მოხეს ნაგებობის საკითხის განმხილველ კომისიაში კიდევ ერთ მუსლიმი შევა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს სადავო ნაგებობის საკითხის განმხილველი კომისიის წევრი შესაძლოა სახალხო დამცველიც გახდეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, დღეს, სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი … Continue reading
სამხატვრო სკოლამ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ახალციხის სამხატვრო სკოლაში დღეს მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პედაგოგებმა და ბავშვებმა სემესტრული ანგარიში წარადგინეს და საკუთარი ნახატები საზოგადოებასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უჩვენეს.
თემის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება–ახალციხის მომავლისათვის” შეიქმნა
ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოში დღეს რიგით მე–13 სხდომა გაიმართა. მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრაზე, წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელმა დეპუტატებთან ერთად დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილა და კენჭი უყარა.
ახალციხის გამგეობაში კონკურსის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადსხვა პოზიციის დასაკავებლად კონკურსანტებთან გასაუბრება მიმდინარეობს. როგორც ჟურნალისტებთან საკონკურსო კომისიის წევრი განმარტავს, კონკურსის მესამე ეტაპი 30 დეკემბერს დასრულდება, რის შემდეგაც შემაჯამებელი ოქმი გაფორმდება და კონკურსის წესით გასული … Continue reading
ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო პროცესი გრძელდება
გამგეობის ყოფილი თანამშრომლების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ის ორი მუშა დაიკითხა, რომლებიც ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის სახურავზე სამუშაოებს ხეზე ასრულებდნენ. ჩვენება მძღოლმაც მისცა. მან ობიექტზე … Continue reading
“აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საზოგადოებრივი განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობა“ – პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
„აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საზოგადოებრივი განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობა“ – პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში. შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების … Continue reading
26 დეკემბრის “ექოს” ანონსი
1. ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა კონკურსის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს; 2. გამეობის ყოფილ თანამშრომელთა სასამართლო პროცესი გრძელდება.
ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად ახალციხელი ახალგაზრდები გაერთიანდნენ
ახალგაზრდის, სიცოცხლის გადარჩენისათვის გამართული აქცია, ცარიელი დარბაზი და გაყიდული ბილეთებით შესული მიზერული თანხა–ასეთი შედეგით დასრულდა ახალციხეში ნიკა ნატროშვილის დასახმარებლად გამართული საქველმოქმედო კონცერტი. ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, შედგა რომელიც … Continue reading
ჭელასა და მოხის შემდეგ მუსლიმები ფლატეს შენობაზე დაობენ
ჭელასა და მოხეს შემდეგ საზოგადოების ყურადღებას ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ფლატე იქცევს. მეჩეთის ნგრევასთან დაკავშირებით, სადაც გამოძიება ადიგენის რაიონულ საამართველოში მიმდინარეობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი და მისი თანაშემწე დაიკითხნენ. საჩივრის მიხედვით, რომელიც „ადამიანის … Continue reading
შალვა გიორგაძე – ახალციხელი ახალგაზრდა გამომგონებელი
ახალციხელმა ახალგაზრდა გამომგონებელმა ვერტმფრენის უსაფრთხოების სისტემის მოდელი შექმნა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე შაკო გიორგაძემ მეორე ადგილი დაიკავა.
მამა ტომაში:”გავხსნათ გულები და უფალი ჩვენში შემოვუშვათ”
კათოლიკურმა სამყარომ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. საქართვლოს ყველა მოქმედ კათოლიკურ ტაძარში საზეიმო ლიტურგია შესრულდა. რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ეკლესიაში, ლოცვა ღამის 12 საათზე დაიწყო. უფლის დაბადებას მრევლი ღამისთევით შეხვდა. … Continue reading
აგრო ბარათებთან დაკავშირებით, ახალციხის მერიაში სიებს ადგენენ
აგრო ბარათბის გაცემასთან დაკავშირებით, ახალციხის მერიაში სპეციალური სია კეთდება. მათ, ვისაც ქალაქის ტერიტორიაზე სახნავ–სათესი მიწის ფართობი გააჩნია, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის მერიას უნდა მიაკითხოს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის ისინი … Continue reading



You must be logged in to post a comment.