ადიგენის საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად ჟურნალისტებს ნახევარსაათიანი ლოდინი მოუხდათ. როგორც “მეცხრე არხის” კორესპონდენტი თაკო ფეიქრიშვილი ამბობს, სხდომაზე დასწრებისა და გადაღების უფლება არ მისცეს. დაცვის წევრებმა გადამღებ ჯგუფს განუცხადეს, რომ ბრძანება ჰქონდათ, … Continue reading
ახალციხის მაღაზიებში პელმენსა და ხინკალში მავნე მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს
ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებულ პელმენსა და ხინკალში მავნე მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს. მათ პროდუქტი 2015 წლის 19 თებერვალს შემდეგ მაღაზიებში შეიძინეს: 1. საბარგო სადგურზე, მაღაზიაში შპს „დიაკონაშვილი“ შპს „გიოს“ მიერ წარმოებული … Continue reading
ახალციხეში პროდუქტი გაძვირდა
ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ საკვები პროდუქტების ფასებზე გავლენა მოახდინა. ახალციხის სავაჭრო ცენტრში ამბობენ, რომ ძირითადად, იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. მათივე თქმით, ფასებმა დაიკლო ადგილობრივ პროდუქტზე, რადგან ბანკის სესხების გასასტუმრებლად, ფერმერები იძულებულნი … Continue reading
ადიგენის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარეს გადაყენების საკითხს განიხილავენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ლობჟანიძის გადაყენების საკითხს განიხილავენ. წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით 15–მა დეპუტატმა მიმართა. ყველა მათგანი “ქართული ოცნების” წარმომადგენელია. “მეცხე არხის” ინფორმაციით, ლევან ლობჯანიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ … Continue reading
ბორჯომში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს
გარემოს დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო და ხე-ტყე აღმოაჩინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველადი გადამუშავების სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის სამასალე მერქანი … Continue reading
მესხეთის თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა
მესხეთის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი პრემიერით გახსნა. ადგილობრივებმა დღეს „სამი გოჭის ამბავი“ იხილეს. სპექტაკლი, რომელიც ერთ მოქმედებიანი იყო 19:00 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გარძელდა.
როგორ აღნიშნეს დედის დღე ახალციხეში?
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფიციალურად დასვენების დღედ არის გამოცხადებული. 3 მარტთან დაკავშირებით, ახალციხელები ცდილობენ დედებსა და ქალბატონებს სიმბოლურად ყავილები მიართვან. დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობისგან … Continue reading
3 მარტის “ექოს” ანონსი
1. გაზრდილი ფასები პროდუქტებზე და უკმაყოფილო ადგილობრივები; 2. 3 მარტი – დედის დღე ახალციხეში.
ახალციხის ციხის უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი პოზიციას დაუბრუნდა
ახალციხის ციხიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომელი, ეკატერინე დგებუაძე თავის პოზიციას დაუბრუნდა. იგი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას დღეიდან, ოფიციალურად შეუდგა. ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემრულებლის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაწესებულების ადმინისტრაციამ სისრულეში მოიყვანა, ხოლო … Continue reading
ახალციხეში პროექტის ,,სახელმწიფო სამი ნულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა
ახალციხეში პროექტის ,,სახელმწიფო სამი ნულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. მასში ჩართულმა ახალგაზრდებმა ქალაქში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ საკუთარი მიდგომა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს. გარდა ამისა, მათ ერთმანეთს მხატვრული ნომრებიც … Continue reading
ახალგაზრდებმა მერიას ქალაქის დასუფთავების აქციაში ჩართვა სთხოვეს
“World Vision“-ის სასკოლო კლუბმა ახალციხის მერიაში პროექტის პრეზენტაცია გამართა. მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას დასუფთავების აქციაში თანამონაწილეობა შესთავაზეს და პროექტის განხორციელებაში დახმარება სთხოვეს. “World Vision“–ის სამხარეო განვითარების პროგრამის მენეჯერის … Continue reading
სასამართლომ შალვა გოგოლაძის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობაზე უნდა აღდგეს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე, მოსამართლემ საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის განკარგულება, გოგოლაძის გადაყენებასთან დაკავშირებით, ბათილად ცნო. სარეზოლუციო ნაწილის … Continue reading



You must be logged in to post a comment.