”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის თემის გამგეობაში სამსახურის უფროსების ვინაობა ცნობილია

   ახალციხის თემის გამგეობაში სამსახურის უფროსების ვინაობა ცნობილია.   გამგებელს ოფიციალურად არ დაუსახელებია მოადგილეები. ზაზა მელიქიძის თქმით,  სოფლის მეურნეობის საკითხებში გამგებლის  მოადგილის თანამდებობაზე რამინ მარტინენკო მოიაზრება, ეკონომიკის საკითხებში კი – … Continue reading

24/07/2014

ახალციხეში პროექტ “ნიჭიერის” ქასთინგი ჩატარდა

ახალციხის ისტორიულ კომპლექსში დღეს პროექტ ნიჭიერის ქასთინგი გაიმართა.  პროექტის პროდიუსერებმა  გადაცემაში მონაწილეობის მსურველები ვიდეოკამერით გადაიღეს. მათ შემდეგში კომპეტენტური ჟიური  შეარჩევს და საუკეთესოს მეორე ტურში გადაიყვანს.

23/07/2014

ახალციხის მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა

ახალციხის მერმა მოადგილეები და სამსახურის უფროსები დანიშნა. გია კოპაძე ამბობს, რომ ბრძანებებს ხელი დღის ბოლოს მოაწერა. მისი განმარტებით,  ეს ის პიროვნებები არიან ვინც უშუალოდ მერის  ბრძანებით დაინიშნებიან და გათავისუფლდებიან. ამ … Continue reading

23/07/2014

ტარიელ ლონდარიძე:” რუსულ არხებთან ერთად საქართველოში რუსული სიმბოლიკაც უნდა აიკრძალოს”

უმცირესობის წევრის ტარიელ ლონდარიძის განცხადებით, რუსულ არხებთან ერთად საქართველოში რუსული სიმბოლიკაც და ატრიბუტიკაც უნდა აიკრძალოს. ტარიელ ლონდარიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მსგავსი რეგულაციები ოკუპანტის მიმართ მანამდე უნდა განახორციელოს, სანამ ისინი საქართველოს … Continue reading

23/07/2014

ნოდარ ხადური ტარიელ ლონდარიძეს ასპინძაში სკოლების რეაბილიტაციას დაპირდა

„სად წავიდა თანხები, რომელიც განათლებისა და ინფრასტრუქტურული პროექტებითვის 2013 წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული? თქვენ დააკელით 11 მილიონ ლარზე მეტი, რის შედეგადაც ასპინძის მუნიციპალიტეტში  დამწვარი სკოლა არ აღდგა და ამის გამო … Continue reading

23/07/2014

ადიგენის საკრებულოში გამგებლის მოადგილისათვის ავტომობილის შეძენის საკითხს პროტესტი მოჰყვა

    ახალი მოწვევის საკრებულომ ადიგენის მუნიციპალიტეტში  19 ტერიტორიული ორგანო დაამტკიცა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში 15 ტერიტორიული გაერთიანება იყო. საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ვარხნის ტერიტორიული ორგანო  2 ნაწილად გაიყო – ვარხნისა და წახნის,  ჭეჭლის … Continue reading

23/07/2014

ახალციხეში სისხლიანი გარჩევის ვერსიებზე საუბრობენ

ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე მომხდარი შემთხვევა  გახსნილია. სამართალდამცველებმა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრო  ინცინდენტის ზუსტ მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა … Continue reading

23/07/2014

23 ივლისის “ექოს” ანონსი

1. რა გახდა ახალციხეში 37 წლის მამაკაცის დაჭრის მიზეზი? 2. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია; 3. მოტოშოუ და ველორბოლა „მესხური ფესტივალზე“ .

23/07/2014

აბასთუმანში დამსვენებლები პრობლემებზე საუბრობენ

აბასთუმანში, მიუხედავად იმისა,  რომ დამტვერვის სეზონი  დასრულებულია, კურორტს დამსვენებლები მაინც სტუმრობენ. თუმცა ტურისტების უმეტესობა განმარტავს, რომ აბასთუმანში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და გართობის არანაირი საშუალება არ არსებობს.

22/07/2014

კოსტავას ქუჩაზე მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

   ახალციხეში კოსტავას ქუჩის #42 –ში მამაკაცის  დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით ედება, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.  შსს–ს საზოგადოებასთან … Continue reading

22/07/2014

ზიკილიაში საყოველთაო ნათლობის რიტუალი შესრულდა

სოფელ ზიკილიაში, მდინარე მტკვრის სანაპიროზე დღეს საყოველთაო ნათლობა  შესრულდა. რიტუალი სოფელ ზიკილიის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა ჩაატარა. მდინარე მტკვრის ნაკურთხ წყალში ტაძრის მრევლთაგან 12 მათგანი მოინათლა.

22/07/2014

ადგილობრივები მამაკაცის დაჭრის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობენ

          კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის მიზეზებთან დაკავშირებით, ადგილობროვები ვერსიებს ასახელებენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ დღის მეორე ნახევარში ახალციხის ცენტრალურ პარკში 4 ბათუმიდან ჩამოსულ მამაკაცსა და სკვერში მომუშვე  პირებს შორის … Continue reading

22/07/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე