”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელი მოცეკვავეები საერთაშორისო ჩამპიონატისთვის ემზადებიან

ახალციხელი მოცეკვავეების კიდევ ერთი წარმატება ქვეყნის მაშტაბით. 14 და 15 ნოემბერს დედაქალაქში გამართულ კონკურსში, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ათობით მოცეკვავე მონაწილეობდა,  ახალციხელმა სპორტსმენებმა   მოწინავე ადგილები დაიკავეს.   სტუდია „სიხარულის“ მოსწავლეები საერთაშორისო … Continue reading

18/11/2014

ახალციხის გამგეობა საჯარო მოხელეთათვის კონკურსს აცხადებს

2015 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში  გათვალისწინებული თანხები, საჯარო მოხელეთა კონკურსი და საწვავი შეშით სოფლების მომარაგება – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებიც დღეს ახალციხის გამგეობაში ყოველკვირეულ თათბირზე განიხილეს.

18/11/2014

ასოცირების დოკუმენტით გასათვალისწინებელი ვალდებულებები ტურიზმის განვითარების კუთხით

ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიური ტურისტული სეზონი დასრულდა.  რაბათის ისტორიული  კომპლექსის ადმინისტრაცია  მომავალი სეზონისთვის  ემზადება. ციხის ხელმძღვანელობა დამსვენებლებისათვის სრული კომფორტის შექმნასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საერთაშორისო სტანდარტების  გათვალისწინებით გეგმავს.  

18/11/2014

ახალციხის გამგებლის პირველ მოადგილედ გურამ მელიქიძე დაინიშნა

    ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ გურამ მელიქიძე დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა  მან ოფიციალურად 14 ნოემბერს დაიკავა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, ამ დრომდე გამგებლის მოადგილის სამივე პოსტი ვაკანტური იყო. გურამ მელიქიძის … Continue reading

18/11/2014

18 ნოემბრის “ექოს” ანონსი

1. ახალციხის მერიის 2015 წლის ბიუჯეტი – ადგილობრივების შეფასებები და რეკომენდაციები; 2. რწმუნებულების თათბირზე განხილული თემები ახალციხის გამგეობაში. 3. ასოცირების დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ტურიზმის განვითარების კუთხით.

18/11/2014

“კარუსელი” – მორიგი პრემიერა მესხეთის თეატრში

მესხეთის  თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა. “კარუსელი” – ასე ჰქვია კომედიური ჟანრის სპექტაკლს, რომელიც თანამედროვე ფრანგული კომედიების სიუჟეტების მიხედვით დაიდგა.

17/11/2014

70 წლის შემდეგ მაჰმადიანმა მესხებმა სამშობლო მოინახულეს

საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მესხების  შთამომავლებმა დღეს თავი სოფელ წნისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიყარეს. მათი თქმით, 70 წლის წინ აღნიშნული ადგილიდან წინაპრები აზიაში გადაასახლეს. დღეს კი ისინი საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ.

17/11/2014

ახალციხეში “მწვანე მომავლის” ფარგლებში 3 000 ნერგი დაირგო

ახალციხეში გამწვენების აქცია „მწვანე მომავალის“ მომავალი მოეწყო. აქციაში მონაწილება მერიის, ახალციხის ციხის ადმინისტრაციის, სატყეო დეპარტამენტის, სახანძრო სამსახურისა და პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარის“ წარმომანდგენლებმა მიიღეს. მათ ივანე ახალციხიელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 … Continue reading

17/11/2014

17 ნოემბრის “ექოს” ანონსი

1. ნიალაში 33 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს; 2. წნისში დაკარგულ მამაკაცს ისევ ეძებენ; 3. გამწვანების აქცია ახალციხეში.

17/11/2014

ნიალაში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა

ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნიალის მთებში 33 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. შემთხვევა 16 ნოემბერს ღამის საათებში მოხდა. “მეცხრე არხთან” დაზარალებულები ჰყვებიან, რომ საძოვრიდან დაბრუნებული საქონელი დააბინავეს. დილით საქონლის სადგომის კარები დამტვრეული, 33 სული … Continue reading

17/11/2014

ახალციხის მერიაში საატესტაციო გამოცდები დასრულდა

ახალციხის მერიაში  საატესტაციო გამოცდები დასრულდა. დღეს აპლიკანტებმა ელექტრონულად  ტესტირება  სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალაქის სხვადსხვა საჯარო სკოლებში გაიარეს. ისინი “მეცხრე არხთან”  ამბობენ, რომ კითხვები საშუალო სირთულის იყო. კითხვები ძირითადად საქართველოს … Continue reading

16/11/2014

ახალციხეში დასუფთავების აქცია გაიმართა

შაბათობა ახალციხეში. გამგეობის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, საფარის მონასტრისა და ურავლის ხეობის მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა.  გამგეობის თანამშრმლებმა აქცია თავდაპირველად საფარის მონასტრიდან დაიწყეს და ისტორიულ ძეგლამდე მისასვლელი გზა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. შემდეგ … Continue reading

15/11/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე