”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელი მოხე ინციდენტიდან მეორე დღეს

რა ხდებოდა მოხეში ინციდენტიდან მეორე დღეს – სოფელში, სადაც მუსლიმ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის ურთიერთ შელაპარაკება 22 ოქტომბერს მოხდა, ისლამის მიმდივერთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ხელი შეუშლა. დასახლებაში … Continue reading

23/10/2014

250 ლარიანი ჯარიმა მოხეში დაკავებულ 11 მუსლიმს

   ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოხეში დაკავებულ 11 მუსლიმ მოქალაქეს 250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რომელიც აღნიშნულმა პიროვნებებმა ერთი კვირის ვადაში უნდა გადაიხადონ.   11–ვე მუსლიმი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ისინი ამ წუთებში … Continue reading

23/10/2014

მარიამ ჟუჟუნაძე – “ცოცხალი საუნჯე”

ქართული არამატერიალურ–კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში გამორჩეული ღვაწლისათვის და ტრადიციების შენარჩუნებისათვის, სოფელ მუსხში მცხოვრებ მარიამ ჟუჟნაძესცოცხალი საუნჯის წოდება მიენიჭა. მარო ბაბოს სიგელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გადასცა.

23/10/2014

ხელისუფლების პირველი პირები მოხის მოვლენების შესახებ

მოხეში განვითარებულ მოვლენებს დღეს ხელისუფლების პირველი პირები გამოეხმაურნენ. პრემიერ მინისტრის შეფასებით, დასაგმობია, რაც მოხდა, თუმცა კანონის წინაშე ყველა მოქალაქე თანაბარია. დღესვე ბრიფინგი გამართა სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულმა, რომლის თქმითაც, მუსლიმ საზოგადოებასთან მოლაპარაკებისას, … Continue reading

23/10/2014

მუსლიმების აქცია სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან

მუსლიმი მოსახლეობის აქცია არ შეწყვეტილა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავრ სამმართველოსთან. ისინი უკვე მეორე ღამეა დაკავებული 14 მოქალაქის უპირობო გათავისუფლებასა და მოხეში არსებული შენობის მუსლიმური მხარისთვის გადაცემას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებთან ერთად მთელი … Continue reading

23/10/2014

მოხეში დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

      ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოხეში დაკავებული პიროვნებების სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 18:00 საათისთვის არის ჩანიშნული. როგორც იურისტები აცხადებენ,  11 პიროვნების გათავისუფლება დღის ბოლომდე მოხდება, მას შემდეგ, რაც სასამართლო … Continue reading

23/10/2014

მოხეში დაკავებული პიროვნება “უნიმედი სამცხეში” გადაიყვანეს

    მოხეში, დაპირისპირების დროს დაკავებული 14 მოქალაქიდან ერთ–ერთი პიროვნების გადაყვანა ახალციხის სამედიცინო ცენტრ  “უნიმედი სამცხეში” გახდა საჭირო. როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი იუწყება, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში დღის დაახლოებით, … Continue reading

23/10/2014

თამაზ ბაკურიძე: ,,ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც გვიყვარს ღმერთი და მიწა, მაგრამ საქართველოში არცერთს გვაძლევენ”

 სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან შეკრებილ მოსახლეობას უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მიმართა. იგი აჭარიდან ცოტა ხნის წინ, მუსლიმი მოსახლეობის მხარდასაჭერად ჩამოვიდა. უფლებადამცველის თქმით, მოხეში განვითარებული მოვლენები მუსლიმი ხალხისათვის აუტანელი შეურაცხყოფაა და  საქართველოში ისლამის … Continue reading

23/10/2014

პაატა ზაქარეიშვილისთვის მოხის სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მისაღებია

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისთვის სოფელ მოხეში, სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსება მისაღებია.  პაატა ზაქარეიშვილის თქმით, იმის გარკვევას, თუ რა იყო იქ ადრე,   საკითხს ღრმა შესწავლა … Continue reading

23/10/2014

თამარ სანიკიძის ინფორმაციით, მოხეში სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა

    განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში სწავლის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, თამარ სანიკიძის თქმით, სასწავლო პროცესი არა სოფელ მოხეში, არამედ მოსაზღვრე სამ სოფელში შეფერხდა. როგორც … Continue reading

23/10/2014

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ბრიფინგი მოხის მოვლენებზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა მედიასთან სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მუსლიმ საზოგადოებასა და სამხარეო ადმინისტრაციას შორის, მოხეში მდებარე შენობაში ბიბლიოთეკის განთავსების თაობაზე შეთანხმება შედგა. აკაკი მაჭუტაძის თქმით, იგი მუსლიმი სასულიერო … Continue reading

23/10/2014

პროტესტის ნიშნად, მოხის სკოლაში მოსწავლეები არ მივიდნენ

   ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლაში 6 სოფლის185–მდე მოსწავლე სასწავლო დაწესებულებაში არ მივიდა. ადგილობრივების თქმით, ბავშვები სკოლაში პროტესტის ნიშნად არ გაუშვეს. ფიქრობენ, რომ მათ პოლიციისგან საფრთზე ემუქრებათ. “თავის დაზღვევის … Continue reading

23/10/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე