,,საუნივერსიტეტო ქრონიკები” გილოცავთ ახალ 2015 წელს
მთელი წლის განმავლობაში გადაცემა „საუნივერსიტეტო ქრონიკები“ ერთგულ მაყურებელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს სთავაზობდა. გადაცემაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც.
,,მე–9 არხის“ სატელევიზიო მასალებს შედეგი მოჰყვა
2014 წლის განმავლობაში ტელეკომპანია ,,მე–9 არხის“ საინფომაციო სამსახურის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს არაერთია გამოხმაურება მოჰყვა. გარკვეულმა სატელევიზიო მასალებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო. ადამიანები, რომლეთა მდოგმარეობაც მედიის დახმარებით უკეთესობისკენ შეიცვალა და პრობლემები, რომლეთა … Continue reading
როგორ აფასებენ 2014 წელს ტელეკომპანია “მე–9 არხში”?
როგორი იყო 2014 წელი მეცხრე არხისთვის, რას ასახელებს ყველაზე დიდ მიღწევად ტელეკომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი, როგორ აფასებენ ისინი გასულ წელს და რა იმედებით ხვდებიან ახალ, 2015 წელს?
ადიგენელი მინდია შაინიძე ,,იმედის გმირი” გახდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა ზანავის მკვიდრი მინდია შაინიძე 2014 წლის ,,იმედის გმირი” გახდა. 20 წლის მოჭიდავეს ეს ტიტული, გადაცემაში შემოსული ზარების ხმათა უმრავლესობით ერგო. 38000–მდე ზარიდან მინდიამ 12 670 ხმა … Continue reading
როგორი ფასებია წინასაახალწლოდ სამომხმარებლო პროდუქტზე?
ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა. სახალწლო განწყობა მთელს ქალაქში იგრძნობა. განსაკუთრებული ციებ–ცხელება კი ახალციხის ბაზარშია. ერთი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცი 13 ლარი, ქათამი 13 ლარიდან ზევით, გოჭი ერთი კილოგრამი … Continue reading
მერიის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხის მერიის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას კენჭი საკრებულოს 13–მა დეპუტატმა უყარა. დამტკიცების მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლებს ბიუჯეტთან დაკავშირებით ისევ პრეტენზიები აქვთ, გარდა ამისა დღეს დეპუტატებმა, საკრებულოს ორი კომისიის ახალი … Continue reading
ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებითი საღამო ახალციხეში
ახალგაზრდა პოეტებმა საკუთარი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინეს. საღამო ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შედგა. 10–მდე ახალგაზრდამ ლექსები წაიკითხა და ადგილობრივ სახალხო მთქმელს ვასილ კვინცხაძეს მოუსმინა.
29 ოქტომბრის “ექოს” ანონსი
1. ახალციხის მერიის 2015 წლის ბიუჯეტი მტკიცდება; 2. საახალწლო ფასები ახალციხის ბაზარში.



You must be logged in to post a comment.