4 ნოემბრის “ექოს” ანონსი
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თათბირზე განხილული თემები; 2. სარგებლობენ თუ არა ფერმერები ახალციხეში აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით? 3. 5 ნოემბერს საყოველთაო აღწერა იწყება;
თოქშოუ “დიალოგი”
23 ოქტომბერი 2014 წელი. გადაცემის თემა: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და ენერგოვალდებულება.
ახალციხეში 45 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები დააჯილდოვეს
საქართველოს ზოგადი განათლების პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა 40–დან 45 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგები დააჯილდოვეს. ღონისძიების ორგანიზატორებმა მათ სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცეს. დაჯილოვების ცერემონიას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ციფრული მაუწყებლობა და რეგიონული ტელეკომპანიების პრობლემები
2015 სიახლეების წელი იქნება ტელეკომპანიებისთვის, ამავე დროს განსაკუთრებით რთული – რეგიონული მაუწყებლებისათვის. კანონმდებლობის თანახმად, მედიასაშუალებები ვალდებულნი არიან, ანალოგური მაუწყებლობიდან, ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდნენ.
55 წლის მამაკაცს მაშველებთან ერთად თანასოფლელებიც ეძებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 55 წლის მამაკაცი დაიკარგა. ოჯახის წევრების თქმით, იგი სახლიდან სოკოს მოსაკრეფად გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დაკარგულს, ახალციხისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამაშველო სამსახურები უკვე მეოთხე დღეა … Continue reading
შიტოკაი კარატე დოს ახალციხელმა სპორტსმენებმა წარმატება მოიპოვეს
ახალციხელი შიტოკაი კარატე დოს სპორტსმენები საერთაშორისო ფესტივალიდან წარმატებით დაბრუნდნენ. ჩემპიონატი ,,open georgia” თბილისში სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ახალციხელი კარატისტები მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ. ფესტივალის შემდეგ მათი შესაძლებლობები ადგილზე საქართველოს კარატე … Continue reading
3 ნოემბრის “ექოს” ანონსი
1. სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს მეოთხე დღეა უშედეგოდ ეძებენ; 2. რეგიონული ტელეკომპანიები და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებული პრობლემები; 3. ახალციხელი კარატისტების წარმატებები.
სოფელ წნისში დაკარგულ მამაკაცს ეძებენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში 55 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიკარგა. ოჯახის წევრების თქმით, იგი სახლიდან გუშინ, 31 ოქტომბერს, სოკოს საკრეფად გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგულს, ახალციხის სამაშველო სამსახური უკვე 24 საათია … Continue reading
გამგეობის თანამშრომელთა ანაზღაურების საკითხს, საკრებულოს სხდომაზე, ხმაური მოჰყვა
ხმაური იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხის განხილვისას დეპუტატების ნაწილმა ერთი მათანის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა. სხდომაზე ხმაური თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის თემამ გამოიწვია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ … Continue reading
წარჩინებული სტუდენტები ახალციხის მერიაში სტაჟირებას გაივლიან
ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგით მერვე სხდომაზე დეპუტატებმა 8 საკითხი დაამტკიცეს. აქედან, ერთ მათგანს არ დაეთანხმა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრი ჯიმშერ გოგლაური. სხდომაზე განიხილეს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მერიაში … Continue reading
ახალციხის ოთხმა საბავშვო ბაღმა სურსათის სააგენტოსგან გაფრთხილება მიიღო
ქალაქ ახალციხეში არსებულმა ოთხმა საბავშვო ბაგა–ბაღმა კვების ბლოკის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიიღო. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და მათ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გარკვეული დრო მისცეს. რა … Continue reading
აქცია ,,მწვანე მომავალი” ახალციხეში
ახალციხეში, ხელოვნური ტყის განაშენიანებისთვის ივანე ახალციხელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია მომზადდა. ქალაქის მერიის ინიციატივით, 1 ჰექტარ მიწის ფართობზე ნერგების დასარგავად წინასწარ ორმოები გაიჭრა. აღნიშნულ ადგილზე 3 000 ძირი ფოთლოვანი ჯიშის: იფნის, … Continue reading



You must be logged in to post a comment.