”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვაჟა ჩიტაშვილი გიორგი კოპაძეს მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს

“ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებული კანდიდატი “ქართული ოცნების” კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავს. ვაჟა ჩიტაშვილი, თითოეულ ამომრჩეველს მადლობას უხდის და საჭიროების შემთხვევაში, მათ მხარდაჭერას ისევ ჰპირდება. 

“დიალოგი” – შრომითი უფლებები საქართველოში

საქართველოში შრომით უფლებებს და ურთიერთობებს კონსტიტუცია და მთელი რიგი ნორმატიული აქტები არეგულირებს. რამდენად დაცულია მოქალაქის შრომითი უფლებები  და რა პრობლემებს აწყდება, როგორც დასაქმებული, ისე დამსაქმებელი საქართველოში – მსჯელობა “დიალოგში”.

დავით დარჩიაშვილი ახალციხე–ადიგენში არჩევნების წაგების მიზეზებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ახალციხე–ადიგენში არჩევნების მეორე ტურში დამარცხების მიზეზებს განმარტავს. დავით დარჩიაშვილის თქმით, “ნაციონალების” წაგება “ოცნების მხრიდან მოსახლეობის დაშინებამ გამოიწვია.

საინფორმაციო გამოშვება “ექო” 21:30 საათზე

“მეცხრე არხის” საინფორმაციო გამოშვება “ექო” 21:30 საათზე.

ცესკო: გიორგი კოპაძე – 69.83%, ვაჟა ჩიტაშვილი – 30.17%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ახალციხესა და ადიგენში გიორგი კოპაძემ ამომრჩეველთა ხმების  69.83% მიიღო, ხოლო ვაჟა ჩიტაშვილმა – 30.17%. 

N38–ე ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

N38–ე ადიგენის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ ყველა საარჩევნო უბანზე გაიმარჯვა. მან მეორე ტურში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაამარცხა. 

გიორგი კოპაძემ ახალციხის ოლქში 11 924 ხმით გაიმარჯვა

N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ გაიმარჯვა. “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გამარჯვება მხოლოდ ვალის ორ უბანზე მოიპოვა.

ვლადიმერ ზედგინიძე – მეორე ტურმა კარგი შედეგი იმიტომ მოგვცა, რომ ძალები გავაერთიანეთ

ახალციხის მერობის გამარჯვებულმა კანდადატმა მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ ამ შედეგის მიღებაში დარწმუნებული იყო. მისივე თქმით,   გამარჯვების მიზეზს მეორე ტურისთვის ძალების გაერთიანება წარმოადგენს. 

ახალციხის მერის არჩევნებში ვლადიმერ ზედგინიძემ ყველა უბანზე გაიმარჯვა

#37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა. 13–ვე უბნის შედეგების მიხედვით, ვლადიმერ ზედგინიძემ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი დაამრცხა. 

მეორე ტურში გამარჯვებას ქართული ოცნება ფეიერვერკით აღნიშნავს

მეორე ტურში გამარჯვებას ქართული ოცნება ფეიერვერკით აღნიშნავს. გიორგი კოპაძე წარმატების მთავარ მიზეზად ძალების გაერთიანებას მიიჩნევს. შამპანიური, მილოცვები და სიგნალები – ქართული ოცნება მეორე ტურში გამარჯვებას ზეიმობს.

17უბნის მონაცემებით გიორგი კოპაძე იმარჯვებს

N 37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში 17 უბნის მონაცემები შევიდა. 17–დან 16 უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ლიდერობს.

ირაკლი კობახიძე “ნაციონალების” ლიდერებს პროვოკაციული ქმედებებისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს

„ქართული იცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძემ ახალციხე– ადიგენის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან პროვოკაციული ქმედებებისკენ მოწოდების ფაქტებზე ისაუბრა. განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალების ლიდერი გიორგი გაბაშვილი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე