”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

7 ოქტომბრის “ექოს” ანონსი

1. რწმუნებულებმა სოფლებში არსებული პრობლემები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად განიხილეს; 2. ბესიკ ბლიაძის სასამართლო პროცესი გრძელდება; 3. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიის მრევლი ტაძარის დღესასწაულს ზეიმობს.

07/10/2014

ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით ეკონომიკის მინისტრი დაინტერესდა

ბაკურიანში, ინფრასტრუქტურული  პროექტების მიმდინარეობით   საქართველოს ვიცე-პრემიერი  დაინტერესდა.  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი დიდველს ესტუმრა და სამუშაო პროცესს გაეცნო.

06/10/2014

ახალციხის ციხის დირექტორის პოსტი ისევ ვაკანტურია

ახალციხის ციხის დირექტორის პოსტი ვაკანტურია.  კომპლექსის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა თანამდებობის დატოვების მიზნით  ქალაქის მერიას 21 სექტემბერს მიმართა.  ციხის დირექტორის მოვალეობას უკვე ორი თვეა ილია სიდამონიძე ასრულებს.  შესაბამის კადრს კი ახალციხის … Continue reading

06/10/2014

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და ეკონომიკური ფაქტორები

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება და ქართული მხარის ვალდებულებები – როგორ იმოქმდებს ასოცირების ხელშეკრულება ქვეყნის ეკონომიკაზე, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მიიჩნევს,  რომ  ქართულ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქცია აღარ იარსებებს, ნაწილის … Continue reading

06/10/2014

ცენტრალური სკვერის მოშლილი ინფრასტრუქტურა და უკმაყოფილო მოსახლეობა

დამტვრეული სკამები, დაზიანებული ქვის ფილები და მოუვლელი მწვანე საფარი – ასე გამოიყურება დღეს ახალციხის ცენტალურ პარკი, რომლის რეაბილიტაციისათვის რამდენიმე წლის წინ მთავრობამ კოლოსალური თანხები დახარჯა. ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ სკვერში მოშლილი … Continue reading

06/10/2014

მუსლიმმა მრევლმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ხორცი გადასცა

მუსლიმმა მრევლმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლის აღსაზრდელებს საქონლის ხორცი გადასცა. როგორც სამცხე-ჯავახეთის მუფთი განმარტავს მათი ამ სახით დახმარება ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსლიმურ დღესასწაულს, ყურბან ბაირამს უკავშირდება.

06/10/2014

ნინოწმინდაში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

  სადახლოსა და ნინოწმინდაში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.შემოსავლებისა სამსახურის ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ,,სადახლო-საავტომობილოს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე სომხეთიდან საქართველოს მოქალაქე ჯ.ჯ. შემოვიდა, რომელსაც საბაჟო დათვალიერებისას (ფეხსაცმელში) ნარკოტიკული … Continue reading

06/10/2014

6 ოქტომბრის “ექოს” ანონსი

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში; მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ახალციხის ცენტრალურ სკვერში.

06/10/2014

ადიგენში ბრუცელოზი ადამიანებშიც დაფიქსირდა

ადიგენის მუნიციპალიტეტში დაავადება ბრუცელოზი ყოველდღიურად ვრცელდება. დაავადება დაფიქსირდა, როგორც ცხოველებში, ასევე, ადამიანებშიც. ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით,  ბრუცელოზი სოფელ უდეში 1 ადამიანს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

05/10/2014

ფინანასთა სამინისტრო ახალციხეში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ – გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ზურაბ ახალკაციშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. ფინანსთა სამინისტროს … Continue reading

04/10/2014

ნოდარ ხადურმა კარწახის საბაჟო–გამშვები პუნქტი მოინახულა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთს ესტუმრა. ნოდარ ხადურმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვარამაძესთან ერთად, საქართველო-თურქეთის საზღვარზე „კარწახის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა.

04/10/2014

კომპანია “ბორჯომი” და აგრარული უნივერსიტეტი ბორჯომში ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

„აი დი ეს ბორჯომის საქართველო“ და აგრარული უნივერსიტეტი ბორჯომში ერთობლივ პროექტს ახორციელებენ, რომელიც ტყეების ბიოლოგიურ დაცვასა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ინსტიტუტია. … Continue reading

03/10/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე