ბორჯომის ტყეში სანიტარული ჭრები იწყება
ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა პლატოს ტერიტორიაზე ერთობლივ სანიტარულ ჭრებს იწყებს. სანიტარულ ჭრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტი განახორციელებს, რომლის დროსაც მოჭრილი და ტყიდან გამოტანილი იქნება მხოლოდ ხმელი ხმობადი და მავნებლით … Continue reading
ახალქალაქის გამგეობის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი არუთუნ ირიციანი დააკავეს. გამოძიებამ … Continue reading
წარწერები შენობების კედლებზე და ახალციხის მერის გაფრთხილება ახალგაზრდებს
ბოლო პერიოდში ახალციხეში ახლად შეღებილი შენობების ფასადებზე უკვე მრავლად შეინიშნება სხვდასხვა შინაარსის წარწერები. ახალგაზრდები საკუთარი გრძნობების გამოსახატავად ასეთ ხერხს მიმართავენ. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ქმედება ვანდალიზმია და მასზე რეაგირება … Continue reading
საბარგო სადგურზე კანალიზაციის პრობლემის მოგვარებისათვის 1 მილიონი ლარია საჭირო
ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემის დამონტაჟებისათვის, 1 მილიონი ლარია საჭირო. როგორც ქალაქის მერიაში განმარტავენ, სამუშაოებისათვის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უკვე გაკეთებულია, ამ ეტაპზე კი წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან … Continue reading
ლევან ლობჯანიძის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარს იმედა მღებრიშვილი შეიტანს
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თამჯდომარის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში მოქმედი თამჯდომარეც შეიტანს. იმედა მღებრიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ლევან ლობჯანიძის მიერ შეტანილი საჩივარი განხილვაში მიიღო და პროცესში, … Continue reading
ლალი გოგილაშვილი:”მაინცდამაინც მსხვერპლი უნდა მოჰყვეს, რომ ყურადღება მოგვაქციონ?”
ვალეში, სტალინის ქუჩის მაცხოვრებლებს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. 208 ადამიანს ცხოვრება ავარიულ შენობაში უწევს და ყოვლდღიურად საცხოვრებლის დანგრევას ელოდება. ისინი დახმარებისათვის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, და მათგან საკითხით დაინტერესებას მოითხოვენ. წვიმისგან გაყვითლებული … Continue reading
მეშვიდე საჯარო სკოლაში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ბუნების თემატიკაზე შესრულებული ნახატები, პლასტელინით გამოძერწილი ხილი და ქაღალდის ყვავილები–დღეს ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლაში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიება პროექტის „ჩვენ ერთად შევძლებთ“ ფარგლებში, … Continue reading
ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი მხარის რწმუნებულებს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და გუბერნატორებმა რეგიონებში არსებულ მდგომარეობა და მიმდინარე პროექტები განიხილეს. მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგაზაფხულო ხვნა–თესვის სამუშაოების … Continue reading
2015 წლის იანვარ-მარტში საგამოძიებო უწყებების მიერ 8970 დანაშაულია რეგისტრირებული
2015 წლის იანვარ-მარტის თვეებში საგამოძიებო უწყებების მიერ 8970 დანაშაულია რეგისტრირებული, საიდანაც 4697 გაიხსნა. დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დანაშაულის გახსნის პროცენტია 52.36%, ხოლო წინა … Continue reading
ახალციხეში კროსში ღია ჩემპიონატი ჩატარდა
ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის სტადიონზე კროსის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. ტურნირში, ქვეყნის მაშტაბით ხუთი ქალაქის, 60–მდე სპროტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 6 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. „ახალციხის 2015 წლის საგაზაფხულო ღია პირველობა კროსში“ მონაწილეობა … Continue reading
“მზიანი საქართველო” – ფესტივალი ახალციხეში
აჭარული, ფერხული, ხორუმი, მთიულირი–ეს და სხვა ქორეოგრაფიული ნომრები და ხალხური სიმღერები ახალციხელმა მაყურებელმა ფესტივალ „მზიანი საქართველოს“ ფარგლებში იხილა. საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიება, მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა და მასზე დასწრება … Continue reading
მოქალაქეებმა სამცხე–ჯავახეთში იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 … Continue reading



You must be logged in to post a comment.