ისტორიულ ძეგლებზე ინოვაციული საინფორმაციო დაფები განთავსდება
საქართველოში, კულტურულ მემკვიდრეობებსა და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციული საინფორმაციო დაფები განთავსდება. პროექტთან დაკავშირებით, რაბათის ისტორიულ კომპლექსში პრეზენტაცია გაიმართა. მას, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროტესტი რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიაზე თუ პარტიული ინტერესები?
„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბრის აქციისათვის ემზადება. პარტის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აქციაში, სადაც რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას გააპროტესტებენ, სამცხე–ჯავახეთიდან 1 500–მდე ადამიანი ჩაერთვება. ახალციხის მერი და ქართული ოცნების რაიონული თავმჯდომარე … Continue reading
ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, გიორგი ქასრაშვილისა და რევაზ მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საუბარია ასპინძის ქუჩაზე არსებული კოსპუსის გადახურვისას შესრულებულ სამუშაოებზე, რომლის დროსაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, გამგეობის ყოფილი … Continue reading
“ევრაზიის ფონდი” სამოქალაქო სექტორს თანამშრომლობას სთავაზობს
„ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა“ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც „დემოკრატ–მესხთა კავშირმა“ უმასპინძლა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფონდის წევრებმა მონაწილეებს სიახლეები და გეგმები გააცნეს. გარდა ამისა, … Continue reading
გამწვანების აქცია რეგიონის პირველი პირების მონაწილეობით
სოფელ სხვილისში გამწვანების აქცია მოეწყო. სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა 3 500 ნერგი დარგეს. პირველი პირების გარდა, აქციაში ჩერთვნენ თემის რწმუნებულები და ადგილობრივი მოსახლეობაც. აქცია „მწვანე მომავლის“ ფარგლებში … Continue reading
მგლების შესევის კიდევ ერთი ფაქტი ახალდაბაში
მგლების შესევის კიდევ 1 ფაქტი ახალდაბაში და ზარალი, რომლის ანაზღაურებასაც მოსახლეობა ითხოვს. გარეულმა ცხოველებმა 8 ღორი შეჭამეს, 5 კი დაგლიჯეს. ახალდაბელები შიშობენ, რომ საფრთხე მათ სიცოცხლესაც ექმნება. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას … Continue reading
14 ნოემბრის “ექოს” ანონსი
1. ახალციხეში 15 ნოემბრის აქციისთვის ემზადებიან; 2. წნისში დაკარგულ მამაკაცს ისევ ეძებენ; 3. მგლების შესევის კიდევ ერთი ფაქტი ახალდაბაში.
სამცხე–ჯავახეთში რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მსჯელობენ
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციში, რეგიონის განვითარების კუთხით სამუშაო შეხვედრები გაიმართა. საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში შექმნილმა ხუთმა სამუშაო ჯგუფმა, მომდევნო სამ წელიწადში განსახორციელებელი პროექტები ექსპერტებთან ერთად განიხილა.
ნუგზარ სამარჯიშვილი საკუთარ საქმის გასაჩივრების მიზნით ბრიუსელში მიემგზავრება
ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი საკუთარი საქმის გასაჩივრების მიზნით, ბრიუსელში მიემგზავრება. მისი თქმით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში კონფერენცია ჩატარდება, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ქვეყანაში ადვოკატთა უფლებები დაცული იქნას. სამარჯიშვილის თქმით, როგორი … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” დაიშალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოში ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები“ დაიშალა – ამის შესახებ სპეციალური განცხადება მედიასთან ფრაქციის ერთ–ერთმა წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გელა ნოზაძემ გააკეთა. მისი თქმით, ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადება … Continue reading
13 ნოემბრის “ექოს” ანონსი
რეგიონის საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციაში; ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია დაიშალა.
მედიისა და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები ცესკოს
საარჩევნო გარემო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები– ამ თემებზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებმა, ადგილობრივ არასამთავობო ორგაზნიაციებისა და მედიის წარმომადგენლებს, მათ მიერ … Continue reading



You must be logged in to post a comment.