5 მარტის “ექოს” ანონსი
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მის გადაყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივ ბრძოლას აპირებს; ბოლაჯურის ბაღის ყოფილმა მენეჯერმა ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა; დაცულია თუ არა მოსახლეობა ნახევარფაბრიკატების შეძენისას?
რატომ არ უშვებდნენ ჟურნალისტებს ადიგენის საკრებულოს სხდომაზე?
4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა იმპიჩმენტის წესით საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს. სხდომის გადასაღებად, ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისული სატელევიზიო ჯგუფი დაცვის პოლიციამ სხდომათა დარბაზში არ შეუშვა. იმ … Continue reading
ავთანდილ კაჭკაჭაშვილი: ,,გასაკვირია, ლევან ლობჯანიძე ასეთ ინტრიგნულ განცხადებებს რატომ აკეთებს”
იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე და ხმაური ადიგენის მუნიციპალიტეტში–,,ქართული ოცნების“ დეპუტატების მოთხოვნით, ამავე პარტიის წევრმა ლევან ლობჯანიძემ თანამდებობა დატოვა. დაახლოებით ერთ საათში კი საკრებულომ ახალი ხელმძღვანელი, იმედა მღებრიშვილი აირჩია. რა … Continue reading
ცირა მესხიშვილი: “ახალციხის ციხის დირექტორი ახალციხელებმა უნდა აირჩიონ”
ახალციხის ციხეში აქტიური ტურისტული სეზონი იწყება, ციხის დირექტორის პოსტი კი ისევ ვაკანტურია. თუმცა დანიშნულია ისტორიული კომპლექსის დირექტორის მოადგილე. ახალციხის ციხის დირექტორის პოზიცია ისევ ვაკანტურია. ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სასურველი … Continue reading
ახალციხეში შშმ პირების უფლებებს 25 ადამიანი დაიცავს
ახალციხეში 25–მდე ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებს დაიცავს. სტუდენტები და სხვადასხვა ორგანიზაციაში მომუშავე ადგილობრივები, ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას შეისწავლიან, რის შემდეგაც ისინი ადგილობრივი ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შშმ პირთათვის შესამისი … Continue reading
სამი ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო განხილვა გადაიდო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი ახალგაზრდას მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო განხილვა გადაიდო. ერთი საათით დაგვიანებულ სხდომაზე, ბრალდებულის სამი ადვოკატიდან მხოლოდ ერთი მათგანი გამოცხადდა. მაგული გოგლიძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა ბრალდების მიერ წარდგენილი ოთხი … Continue reading
ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის პროცესი გაიმართა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში ბრალდებულის გიორგი კაპანაძის პროცესი გაიმართა, სადაც ერთი მოწმე დაიკითხა. როგორც დაცვის მხარე აცხადებს, მოწმე ადიგენის პოლიციის თანამშრომელია, რომელიც სატელეფონო მოსმენებზე მუშაობს და გიორგი კაპანაძის … Continue reading
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარედ იმედა მღებრიშვილი აირჩიეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი აირჩიეს. ფარული კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია 16–მა დეპუტატმა გაიარა. მღებრიშვილის კანდიდატურას მხარი 16–ვე მათგანმა დაუჭირა. … Continue reading
ლევან ლობჟანიძე მის გადაყენებას გუბერნატორის მოადგილეს უკავშირებს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარე თანამდებობიდან მის გადაყენებას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს უკავშირებს. ლევან ლობჯანიძე ირწმუნება, რომ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ახლობლობლობა დასწამა და მოთხოვა თანამდებობიდან გადამდგარიყო. გარდა ამისა, … Continue reading
“ქართული ოცნების” დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას დღესვე მოითხოვენ
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შემდეგ, წარმომადგენლობით ორგანოში სხდომა გრძელდება, რომელსაც მოადგილე თამაზ ძაძამია უძღვება. სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა თავმჯდომარის არჩევა დღესვე მოითხოვს. აირჩევენ თუ არა საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს, დეპუტატებმა აღნიშნულს კენჭი უკვე … Continue reading
4 მარტის “ექოს” ანონსი
1. ადიგენში სამი ახალგაზრდის მკვილელობაში ბრალდებულის საქმე არსებით განხილვაზე გადავიდა; 2. ახალციხის ციხე დირექტორის გარეშე და განახევრებული დაფინანსება.
ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდოამრე დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21–მა დეპუტატმა მიიღო, მათგან ლევან ლობჯანიძის გადაყენებას მხარი 17–მა დეპუტატმა დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ წარმომადგენლობით ორგანოს თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნით 15–მა დეპუტატმა … Continue reading



You must be logged in to post a comment.