ირაკლი ღარიბაშვილი: “ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია”
კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია და რელიგიურ აღმსარებლობას მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რითაც ადიგენის მუნიციპალიტეტში გუშინ განვითარებელ მოვლენებს გამოეხმაურა. … Continue reading
მუსლიმი მრევლის აქცია პოლიციის სამმართველოსთან
მუსლიმი მრევლი, დღეს, 23 ოქტომბერს, ფაართომასშტაბიან საპროტესტო აქციას აანონსებს და 14 დაკავებული ახალგაზრდის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ.
ხმაური მოხეში [22 ოქტომბერი, 2014 წელი]
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში 14 პიროვნების დაკავებას პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებსაც.
მუსლიმი მრევლი, 23 ოქტომბერს, ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს
წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, მუსლიმი მრევლი პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებოდა. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 14 ახალგაზრდის უპირობო გათავისუფლებაა. ,,დღეს, 10–დან 11 საათამდე, სახალხო დამცველის წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს ველოდებით. დღეიდანვე, … Continue reading
მოხეში აქციის დროს შურა მიქელაძე დაშავდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გამართული აქციის დროს, ადგილობრივი მკვიდრი შურა მიქელაძე დაშავდა. 22 ოქტომბერს, აქცია სოფელ მოხეში გაიმართა, რომელსაც მუსლიმი მრევლი 10 სოფლიდან – ნამინაური, დერცელი, ციხისუბანი, ჭეჭლა, ჭელა, აფიეთი, … Continue reading
დაპირისპირება სოფელ მოხეში [video]
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში არსებული სადავო შენობა საზოგადოების ყურადღების ცენტში კიდევ ერთხელ მოექცა. მუსსლიმმა მოსახლეობამ აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მუსლიმი მრევლის ერთერთმა წარმომადგენელმა პოლიციის … Continue reading
აკაკი მაჭუტაძე: ,,შენობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება”
მოხეში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდა. 15–მდე ადგილობრივის მთავრი მოთხოვნა, მოხეში არსებულ შენობაში ბიბილიოთეკის განთავსება იყო. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა სადავოა და იგი მუსლიმებს არ უნდა … Continue reading
სახალხო დამცველი მოხის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ მოხეში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს. ,,მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ყოფილი მეჩეთის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა მუსლიმ მრევლს საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა, და მას შემდეგ … Continue reading
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენებს ეხმიანება
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დღეს განვითარებული მოვლენების გამო წუხილს გამოთქვამს. აღნიშნულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განცხადებას ავრცელებს. “ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს მუსლიმურ თემს … Continue reading
სამცხე–ჯავახეთში გასარწყავიანების პრობლემის მოგვარებაზე ზრუნავენ
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მელიორაციის სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა მოეწყო. მას მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტის გამგებელი და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანიის დირექტორი დაესწრო. შეხვედრაზე სამცხე–ჯავახეთში არსებულ სარწყვა სისტემების პრობლემებზე , მის მოწესრიგებასა … Continue reading
ასლან აბაშიძე: ,,განსაკუთრებული ნადირობა მუსლიმურ სამლოცველოებზე მიმდინარეობს”
მუსლიმი მოსახლეობის აქცია სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან გრძელდება. მოხეში დაკავებული 14 ადგილობრივის გათავისუფლების მოთხოვნით, სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან შეკრებილ მოხის მოსახლეობას, ხულოს მუნიციპალიტეტის მუფთიც შეუერთდა. გურამ, იგივე ასლან აბაშიძე … Continue reading
მუსლიმმა მოსახლეობამ სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლა
მოხის მუსლიმმა მაცხოვრებლებმა შსს-ს ადიგენის რაიონული განყოფილებიდან, სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამხარეო სამმართველოსთან გადაინაცვლეს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით მოხეში ინცინდენტისას დაკავებული 14 მუსლიმი, სწორედ ახალციხის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მუსლიმი … Continue reading



You must be logged in to post a comment.