”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ირაკლი ღარიბაშვილი ვარძიის კომპლექსში მიმდინარე სამუშოებს დააკვირდა

ვარძიის არქიტექტურული კომპლექსის გადარჩენის პროგრამა ამოქმედდა. ამასთან დაკავშირებით, 20 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთში პრემიერ–მინისტრი იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

20/11/2014

ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო აღწერა დასრულდა

საყოველთაო აღწერა ქვეყნის მაშტაბით დასრულდა. იმის  გასაგებად, თუ რამდენად ამომწურავად შესრულდა აღწერის პროცესი, დღეიდან ყოველ მეათე ოჯახში შემოვლას ინსტრუქტიორები იწყებენ. როგორც  ახალციხეში საქსტატის კოორდინატორი,  განმარტავს აღწერებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა. საქართველოს … Continue reading

20/11/2014

სტუდენტებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მერს საარჩევნო დაპირებები შეახსენეს

ახალციხის მერიაში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის  პირველი განხილვა მოეწყო. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტები დაესწრნენ. მერიის წარმომადგენლებმა სტუმრებს მთავარი ფინანსური დოკუმენტი გააცნეს და მათგან შენიშვნები მოისმინეს.

20/11/2014

20 ნოემბრის “ექოს” ანონსი

1. ვარძიაში პრემიერ–მინისტრს ელოდებიან; 2. ახალციხის მერის შეხვედრა სტუდენტებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებთან; 3. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დასრულდა.

20/11/2014

სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6212 საბრძოლო ვაზნა, სხვადასხვა ტიპის 106 ხელყუმბარა, … Continue reading

20/11/2014

სამშენებლო კომპანია „მესხეთი ავტოგზა“ დაჯარიმდება?!

ახალციხეში საცხოვრებელი კორპუსების ეზოებისა და შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები სრულდება.  ქალაქის მერის განმარტებით თამარაშვილისა და ცხრა აპრილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. რეაბილიტაცია კვლავ მიმდინარეობს ვარძიის ჩიხსა და ასპინძის ქუჩაზე.

19/11/2014

ახალციხის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები

ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის  2015 წლის ბიუჯეტის პროექტი მომზადებულია. ფინანსური დოკუმენტის განხილვას საკრებულო რამდენიმე დღეში გეგმავს. მასში გათვალისწინებული პრიორიტეტებისა და საკითხების გაცნობა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, მათ საკუთარი შენიშვნების შეტანის თაობაზე … Continue reading

19/11/2014

ბორჯომის გამგეობა კონკურსს 96 პოზიციაზე აცხადებს

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა 96 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს. ვაკანსიები საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზე, სავარაუდოდ, დღეს აიტვირთება, რის შემდეგაც, განაცხადების ელექტრონულად შევსებისთვის დაინტერესებულ პირებს ათდღიანი ვადა ექნებათ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი … Continue reading

19/11/2014

19 ნოემბრის “ექოს” ანონსი

1. ახალციხის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს საკრებულო განიხილავს; 2. სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული საფრთხეები და მისი მოგვარების ერთობლივი გზები 3. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კონკურსი 96 პოზიციაზე გამოაცხადა.

19/11/2014

მიწისძვრა და შენობის ევაკუაცია ახალციხის მე–7 საჯარო სკოლაში

ახალციხის მე–7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და დაწესებულების თანამშრომლებმა მიწისძვრასთან დაკავშირებით როლური თამაში მოაწყეს. გაკვეთილების მიმდინარეობისას მათ მოულოდნელად საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადეს. საყვირის ხმაზე ყველა მათგანმა მიწისძვრისგან თავის დაცვისათვის აუცილებელ ქმედებებს მიმართა. … Continue reading

18/11/2014

ახალციხის მერიის 2015 წლის ბიუჯეტი – ადგილობრივების შეფასებები და რეკომენდაციები

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან,  2015 წლის ბიუჯეტის  პროექტი,  საკრებულოს გადაეგზავნა.  ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანო, მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვერსიის გადახედვასა და შენიშვნების შეტანას, უახლოეს დღეებში, საჯარო განხილვებით დაიწყებს. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, … Continue reading

18/11/2014

ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტი საჯარო ლექციაზე განიხილეს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე გაუძღვა.   თემაზე – „ევროკავშირი, ევროინტეგრაცია და ეთნიკური უმცირესობების როლი: საქართველოს პერსპექტივა“ – სტუდენტებთან დისკუსიაც … Continue reading

18/11/2014

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე