ბორჯომელებმა ქალაქის დღესასწაული იზეიმეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტში „ბორჯომქალაქობა 2014“ იზეიმეს. დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. დილიდან სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარდსა და ჭადრაკში სამოყვარულო ტურნირი ჩატარდა.
ყარათუბნელები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის შვილის დასჯას მოითხოვენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის მოსახლეობამ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია გამართა. მონაწილეები სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის შვილის დასჯას მოითხოვენ. https://www.youtube.com/watch?v=nY8VKkWR2uc&feature=youtu.be
ბორჯომმა პანკისელ ბავშვებს უმასპინძლა
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა პანკისში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ჩეჩენმა ბავშვებმა ბორჯომელებისათვის კონცერტი გამართეს. მათ ადგილობრივებს სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზეს და საქართველოში თავიანთ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
თვითმმართველობის კოდექსი და ახალციხელების უფლება–მოვალეობები
როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის, აქვთ თუ არა მოსახლეობას საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლება– ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმსჯელეს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ წინასაარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა. 15 ივნისის წინასაარჩევნო კამპანიისას სხვადასხვა შენობებზე, მოსაცდელებსა და ღობეებზე გაკრული პლაკატები დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს და აღნიშული ადგილები დაასუფთავეს. აქციაში ჩართულმა ქალაქის მერმა საკუთარი … Continue reading
მამამ შვილის გამო სამი ახალგაზრდა მოკლა – ადიგენში მომხდარი მკვლელობის დეტალები
სამი ახალგაზრდის მკვლელობასა და ერთი მათგანის დაჭრაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის სამართალდამცველები იცავენ. სოფელ ყარათუბნის მაცხოვრებლები დაკავებულისა და მისი შვილის გადაცემას და ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ. ამიტომ, … Continue reading
დავით ნარმანიამ ბაკურიანში მერიის საზაფხულო ბანაკის დამსვენებლები მოინახულა
დავით ნარმანია მარიამობის დღესასწაულზე ბორჯომის ხეობაში არსებულ ბავშვთა საზაფხულო ბანაკს ეწვია და მოზარდებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. თბილისის მერი საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და დღესასწაულისადმი გამართულ კონცერტს დაესწრო.
ადიგენის მკვიდრები მკვლელობაში ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლებას მოითხოვენ
სამი ახალგაზრდის მკვლელობასა და ერთი მათგანის დაჭრაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის საცხოვრებელ სახლს ამ დროისათვის სამართალდამცველები იცავენ. “მეცხრე არხის” კორესპონტენტის ლუბა გიორგაძის ინფორმაციით, სოფელ ყარათუბნის მაცხოვრებლები დაკავებულის ლინჩის წესით გასამართლებას … Continue reading
ადიგენში მომხდარი მკვლელობა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1970 წელს დაბადებული დავით კუბლაშვილი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენისმუნიციპალიტეტში, სოფელ გორგულის ხიდთან, ურთიერთშელაპარაკებისას, … Continue reading
ახალციხეში მარიამობა ღამისთევით აღნიშნეს
მართლმადიდებელმა სამყარომ ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა იზეიმა. მორწმუნეებმა დღესასწაული ახალციხეში ღამისთევით აღინიშნეს. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში წირვა–ლოცვა ღამის 12:00 საათზე დაიწყო, რომელიც ეკლესიის წინამძღვარმა მამა დავითმა აღავლინა. სადღესასწაულო ლიტურგიის … Continue reading
ადიგენის საჯარო რეესტრის უფროსმა სამი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა
სოფელ ყარათუბანში მოკლული სამი ახალგაზდის ცხედარი, ახალციხის რაიონული პროზექტურიდან საკუთარ სახლში რამდენიმე წუთის წინ გადაასვენეს. რაც შეხება დაჭრილის მდგომარეობას, მედიკოსების განმარტებით იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყოფება და მკურნალობას ექვემდებარება. ბექა … Continue reading
ადიგენში სამი ახალგაზრდა მოკლული იპოვეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნის გზაზე დაახლოებით ორი საათის წინ სამი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები 22, 24 და 26 წლის არიან. “მეცხრე არხის” ინფორმაციით ერთი ახალგაზრდა მძიმე … Continue reading



You must be logged in to post a comment.