სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი გაამართლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ბორჯომის რაიონული განყოფილების ყოფილი პოლიციელი გაამართლა. ზაურ ლეკიშვილის მიმართ, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა. ადვოკატი ფიქრობს, რომ პროკურორი სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში მაინც გაასაჩივრებს.
ახალციხეში ოლიმპიური ცეცხლის დასახვედრად ემზადებიან
ახალციხე ოლიმპიური ცეცხლის მისაღებად ემზადება. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის ფარგლბში, ათენიდან საქართველოში შემოტანილი ცეცხლი სამცხე-ჯავახეთში 29 მაისს ჩამოვა.
შს მინისტრმა გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ბორჯომს ესტუმრა. ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის სახელობის ქუჩა, სკვერი და მემორიალი გახსნა. დღეიდან გიორგი ბერუაშვილის სახელი ეწოდება იმ ქუჩასაც სადაც ის ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა … Continue reading
27 მაისის “ექოს” ანონსი
1. შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ბორჯომს ესტუმრა; 2. ახალციხეში ისტორიული აბანოების რეაბილიტაცია იწყება; 3. მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის კურსდამთავრებულს ახალციხის გამგეობა საჩუქრებს გადასცემს; 4. ახალციხეში რესტორანი ,,ივერია“ გაქურდეს;
ადგილობრივი ხელისუფლება მედიას ურთიერთობის საკუთარ პირობებს უწესებს
ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასმედიის ურთიერთობას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები განიხილავენ. მერიის მაღალი თანამდებობის პირები რეგიონში მოქმედ მედიას სარედაქციო პოლიტიკას უწუნებენ და ურთიერთობის საკუთარ პირობებს უწესებენ. ახალციხის მერიიდან და საკრებულოდან საჯარო ინფორმაციის … Continue reading
ახალციხეში რესტორანი ,,ივერია“ გაქურდეს
ახალციხის ცენტრალურ პარკში მდებარე რესტორან ,,ივერიაში“ ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ. დილის 10 საათზე მისულ თანამშრომლებს მინის კარი ჩამსხვრეული დახვდათ, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს. პოლიცია ამ დროისთვის შენობაში მოკვლევას აწარმოებს, … Continue reading
ახალციხეში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა
ახალციხეში დღის ბოლოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე სპეციალურად დამონაჟებული სცენიდან, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. მოგვიანებით მათ ქართული ესტრადის ვარსკვლავები შეუერთდნენ. „კახაბერმა და ხანუმებმა“, „თბილისურმა კვარტეტმა“, ჯემალ … Continue reading
27 მაისს ბორჯომში შს მინისტრს ელოდებიან
27 მაისს ბორჯომში შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ელოდებიან. მინისტრი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი ბორჯომელი პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის სახელობის სკვერს, ქუჩას და მემორიალს გახსნის. ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები … Continue reading
ახალციხეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ახლციხეში სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება გაიმართა. ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხის ჯავშან–სატანკო სასწავლო ცენტრის შეიარაღების, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ტექნიკის გამოფენა … Continue reading
ახალციხის მერია უსახლკაროთათვის თავშესაფრის მშენებლობას იწყებს
ახალციხის მერია უსახლკაროთათვის თავშესაფრის მშენებლობას იწყებს. 120 000 ლარად შეფასებული პროექტისათვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავშესაფარი განთავსდება, მიწის ნაკვეთი უკვე მოსწორდა. სონია კაშახჩიანი ზარზმელის ქუჩის … Continue reading
ანონსი: ახალციხის მერია უსახლკაროთათვის თავშესაფარს ააშენებს
ახალციხის მერია უსახლკაროთათვის თავშესაფრის მშენებლობას იწყებს. 120 000 ლარად შეფასებულ პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე ჰყავს. ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავშესაფარი განთავსდება, მიწის ნაკვეთი უკვე მოსწორებულია. ვრცლად, ნახეთ 21:30 საათზე
გიორგი კოპაძე-“ნაციონალური მოძრაობა დაიშლება”
განხეთქილება, პოლიტიკური თამაში თუ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა–ახალციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გადაწყვეტილებას აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ოპოზიციური პარტია დაიშალოს, ხოლო გარკვეული ჯგუფი ამბობს, რომ აღნიშნული ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაზე … Continue reading



You must be logged in to post a comment.