”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

არაქართულენოვან სკოლებში, სომხურად ნათარგმნ ტესტებში ხარვეზები დაფიქსირდა

მეთერთმეტეკლასელებმა საატესტატო გამოცდები, დღეს, ბიოლოგიაში ჩააბარეს. ახალციხის საჯარო სკოლებში ტესტირება დილის 09:00 საათზე დაიწყო. მოსწავლეებს, საკითების შესასრულებლად, ერთი საათი ჰქონდათ. ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი ათი ქულა დაფიქსირდა. მოსწავლეების თქმით, ბიოლოგიის … Continue reading

18/06/2015

დაზარალებულთა დასახმარებელ აქციაში, ბორჯომში სხვადასხვა სამსახური ჩაერთო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვება მიმდინარეობს. აქციაში სხვადასხვა საჯარო დაწესებულება და ა(ა)იპ–ების თანამშრომლები ჩაერთვნენ. ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ … Continue reading

18/06/2015

ახალციხეში “ერისიონის” კონცერტი წუთიერი დუმილით დაიწყო

“ერისიონის” კონცერტი მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, წუთიერი დუმილით დაიწყო. ანსამბლის წევრებმა და მაყურებელმა ამ ფორმით პატივი, თბილისში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს. ქორეოგრაფიული ანსამბლი, ახალციხელი მაყურებლის წინაშე, განახლებული … Continue reading

17/06/2015

სამ მუნიციპალიტეტში, სტიიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ახალციხეში, ადიგენში და ბორჯომში, სტიიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ამ დროისათვის სოფლებსა და დაბაში გაწმენდითი სამუშაოები და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. რაც შეეხება, სასოფლო–სამეურნეო სავარგულებს, სპეციალურად … Continue reading

17/06/2015

ასპინძაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშში კომპანიამ „ახალი მესხეთი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში, რძის გადამამუშავებელი … Continue reading

17/06/2015

თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შორის ახალციხელი პეტრე გელაშვილია

თბილისში, სტიქიის შედეგად დაზარალებული ახალციხელი პეტრე გელაშვილიცაა. იგი 13 ივნისის ღამეს იხსენებს. გელაშვილი ქვეყნის მოსახლეობას მადლობას უხდის და ამბობს, რომ მათთვის ამ ეტაპზე, საზოგადოების გაწეული ფიზიკური და მორალური დახმარება ყველაზე … Continue reading

17/06/2015

ახალციხის მერიამ კიდევ ერთი შტატი დაამატა

ახალციხის მერიამ კიდევ ერთი შტატი დაამატა. ადგილობრივი თვითმმართველობა ვაკანსიას თანაშემწის პოზიციაზე აცხადებს. მისი უფლება–მოვალეობები ქალაქის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. იზრდება თუ არა  მერიაში შტატები ხელოვნურად და  რატომ კარგავს საკრებულო მაკონტროლებლის მოვალეობას, … Continue reading

17/06/2015

„შერლოკმა“ ინგლისურის ტურში რეგიონული გამარჯვებულები დააჯილდოვა

ახალციხეში, თავისუფალმა ოლიმპიადა „შერლოკმა“, ინგლისურის ტურში, რეგიონული გამარჯვებულები დააჯილდოვა. შეჯიბრში მონაწილეობა, მეორედან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ოლიმპიადა 3 ეტაპად ჩატარდა. მოზარდებმა პასუხები  სასკოლო პროგრამის მიხედვით, სხვადასხვა სახის ტესტურ კითხვაზე გასცეს. … Continue reading

17/06/2015

არდაჰანმა, სამცხე–ჯავახეთიდან, ქართულ დელეგაციას უმასპინძლა

      კეთილმეზობლური თანამშრომლობის ტრადიციები გრძელდება.  სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონს – არდაჰანს ეწვია. ვიზიტის მიზანს,  სამცხე-ჯავახეთსა და არდაჰანის გუბერნიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების … Continue reading

17/06/2015

ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკისთვის კონკურსი გამოაცხადა

ახალციხის საკრებულომ მუნიციპალიტეტის სიმბოლიკის (გერბისა და დროშის) მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონაწილეებმა ნამუშევრები უნდა წარადგინონ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში 2015 წლის 17 ივნისიდან ამავე წლის … Continue reading

17/06/2015

მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები გეოგრაფიით დაიწყო

საქართველოს საჯარო სკოლებში, მეთერთმეტეკლასელთათვის საატესტატო გამოცდები დაიწყო.  მოსწავლეებს ტესტირება დღეს, 17 ივნისს, გეოგრაფიაში ჰქონდათ. მათი თქმით, საგამოცდო საკითხები საშუალო სირთულის იყო და ბარიერის  გადალახვას ყველა ის მოსწავლე შეძლებს, რომელსაც სასწავლო … Continue reading

17/06/2015

“ერისონი” ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ახალციხე “ერისიონის” კონცერტისთვის ემზადება. ამ წუთებში, მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სცენისა და განათების მონტაჟი მიმდინარეობს. ქორეოგრაფიული ანსამბლი განახლებული  პროგრამით, ახალციხელი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება. ღონისძიება 19 საათზე დაიწყება. კონცერტი … Continue reading

17/06/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე