ხვნის ბარათების დარიგება ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ მოესწრო
ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება მიმდინარეობს. გასული წლებისგან განსხვავებით, „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფერმერები დახმარებას შეცვლილი ფორმით იღებენ. ბენეფიციარები, რომლებსაც 0.25 დან 1.25 ჰექტარის … Continue reading
მოსწავლეთა შორის გამართულ ვიქტორინაში ანა გვირჯიშვილმა გაიმარჯვა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის ცოდნაში შეეჯიბრნენ. ვიქტორინაში სახელწოდებით „ ჩემი მხარის ისტორია“, მონაწილეობა 18-მა ახალგაზრდამ მიიღო. თითოეულმა მათგანმა 30 კითხვას წერილობითი პასუხი გასცა. მოსაფიქრებლად მათ ნახევარი … Continue reading
ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები გზის პროექტის შეცვლას მოითხოვენ
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლებმა, დასახლებაში დასაგები გზის სიგანე გააპროტესტეს. ადგილობრივებმა ადგილზე მისულ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სამშენებლო პროექტი არასწორად არის დაგეგმილი და გზა ვიწროა, სამაგიეროდ განიერია ბორდიური, ამიტომ ისინი მერიასაგან სამშენებლო … Continue reading
ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტური სამცხე-ჯავახეთში 6, 7 და 8 მარტს გაივლის
მსოფლიო ველომოგზაურის – ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველოტურის “საქართველო მშვიდობისათვის” მე-3 ეტაპი დაიწყო, რომელმაც სტარტი დღეს თბილისში აიღო. ველოტური საქართველოს 50-ზე მეტ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს, ჯამში 2200 კილომეტრს მოიცავს და იგი 25 მარტის ისევ თბილისში … Continue reading
ბოლაჯურის ბაღის გათავისუფლებული მენეჯერი სასამართლოში ჩივილს აპირებს
ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერი ლალი მაისურაძე დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლება პოლიტიკური მოტივით მოხდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად გამართულ შეკრებაზე თბილისში იმყოფებოდა. სწორედ ამის გამო ფიქრობს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ … Continue reading
დავით კუბლაშვილი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იმკურნალებს
ყარათუბანში სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულსა და ადიგენის საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. სასამართლო სხდომებზე მისი დასწრება და საგამოძიებო პროცესებში მონაწილეობა შეუძლებელია-ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის დასკვაში წერია, … Continue reading
სახურავების საქმეზე ინჟინერ–ექსპერტი დაიკითხა
ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ინჟინერ–ექსპერტი დაიკითხა. ოქროპირ ჩხიკვაძემ სასამართლოს 2014 წლის 14 მარტს სახურავზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. ექსპერტის განმარტებით, აზომვითი სამუშაოები … Continue reading
სამოქალაქო კლუბის წევრები მინდია შაინიძეს შეხვდნენ
სამოქალაქო კლუბის წევრები 2014 წლის “იმედის გმირს” მინდია შაინიძეს შეხვდნენ. ახალგაზრდებმა სპორტსმენის შესახებ მომზადებული დოკუმენტური ფილმი და სიუჟეტი ნახეს. ასევე, ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესზე. გარდა ამისა, სპორტსმენმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი … Continue reading
28 თებერვალს სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ
28 თებერვალს ახალციხეში სამცხე–ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მასში მონაწილეობას ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი 8 იურიდიული სუბიექტი მიიღებს. კანდიდატთა რეგისტრაცია რეგიონის ფეხბურთის ფედერაციამ 21 იანვარს გამოაცხადა. მსურველებს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა … Continue reading
დავით კუბლაშვილი ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო
დავით კუბლაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინეს, რომლის თანახმადაც იგი შეურაცხადია. ექსპერტიზა ადასტურებს, რომ მკვლელობის მომენტში კუბლაშვილი აცნობიერებდა რას აკეთებდა. დაკავების შემდეგ კი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა. ადვოკატების თქმით, დავით კუბლაშვილი წაყენებულ ბრალს აღიარებს. ექსპერტიზის … Continue reading
სასამართლო სხდომა ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში დავით კუბლაშვილის პროცესი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს. მარიკა ჩიტაშვილის განმარტებით, კუბლაშვილის მოთხოვნით, სხდომა მის გარეშე გაიმართება. პროცესს ესწრებიან ყარათუბანში გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრები და თანასოფლელები. ბრალდებულის ინტერესებს, კვლავ, … Continue reading
დავით კუბლაშვილის პროცესზე ისევ ხალხმრავლობაა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბნელი სამი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებულის დავით კუბლაშვილის სასამართლო პროცესზე, ახალციხის რაიონულ სასამართლოში ისევ ხალხმრავლობაა. სხდომაზე დასასწრებად, გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრებთან ერთად ყარათუბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ შეიკრიბა. … Continue reading



You must be logged in to post a comment.