”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ძალოვნებმა საგზაო მოძრაობის წესი დაარღვიეს

ჯიპის ტიპის 3 ავტომობილი, რომლითც სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები სარგებლობენ, ადმინისტრაციული შენობის წინ, შოთა რუსთაველის ძეგლთან რამდენიმე დღის განმავლობაში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით იდგა. ამის დამამდასტურებელი ფოტომასალა ქალაქის მერსა და … Continue reading

26/05/2015

საუნივერსიტეტო ქრონიკები

25 მაისი

26/05/2015

ანონსი: ახალციხეში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ახლციხეში სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები იმართება. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხის ჯავშან სატანკო სასწავლო ცენტრის შეიარაღების, ასავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის … Continue reading

26/05/2015

26 მაისის “ექოს” ანონსი

1. საქართველოსა და სამცხე–ჯავახეთში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ; 2. ადიგენის მუნიციპალიტეტმა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მეოთხედ გამოაცხადა; 3. ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის ურთიერთობა – იქმნება თუ არა პრობლემები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას?

26/05/2015

ადიგენში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მეოთხედ გამოცხადდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ გამოცხადდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში  ვაკანტური 6 პოზიციაა.  ვაკანსიები  საჯარო სამსახურის ბიუროს გვერდზეა განთავსებული: 1. მთავარი სპეციალისტი იურიდულ საკითხებში; 2. გამგებლის წარმომადგენელი … Continue reading

26/05/2015

ახალციხის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა

ახალციხის საჯარო  და კერძო სკოლებში მეთორმეტეკლასელებისათვის ბოლო ზარი  დაირეკა.   ახალგაზრდებმა სწავლის დასრულება სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით ახალციხის მერიამ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს სიმბოლურ საჩუქრად ხატები გადასცა, მუსლიმი სარწმუნოების წარმომადგენლებმა … Continue reading

25/05/2015

ქალთა შორის ფრენბურთში გამარჯვება ახალციხის მერიის გუნდმა მოიპოვა

ახალციხეში ქალთა შორის  ფრენბურთის ტურნირში ფინალური შეხვედრა ჩატარდა. ბოლო თამაში მერიისა და მე–3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის შედგა, სადაც გამარჯვება მერიის  გუნდმა, ანგარიშით 2:0 მოიპოვა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საჯარო და … Continue reading

25/05/2015

ახალციხეში საატესტატო გამოცდები დასრულდა

ახალციხის საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები დასრულდა. მოსწავლეებმა ბოლო ტესტირება დღეს ქიმიაში გაიარეს. როგორც საჯარო სკოლების დირექტორები აცხადებენ, საგამოცდო პროცესმა ხარვეზების გარეშე ჩაიარა. თუმცა ისინი მოსწავლეების მიერ მიღებული შედეგებით უკმაყოფილონი არიან. … Continue reading

25/05/2015

ხელოვნური ტბის მოსავლელად ააიპ–ის შექმნას საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-7 სხდომა ხმაურით და დაპირისპირებით დაიწყო. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მესამე საკითხად გატანილი – არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – ,,ქალაქ ახალციხის ტბის” დაფუძნება გააპროტესტეს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანხის … Continue reading

25/05/2015

ახალციხეში ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი ვებ-პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. ShenMarTav.ge – არის დამოუკიდებელი ინტერნეტ საიტი, რომელიც მოქალაქეთა გააქტიურების მიზნით შეიქმნა.  მომხმარებლებს საშუალება აქვთ ოთხი თვითმმართველი ერთეულის: ახალციხის, გორის, ბათუმისა და რუსთავის … Continue reading

25/05/2015

ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო

ახალციხის რაიონულ სასამართლოში რატი დემეტრაძის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო. ამის მიზეზი,  ბრალდებულის მხრიდან ადვოკატის აცილების მოთხოვნა იყო. რატი დემეტრაძემ საკუთარი უფლებების დასაცავად ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ ბარძიმაძე … Continue reading

25/05/2015

ადიგენის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების სამინისტრომ სამი პროექტი დაუფინანსა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ადიგენის მუნიციპალიტეტიდან გადაგზავნილი სამივე ინფრასტრუქტურული პროექტი დააფინანსა. ესენია:  სოფელ ადიგენის ადგილობრივი გზის მოასფალტება–რეაბილიტაცია;  ქვემო ენთელი–ზემო ენთელი–ფხეროს მიმართულებით სავალი გზის აღდგენა;  პატარა სმადის გზის რეაბილიტაცია. გამგეობაში … Continue reading

25/05/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე