდება.

12/06/2014

12 ივნისი “ექოს” ანონსი

1. ვინ გაიმარჯვებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში – ადგილობრივი მოსახლეობის მოლოდინები; 2. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მუშაობა და ხარვეზები; 3. დაავადება თურქულზე უფასო ვაქცინაცია დასრულდა.

12/06/2014

ბორჯომში იუსტიციის სახლი აშენდება

    ბორჯომში იუსტიციის სახლი აშენდება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა  „ქართული ოცნების“ ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატ გედევან ფოფხაძესთან ერთად ის სამი სავარაუდო   ტერიტორია მოინახულა, სადაც სამომავლოდ იუსტიციის სახლი აშენდება. „დღეს ჩვენ ვეწვიეთ … Continue reading

12/06/2014

სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ხელოვნების ნიმუშების გამოფენა  სამხატვრო სკოლაში.  დაწესებულების აღსაზრდებელმა დღეს საკუთარი ხელნაკეთი  ნივთები ახალციხელებს უჩვენეს. ღონისძიებას ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

11/06/2014

,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წევრები ვალის მოსახლეობას შეხვდნენ

,,დავით თარხან მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვალის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებს ახალციხის გამგებლობისა და მაჟორიტარული ოლქის დეპუტატობის კანდიდატები პარტიის  ერთ-ერთმა წევრმა, თამარ სამსონიძემ  წარუდგინა.  კანდიდატებმა მოსახლეობას საკუთარი 5 … Continue reading

11/06/2014

ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები თუ გადაუდებელი სამუშაოები?! [video]

,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის” წარმომადგენლები მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, სოფელ კლდესა და წირაში, ახალციხის გამგეობის კუთვნილი ტექნიკით, მოსახლეობის მოსასყიდად სამუშოები ხორციელდება.  აღნიშნული ქმედება საარჩევნო კოდექსის 48 … Continue reading

11/06/2014

ახალი საგანმანათლებლო პროგრამები პროფესიულ კოლეჯ “ოპიზარში”

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები ახალციხის პროფესიულ კოლეჯ ოპიზარში. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით რვა პროფესიაში ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა, რომელსაც  ახალციხის პროფესიულ კოლეჯში  საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები და დამსაქმებლები … Continue reading

11/06/2014

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს

“ქართული ოცნების” ახალციხის მერობის  კანდიდატი წინასაარჩვენო შეხვედრებს აგრძელებს. გიორგი კოპაძე დღეს ე.წ ხუთსართულიანების დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა . მათ საკუთარი პროგრამა წარუდგინა და ადგილობრივების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

11/06/2014

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ადიგენს ესტუმრნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  ლიდერები გიგი უგულავა და  ნუგზარ წიკლაურ დღეს ადიგენის მოსახლეობას შეხვდნენ.  დაბის კულტურის სახლში ადგილობრივებთან გიგი უგულავამ  პარტიის  გეგმებზე ისაუბრა და წინასაარჩევნო გარემო  შეაფასა.

11/06/2014

სოციალურად დაუცველთა სტატუსის განსაზღვრის წესი იცვლება

სოციალურად დაუცველთა სტატუსის განსაზღვრის წესი იცვლება. ბაზაში მოსახვედრად მთავარი კრიტერიუმი არა საყოფაცხოვრებო ნივთები, არამედ ოჯახის შემოსავალი იქნება.

11/06/2014

“ტელეარხ 25″–ის ჟურნალისტს კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ

აჭარის მთავრმა პროკურატურამ  „ტელეარხ 25“ –ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის განცხადების საფუძველზე საქმის შესწავლა დაიწყო. პროკურატურის პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე გამოძიება ვერ დაიწყებოდა, რადგან ჯერ განცხადებებში აღწერილი ფაქტების შესწავლა მიმდინარეობს. დანაშაულის … Continue reading

11/06/2014

გიგი უგულავა ადიგენს ესტუმრა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა დღეს ნუგზარ წიკლაურთან ერთად, ადიგენის მოსახლეობას შეხვდა. დაბის კულტურის სახლში ადგილობრივებთან მან პარტიის წინასაარჩვენო გეგმებზე ისაუბრა. გიგი უგულავამ  ადიგნელებს გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრის დასასრულს … Continue reading

11/06/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე