ახალციხის ოთხ უბანზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს
N 37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ოთხი უბნის მონაცემები შევიდა. ოთხივე უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ლიდერობს.
ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 56 % შეადგინა
20:00 საათზე N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ყველა უბანი დაიხურა. საოლქოს მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 08:00 საათისთვის დაახლოებით, 56 % შეადგინა.
ახალციხის #1 საარჩევნო უბანზე ხმებს ითვლიან
20:00 საათზე დაიხურა ახალციხის #1 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველთა ხელმოწერებისა და გამოუყენებელი ბიულეტენების გადათვლის შემდეგ, ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.
საინფორმაციო გამოშვება “ექო” 17:30 საათზე
“მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვება “ექო” 17:30 საათზე.
17:00 საათისთვის N37-ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 46 % შეადგინა
N37–ე ახალციხის ოლქში ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის დაახლოებით, 46 % შეადგინა. საღამოს ხუთი საათისთვის საკუთარი პოზიცია ახალციხის მუნიციპალიტეტში 15 900 –მა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
ახალციხის #6 უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს
#6 უბანი დაატოვებინეს ერთ–ერთ დამკვირვებელს. ვარლამ სამსონიძე გადასატან ყუთს, კომისიის ორ წევრთან და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთან ერთად ახლდა.
ახალციხე–ადიგენის ოლქში კანდიდატებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს
საკუთარი მოაქალაქეობრივი ვალი მოიხადეს ადიგენი–ახალციხის მაჟორიტარობისა და ახალციხის მერობის კანდიდატებმა. მათ საარჩევნო უბნებზე ხმა დღის პირველ ნახევარში მისცეს.
მუგარეთის საარჩევნო უბნიდან პოლიციამ ამომრჩეველი ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანა
მუგარეთის საარჩევნო უბნიდან პოლიციამ ამომრჩეველი ნარკოლოგიურ განყოფილებაში შესამოწმებლად გადაიყვანა.
ვალეში საარჩევნო პროცესი მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა
ვალეს #10 უბანზე, კენჭისყრის პროცედურები მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ხმის გამაძლიერებლიდან, ქალაქური სიმღერები ისმოდა.
საინფორმაციო გამოშვება “ექო” 14:30 საათზე
“მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვება “ექო” 14:30 საათზე.
,,მოსახლეობის სწორი არჩევანის იმედი მაქვს” – ირაკლი ერეკლიშვილი
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი, არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებაშიც დარწმუნებულია.
,,იყო შეცდომები, რაც პირველი ტურის შედეგზე აისახა” – გიორგი კოპაძე
ჩემი ხმა საქართველოს მომავალს და გამარჯვებულ ძალას მივეცი – ეს განცხადება ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდატმა, ხმის მიცემის შემდეგ გააკეთა.



You must be logged in to post a comment.