კახა კუკავა ახალქალაქში არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას მოითხოვს
ახალქალაქში “არასაპარლამეტო ოპოზიციის” მიერ გამართული საპროტესტო აქცია დასრულდა. პარტიის ერთ–ერთი ლიდერი კახა კუკავა პროტეტსტის ამ სახით გამოხატვას არც ხვალ გამორიცხავს. მისი თქმით, ახალქალაქის საარჩევნო კომისია დარჩენილ საჩივრებს 19 ივნისს 16:00 განიხილავს. … Continue reading
ახალქალაქის საარჩევნო ოლქში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
#40–ე ახალქალაქის საარჩევნო ოლქის შენობაში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ჰასმიკ მარანგოზიანმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც შენობაში ერთ–ერთმა პიროვნებამ მინა ჩაამსხვრია. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც #40–ე ახალქალაქის … Continue reading
“ვალეს” -ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ინტერპოლით ძებნილი პიროვნება დააკავეს
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის გამშვებ პუნქტ „ვალე“-ს თანამშრომლებმა ვარშავას ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1953 წელს დაბადებული იბრაჰიმ აკაია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას „ვალე“-ს … Continue reading
18 ივნისის “ექოს” ანონსი
ახალი მმართველების მიერ მოსაგვარებელი პრობლემები; ბიულეტენების გაყალბებასთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა ახალქალაქის საარჩევნო ოლქში და “არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მოთხოვნები; ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ სასამართლო პროცესი.
„არასაპარლამენტო ოპოზიცია” ახალქალაქის ოლქში განმეორებით არჩევნებს მოითხოვს
პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ და ახალქალაქის რაიონული შტაბის წევრებმა საოლქო საარჩვენო ოლქთან საპროტესტო აქცია გამართეს და თავმჯდომარეს საჩივრების განხილვა მოსთხოვეს. აქციის მონაწილეები საარჩევნო კომისიას არჩევნების შედეგების გაყალბებაში სდებენ ბრალს.
37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში საჩივრები განიხილეს
დღეს ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების წარმომადგენელთა მოთხოვნები კენჭისყრის შედეგად ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ძირითადად, დარღვევები საუბნო კომისიების თავმჯომარეებისა და მდივნების მიერ შემაჯამებელი ოქმების არასწორად შევსებას … Continue reading
სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის განვითარებისთვის 60 მილიონ დოლარამდე გამოიყოფა
საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონალური განვითარების მესამე პროგრამის განხორციელებისთვის მოლაპარაკებებს იწყებს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო და საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება უშუალოდ … Continue reading
,,სამხრეთის კარიბჭე” 10 წლისაა
,,სამხრეთის კარიბჭე” 10 წლისაა – რეგიონულმა გაზეთმა დღეს იუბილე აღნიშნა. როგორ ვითარებოდა დროთა განმავლობაში და რა ეტაპები განვლო მან დღემდე, ამაზე მოწვეულ სტუმრებს გაზეთის თანამშრომლები ესაუბრნენ. გარდა ამისა, მათ აუდიტორიას … Continue reading
სკოლებში მეთერთმეტეკლასელთა გამოცდები მიმდინარეობს
საქართველოს საჯარო სკოლებში მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები მიმდინარეობს. დღეს მოსწავლეებმა ტესტირება გეოგრაფიაში გაიარეს. მეთერთმეტეკლასელთა განმარტებით, საკითხები საშუალო სირთულის იყო, თუმცა მონაწილეებმა ტესტირებაში უმაღლესი შეფასებებსი მაინც ვერ მიიღეს.
17 ივნისის “ექოს” ანონსი
1. ზაზა მელიქიძე – ახალციხის მუნიციპალიტეტის ახალი გამგებელი; 2. საარჩევნო ოლქში საჩივრების მიღების ბოლო დღეა; 3. დატბორილი კოსტავას ქუჩა ახალციხეში.
საკრებულოს შემადგენლობაში ,,ქართული ოცნებისა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები შევლენ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ცნობილი ხდება როგორ დაკომპლექტდება თვითმმართველი ქალაქისა და თვითმმართველი თემის საკრებულოს შემადგენლობა. წინასწარი მონაცემებით, წამყვანი ადგილები კვლავ ორ პილიტიკურ ძალას, საპარტლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ერგო.
ახალციხეში 35 წლის ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში 35 წლის ქალი გარდაიცვალა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ქალბატონი სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მოულოდნელი წვიმის დროს მას მეხი დაეცა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალბატონმა მიღებული ელექტრო შოკის გამო გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა იგი … Continue reading



You must be logged in to post a comment.