”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მდინარე მტკვრის დონემ მოიმატა

მდინარე მტკვრის დონემ  მოიმატა.  შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის   ინფორმაციით, თურქეთის მხარემ წყალი უკვე  გამოუშვა.   ტერიტორიაზე გაუთვალისწინებელი სიტუაციების  თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებული იყო სამცხე–ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს … Continue reading

06/04/2015

რას ამბობენ შალვა აბულაძის შესახებ მეზობლები და მეგობრები

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელების დაჭრასა და მკვლელობაში ბრალდებულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს. ძალოვანი სტრუქტურა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოიდებს, რადგან შალვა აბულაძე შეიარაღებულია. ისევე როგორც რეგიონებში, ქვეყნის დედაქალაქში აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. … Continue reading

06/04/2015

ადიგენის საჯარო სამსახურში კონკურსის შედეგად 20 ადამიანი დასაქმდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 20–მა  ახალმა  თანამშრომელმა,  რომელთაც საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს, საქმიანობას შეუდგნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელმა კანონმდებლობის თანახმად, მათ დანიშვნას ხელი ერთი კვირის ვადაში  მოაწერა და რამდენიმე მათგანი, თვითმართველობის  … Continue reading

06/04/2015

ახალციხეში ქართული ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა

ახალციხეში ქართული ჭიდაობის ეროვნული ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა. ქვეყნის ყველა რეგიონიდან  სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობისთვის 90–მა მონაწილემ  იბრძოლა. ტურნირი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში  4 და 5 აპრილს გაიმართა.

06/04/2015

შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად ბორჯომში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს

 პოლიციელის მკლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად ბორჯომში ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ქალაქის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს, მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაც. 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, შსს-ს … Continue reading

06/04/2015

6 აპრილის “ექოს” ანონსი

შალვა აბულაძე შეიარაღებულია – შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს; ახალციხეში ქართული ჭიდაობის ეროვნული ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

06/04/2015

მართლმადიდებელმა მრევლმა იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა აღნიშნა

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 5 აპრილს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა, ბზობის დღესასწაული აღნიშნა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. მორწმუნეები  ბზობას დიდმარხვის მეექვსე კვირას აღნიშნავენ. … Continue reading

05/04/2015

კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი უფლის აღდგომას ზეიმობს

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! – დღეიდან მაცხოვრის ამაღლებამდე  კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლი ასე ესალმება და ერთმანეთს უფლის აღდგომას აუწყებს. ვნების კვირის შემდეგ მორწმუნეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.

05/04/2015

შალვა აბულაძე შეიარაღებულია– შსს მოსახლეობას აფრთხილებს

შსს შალვა აბულაძის ფოტოს აქვეყნებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რადგან იგი შეიარაღებულია. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელეად გთავაზობთ: “შინაგან საქმეთა სამინისტრო  აქვეყნებს შალვა აბულაძის ფოტოს და აფრთხილებს საზოგადოებას გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან … Continue reading

05/04/2015

ბორჯომში მცხოვრებმა შალვა აბულაძემ კიდევ ერთი პოლიციელის სიცოცხლე იმსხვერპლა

“ამოღებულია ნივთმტკიცებულებები, ჩატარდა მასრების ექსპერტიზა და ჩვენ შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც იძებნებოდა ბორჯომში ჩადენილი ანალოგიური დანაშაულისთვის. ამოღებული მასრები ადასტურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა, ჩვენ ვიცით … Continue reading

05/04/2015

ახალციხეში ფსიქო–ფიზიკური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

ახალციხეში ფსიქო– ფიზიკური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა, რომელიც რეგიონის მაცხოვრებლებს მოემსახურება.  ცენტრის  ფუნქცია და პირობები მოწვეულ საზოგადოებას  ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგმა, ფიზიოთერაპევტმა და რეაბილიტოლოგმა ლიანა მერაბიშვილმა გააცნო. მენეჯერის ასისტენტის  განმარტებით, მათ … Continue reading

05/04/2015

ბორჯომში მამაკაცი დაჭრეს

ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 3 აპრილს, თორის ქუჩაზე, ღამის 02:00 საათზე მოხდა. დამნაშავე გამოძიებას ამ ეტაპზე არ გამოუვლენია, თუმცა დაკავებულია ორი პიროვნება.  აღკვეთის შესაფარდებლად სასამართლო სხდომა დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში … Continue reading

05/04/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე