C ჰეპატიტზე მოსახლეობის უფასო გამოკვლევა გრძელდება
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ახალციხეში აქცია გაიმართა. მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, ახალციხის მერიის შენობაში უფასო გამოკვლევა ჩაეტარებინათ.
4 საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს
დღეს, 22 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით განმეორებითი კენჭისყრა 4 საარჩევნო უბანზე იმართება.
მოსახლეობა საშეშე მერქანს დროულად ვერ იმარაგებს
სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობამ მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ზამთრის საშეშე მერქნისთვის მზადება უკვე დაიწყო. თუმცა, ასპინძასა და ახალციხეში ადგილობრივები ჩივიან, რომ არასაკმარისი ტყე–კაფების გამო, სატყეო სააგენტო მათ ბილეთებს ვერ აძლევს.
სილამაზის სალონების მონიტორინგი იწყება
საქართველოში, ინფექციური დაავადებების გავრცელებამ ბოლო პერიოდში იმატა. დაავადებების პრევენციის მიზნით, ხელისუფლებამ სალონების მონიტორინგის შესახებ ბრძანება გამოსცა.
ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, სახელფასო დანამატის სახით, 217 ათას ლარამდე გაიცა
ცხრა თვის განმავლობაში, ქალაქ ახალციხის საკრებულოსა და მერიაში, დანამატის სახით, 217 ათასამდე ლარია გაცემული. აღნიშნული ინფორმაცია ,,მე–9 არხმა” ოფიციალურად გამოითხოვა.
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა.
რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით, “ვეფხისტყაოსანი” ხელით გადაიწერა
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ხელნაწერი ვეფხისტყაოსანი იქმნება. პროექტი „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოვლისა მოსახვეჭელსა“ ჭიათურელი მაია ტყემალაძის მიერ, ადგილობრივი გამგეობის კულტურის სამსახურისა და თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.
ქალაქ ახალციხის საკრებულო ანგარიშვალდებულ და ღია დაწესებულებად დასახელდა
2016 წელს, ერთ–ერთ ყველაზე ანგარიშვალდებულ და ღია საჯარო დაწესებულებად, ქალაქ ახალციხის საკრებულო დასახელდა. სიგელი წარმომადგენლობით ორგანოს გადაეცა.
ყულალისელ მოსწავლეებს ავტობუსი სკოლამდე აღარ მიიყვანს
სკოლის ავტობუსი სოფელ ყულალისში არ დღეს გამოჩნდა. აქ მცხოვრებ 17 მოსწავლეს სკოლაში წასვლა ისევ ფეხით მოუწია.
უბედური შემთხვევა ახალციხეში
უბედური შემთხვევა მოხდა დღის მეორე ნახევარში 9 აპრილის ხიდზე.
ქალაქ ახალციხეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
ქალაქ ახალციხის 6 200 აბონენტს, ბუნებრივი აირი აღარ მიეწოდება. კომპანია “ინტერგაზის” დირექტორის თქმით, მიზეზი ავარიული გათიშვაა.
ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს
ახალციხელები ლარის გაუფასურებაზე ჩივიან. ამბობენ, რომ კურსის ცვლილება უარყოფითად აისახება მათ კრედიტებზე, ძვირდება პროდუქტები და მედიკამენტები, რაც ერთობლიობაში ფინანსურ პრობლემებს ქმნის.



You must be logged in to post a comment.