საგრანტო კონკური საზღვრისპირა რეგიონებისთვის
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკური გამოცხადდა. სოციალური და ეკონომიკური მდომარეობის გაუმჯობესება, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გეგმა და ახალგაზრდების დაახლოების მიზნით განხორციელებული აქტივობა – მსგავს საკითხებთან … Continue reading
ადიგენი “ზარზმობის” დღესასწაულისთვის ემზადება
ადიგენის მუნიციპალიტეტში “ზარზმობის” დღესასწაულისთვის ემზადებიან. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წელს დღესასწაული გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნება. სოფელ ზარზმაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი, რომელში მონაწილეობას, ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური … Continue reading
მესხეთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება
მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისათვის ემზადება. “ძახილი” –ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რეჟისორობით იდგმება. დღეს მსახიობებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ლია სულუაშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ … Continue reading
“თავისუფალი დემოკრატების” წევრთა ნაწილმა სამცხე–ჯავახეთში კოალიცია დატოვა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა. ალიკა ცინაძე, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში „თავისუფალი დემოკრატების“ სახელით მოვიდა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება აღნიშნულის თაობაზე დღეს მიიღო. ცინაძის მსგავსად პარტიაში რჩებიან „თავისუფალი დემოკრატების“ … Continue reading
საქველმოქმედო ღონისძიება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის
ახალციხის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივითა და ქალაქის მერიის ორგანიზებით, ახალციხეში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საქმელმოქმედო ღონისძიება იმართება. ოთხი დღის განმავლობაში 10 ახალგაზრდა სასტუმრო „ფიესტაში“ დაისვენებს და კულტურულ–სპორტულ ღონისძიებებში ჩაერთვება. ისინი, … Continue reading
ირაკლი შიხიაშვილი ახალციხეში ვეტერანებს შეხვდა
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი სამცხე–ჯავახეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრა მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. ირაკლი შიხიაშვილმა ვეტერანებს სამომავლოდ განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო, შემდეგ კი მათი პრობლემები მოისმინა.
ენდელაძის საქმეში ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხუთი წლიანი თვისუფლების აღკვეთა , დასრულებული საქმე და განაჩენით უკმაყოფილო დაზარალებული მხარე. სოფელ ხევაშენში გარადაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე სასამართლო განაჩენი გამოტანილია. მოსმართლის გადაწყვეტილებით ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით შეეფარდა.
გედევან ფოფხაძემ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” დატოვა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი უმრავლესობაში რჩება. ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ფოფხაძე მიიჩნევს, რომ მისი ადგილი უმრავლესობაშია. რაც შეეხება ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” დატოვებას, გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით … Continue reading
სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ახალციხის სამხატვრო სკოლაში, მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების პირველ ნაწილში სოფელ გურკელის სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა თემაზე შექმნილი 100 ნახატი და ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინეს.
კულტურის მინისტრმა ნინოწმინდაში კინოკლუბი გახსნა
რეგიონებში კინოჩვენებების პროგრამა გრძელდება. საქართველოს კულტრისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი პროგრამის ფარგლებში ნინოწმინდას ესტუმრა და კინოჩვენებისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურით აღჭურვილი კინოკლუბი საზეიმოდ საზეიმოდ გახსნა.
2015 წელს სამცხე–ჯავახეთში სკოლების რეაბილტაცია დაიწყება
2015 წელს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველ ეტაპზე სამცხე–ჯავახეთის, მცხეთა–მთიანეთისა და შიდა ქართლის 30–მდე სკოლას მოიცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება. დაგეგმილია, დაახლოებით, 100 სკოლის … Continue reading
ირაკლი ბარძიმაძე: ,,მოწმე, მაკა სამსონიძე და მისი ჩვენება სანდო არ არის“
,,პროკურატურამ მაკა სამსონიძის მიმართ გაკეთებული განრიდება დამალა“ – ეს განცხადება დღეს ადვოკატმა ირაკლი ბარძიმაძემ ახალციხის მუნციპალიტეტის ყოფილი გამგებლის სასამართლო პროცესის დასრულებისას გააკეთა, მას შემდეგ, რაც პროკურორმა პეტრე მანველიშვილმა 7 აგვისტოთი … Continue reading



You must be logged in to post a comment.