გუბერნატორებმა პრემიერს ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე რეგიონულ პროექტებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაური დაინტერესდა, თუ რამდენად არიან მზად რეგიონები ზამთრის სეზონისთვის. გუბერნატორებმა პრემიერ–მინისტრს … Continue reading
8 დეკემბრის “ექოს” ანონსი
1. სოფელ წარბასთუმნის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს; 2. ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს; 3. ბორჯომში ხანძარს 60 წლის ქალბატონი ემსხვერპლა.
ბორჯომში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
ბორჯომში ხანძარს 60 წლის ქალბატონი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს. ცეცხლი ლიკანში მესხეთის ქუჩაზე ერთ საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ სახლში ქალის დამწვარი … Continue reading
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეები გასაუბრებას გადიან
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა გასაუბრება მიმდინარეობს. საკონკურსო კომიისიის კითხვებს ის კონკურსანტები პასუხობენ, რომელთაც კონკურსის მეორე ეტაპი – ტესტირება წარმატებით გაიარეს. კომისიის თავმჯდომარე ახალციხის მერი გიორგი კოპაძეა. ახალციხის მერიაში 48 … Continue reading
“აუტისტი ბავშვი” – წიგნის პრეზენტაცია ახალციხეში
„აუტისტი ბავშვი“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სახელმძღვანელო ფრანგულიდან ითარგმნა და იგი იმ პედაგოგებსა და აღმზრდელებს დაეხმარება, რომლებიც ინკლუზიურ განათლებაში არიან ჩართულნი. გარდა ამისა … Continue reading
გურიის გუბერნატორის შემდეგ, აკაკი მაჭუტაძის გათავისუფლებაზეც საუბრობენ
გურიის გუბერნატორის შემდეგ თანამდებობებს სხვა რეგიონების გუბერნატორებიც დატოვებენ ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო “პირველი რადიო” იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, პოსტებს დატოვებენ სამცხე–ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს და ქვემო ქართლის გუბერნატორები. სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში … Continue reading
თენგიზ ზედგინიძე: „სანდროშვილი ერთპიროვნული მმართველი იყო”
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სამი მოწმე, ინფრასტრუქტურისა და იურიდიული სამსახურების ყოფილი უფროსები და შესყიდვების სამსახურის უფროსი დაიკითხნენ. მოწმეებმა ასპინძის ქუჩის … Continue reading
ლარის კურსის ვარდნა და უკმაყოფილო მოსახლეობა
ბოლო პერიოდის მონაცემებით დოლარის კურსი ყოველდღიურად, მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნულის გამო სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში პროდუქცია ძვირდება. მოსახლეობა ლარის ინფლაციის გამო შეშფოთებულია. ბოლო პერიოდის მონაცემებით დოლარის კურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს კი … Continue reading
ახალციხეში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურმა ჭადრაკში ტურნირი გამართა. მასში მონაწილეობა თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიღეს. 19 მონაწილე ერთმანეთს, საუკეთესო შედეგის ასაღებად დაუპირისპირდა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართა. გამარჯვებულები ინდივიდუალურად გამოვლინდნენ. პირველ, … Continue reading
5 დეკემბრის “ექოს” ანონსი
1. ლარის კურსის ცვლილება და პროცესით გამოწვეული უკმაყოფილება ახალციხეში; 2. ახალციხის გამგეობის ყოფილ თანამშრომელთა სასამართლო პროცესი.
ბესიკ ბლიაძე განაჩენს მაღალ ინსტანციებში გაასაჩივრებს
3 ათასი ლარი ჯარიმა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ძმის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის ყადაღის მოხსნა– 10 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბესიკ ბლიაძე დამნაშავედ ცნო. რის საფუძველზე … Continue reading
ნოემბრის თვეში ახალციხეში ძაღლებმა 32 ადამიანი დაკბინეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბოლო თვის მონაცემებით, 32 ადამიანი ძაღლმა დაკბინა. მათ შორის ათი მოხეტიალე, ხოლო დანარჩენი 22 ოჯახის ცხოველის მიერაა დაკბენილი. მედიკოსები ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემები საკმაოდ საგანგაშოა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ … Continue reading



You must be logged in to post a comment.