ანსამბლმა ,,ლომსია”-მ რესპუბლიკურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო
ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლომსია“ რესპუბლიკური ფესტივალიდან დაბრუნდა.
16 ნოემბრის “ფერმერის საათის” ანონსი
მოსავლის შენახვის ტექნოლოგიები და სასაწყობე მეურნეობები – “ფერმერის საათის” ერთგული მაყურებლის ყურადღებას ამჯერად სწორედ ამ თემაზე შევაჩერებთ. პრობლემები და სახელმწიფოს დამოკიდებულება – ნახეთ 16 ნოემბერს 20:30 საათზე, გადაცემაში “ფერმერის საათი” … Continue reading
ასპინძაში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები გააცნეს
ასპინძის მოსახლეობას ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების პირობები გააცნეს. ადგილობრივებს ინფორმაცია ნოტარიუსმა ეთერ ოთანაძემ მიაწოდა.
ვარძიის კედლის მხატვრობაზე, რესტავრატორებს და საპატრიარქოს განსხვავებული მოლოდინი აქვთ
დაუბრუნდება თუ არა ვარძიის კედლის მხატვრობა ხანძრამდე არსებულ მდგომარეობას – რესტავრატორები ამბობენ, რომ ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.
14 ნოემბრიდან სინოპტიკოსები წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტო 14 – 20 ნოემბერს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სამცხე–ჯავახეთში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა
სამცხე–ჯავახეთში, 2016 წლის ოქტომბრის თვეში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 27 ფაქტი გამოვლინდა. დარღვევებს რეგიონების მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქვეყნებს.
სამცხე–ჯავახეთში, მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის ” ფინალისტებს არჩევენ
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის” მეორე ტური გაიმართა. მასში მონაწილეობა ადიგენის, ახალციხის, ასპინძის და ახალქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
პროკურატურის ორგანიზებით, შშმ პირებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საინტეგრაციო ცენტრის აღსაზრდელებისთვის კულტურული ღონისძიება მოეწყო.
ვარძიის დაზიანებული მოხატულობის აღდგენა შესაძლებელია – საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად, უნიკალური ფრესკების დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ადიგენში ზარზმობის დღესასწაული იზეიმეს
ადიგენის მუნიციპალიტეტმა სახალხო რელიგიური დღესასწაული „ზარზმობა“ აღნიშნა. სოფელ ზარზმის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.
ახალციხეში ენერგოდაზოგვის დღე ახალგაზრდული ფესტივალით აღინიშნა
ახალციხეში ენერგოდაზოგვის დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ახალგაზრდული ცენტრის, კავშირ „მეგზურისა“ და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის კოალიციური პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის აქტივობა მთელი დღის განმავლობაში მოეწყო.
ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება 2018 წელს დაიწყება
სამუხრუჭე სისტემა, საბურავები, გამონაბოლქვი, ხმაური, ხილვადობა, საჭის მართვის სისტემა, ძარა და მისი ელემენტები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტექნიკური პარამეტრებისა, რისი შემოწმებაც თქვენს ავტომობილზე, 2018 წლის პირველი იანვრიდან მოგიწევთ.



You must be logged in to post a comment.