წითელი პარასკევი კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო მართლამდიდებლურ ტაძრებში
წითელი პარასკევი ორ ქრისტიანულ კონფესიაში– დღეს კათოლიკეებმა და სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლმა ვნების პარასკევი გაიხსენეს. ეს დღე მორწმუნეებისათვის მაცხოვრის, იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრასა და სიკვდილს უკავშირდება. თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის … Continue reading
დაპირების მიუხედავად მტკვრის დონემ არ მოიმატა
მდინარე მტკვრის დონეს არ მოუმატია, მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა. ამასთან დაკავშირებით, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები მტკვრის სანაპიროზე პატრულირებდნენ და მოსახლეობას … Continue reading
სააპელაციო სასამართლომ ბესიკ ბლიაძე გაამართლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი უდანაშაულოდ ცნო და ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააუქმა. სასამართლო სხდომა დედაქალაქში მიმდინარე წლის 3 აპრილს გაიმართა.
ბორჯომის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა გადაიდო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა გადაიდო. აღნიშნულის შესახებ შუამდგომლობა პროცესზე დაზარალებულმა მხარემ დააყენა. ნატა კოპაძის თქმით, მისმა ადვოკატმა პროცესზე გამოცხადება ვერ მოახერხა. დღესვე ცნობილი გახდა, … Continue reading
ახალციხის მერის მოადგილემ გვარამაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ამ დროისათვის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ადგილობრივი სამშენებლო კომპანია „მესხეთი ავტო გზა“ … Continue reading
ლევან ლობჯანიძემ ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარმომადგენლობითი ორგანოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ლევან ლობჯანიძეს მიაჩნია, რომ თანამდებობიდან მისი გადაყენება უსაფუძვლოა და კენჭისყრის პროცედურა დარღვევით ჩატარდა. მისივე თქმით, საკრებულომ ყველა … Continue reading
მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონატებისთვის ახალციხეში ვარჯიშობს
საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ნაკრები ახალციხეშია. 16 ახალგაზრდა ორი მნიშნელოვანი ჩემპიონატისთვის მიხეილ იაძის სახელობის მესხეთის სტადიონზე ვარჯიშობს. ერვნულ ნაკრებში ირიცხება 7 ახალციხელი მძლეოსანიც. თბილისის ოლიმპიური ფესტივალისა და ბაქოს პირველი ოლიმპიური თამაშებისთვის … Continue reading
მდინარე მტკვრის დონე მოიმატებს
მდინარე მტკვარის დონე დღეიდან მოიმატებს. შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხარემ წყალი უკვე გამოუშვა. თუმცა, ამ დროისათვის მტკვრის დონე ასპინძის მუნიციპალიტეტში მომატებული არ არის. აღიშნულის შესახებ მოსახლეობას … Continue reading
ახალციხის ციხე ლურჯად განათდა
აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებთ ახალციხის ციხე ლურჯად განათდა. აღნიშნული ინიციატივა საერთაშორისო ორგანიზაცია „World Vision“–ის ორგანიზებით, უკვე მეორე წელია ხორციელდება. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განმარტებით, World Vision საქართველო აცნობიერებს აუტიზმის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის … Continue reading
კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დიდი ხუთშაბათი აღნიშნეს
დიდი ხუთშაბათი – დღე, როდესაც იესო ქრისტემ თავის 12 მოწაფესთან საიდუმლო სერობა გამართა, დღეს კათოლიკურმა სამყარომ და სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ აღნიშნა. ახალციხეში მოქმედ ტაძრებში მრევლი საღვთისმეტყველო ლიტურგიებს დაესწრო და ქრისტეს … Continue reading
აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მერი “მწვანე სახლის” ფილიალს ესტუმრა
აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქის მერი „მწვანე სახლის“ ახალციხის ფილიალს ესტუმრა და აღსაზრდელები მოინახულა. გიორგი კოპაძე დაწესებულების თანამშრომლებს გაესაუბრა და ორგანიზაციას საჩუქრები გადასცა. ქალაქის მერის თქმით, აუტიზმის საერთაშორისო დღეს ისინი … Continue reading
არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვეს
არლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო ასოციაცია ,,ბალავარის ” მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის პროექტში LE-MATH ” ვუერთდებით ევროპას” საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. 5 მოსწავლით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელსაც მათემატიკის პედაგოგი, ცირა ვარდიძე ხელმძღვანელობდა, ქალაქ ათენში, სპექტაკლი სახელწოდებით, … Continue reading



You must be logged in to post a comment.