ახალციხეში და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე ხე -ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტსა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანზე სამასალე ხე -ტყის უკანონო ჭრის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ 33 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე მოიპოვეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანი … Continue reading
მართლმადიდებელი სამყარო სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს
მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა ახალციხეში ყველა მოქმედ ტაძარში. ამ დღეს მორწმუნეები ტაძარებში ყვავილებითა და სანთლებით მიდიან. წირვის დასრულების შემდეგ კი, … Continue reading
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 31 მაისამდე დარჩება
ოლიმპიური ცეცხლი ახალციხეში 29 მაისს ათი საათისათვის შემოვიდა, სიმბოლური ესტაფეტით იგი მეჩირაღდნეებმა ახალციხის ციხემდე აიტანეს. საქართველოს ჰიმნის ფონზე, საზეიმო ვითარებაში ცეცხლი, ქალაქის მერმა ქონგურზე აიტანა და აანთო. ღონიძიებას მძლეოსნობის ფედერაციის … Continue reading
შსს-მ მინერალური სასმელების ფალსიფიცირების ფაქტი გამოავლინა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის განყოფილების თანამშრომლება, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში, 1960 წელს დაბადებული, ბორჯომში მცხოვრები თამაზ შ. მინერალური სასმელების ფალსიფიცირებაში ამხილეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თამაზ შ. … Continue reading
ძლიერი ფერმერი, ძლიერი ქვეყნისთვის _ახალციხეში ფერმერთა ფორუმი გაიმართა
ძლიერი ფერმერი, ძლიერი ქვეყნისთვის _ ამ სახელწოდებით ახალციხის ციხის ტერიტორიაზე რძის მწარმოებელ ფერმერთა ფორუმი მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ფერმერები, აგრო მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები იღებდნენ. … Continue reading
ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა მოსახლეობა ამერიკის დღეებზე მიიწვიეს
ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა საინფორმაციო სახის აქცია გამართეს. მისი მიზანი მოსალეობისთვის ამერიკული დღეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა ახალციხის ცენტრალურ პარკში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და ამერიკის … Continue reading
ახალციხის სამხატვრო სკოლამ მეორე სემესტრი შეაჯამა
მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში. გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი 50-მდე მოსწავლის ნამუშევარით სკოლამ მეორე სემესტრი შეაჯამა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ნატა კოპაძის მიერ ბორჯომის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მედიასაშუალებებთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი სპეციალისტი, სამსახურში აღდგენასა და გაცდენილი საათების საფასურის ანაზღაურებას ითხოვდა. მოსამართლის განმარტებით, … Continue reading
ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
29 მაისს, ’’ვალეს’’ საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს. აკრძალულ მედიკამენტებს განკუთვნილი საქონელი, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი, 20 აბი დიფენოქსილატი, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების … Continue reading
30 მაისს ახალციხეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ხვალ ქალაქ ახალციხეს და ახალციხის თემს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. 30 მაისს 11–დან 17 საათამდე ფიდერი ,,ურავლი“ გამოირთვება და დენი სოფლებში – ჭაჭარაქსა და მინაძეში და ურავლის ხეობაში შემავალ ყველა თემში გაითიშება. უსაფრთხოების … Continue reading



You must be logged in to post a comment.