კურორტ აბასთუმანში ქვესადგური დაიტბორა
ერთ საათზე მეტია, ადიგენის მუნიციპალიტეტში, კურორტ აბასთუმანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა, რამაც ტერიტორიაზე არსებული ქვესადგური დატბორა. როგორც “ენერგო-პრო-ჯორჯიას” ახალციხე-ადიგენის მომსახურების ცენტრში აცხადებენ, ქვესადგური მთლიანად დაიტბორა, რის გამოც … Continue reading
ახალციხეში საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო
მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ფოიეში თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოფენა მოეწყო. დამთვალიერებლისათვის აქ წარმოდგენილი იყო, XIII-XVI საუკუნეების ქართული ჰერალდიკა, ორდენები, სავაჭრო რუკები, სახელმწიფო ჯილდოები და ჰერალდიკის ისტორიული წყაროები. გამოფენა … Continue reading
საქველმოქმედო სპექტაკლი და ცარიელი დარბაზი ახალციხეში
თბილისში, სტიქიის შედეგად დადაზარალებულთა დასახმარებლად დღეს მესხეთის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა. „იქ სადაც ჩემი სახლია“ ერთი ქართული ოჯახის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს. გმირები დღევანდელ რეალობაში თავის გადარჩენას ცდილობენ. … Continue reading
გენდერული თანასწორობის დარღვევა შრომით ურთიერთობებში
გენდერული თანასწორობის დარღვევა შრომით ურთიერთობებში – ამ თემაზე ტრენინგი ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სემინარის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42–ე მუხლი“ იყო. შეხვედრა 3 ნაწილად – დამსაქმებლებისთვის, დასაქმებულებისა და ახალგაზრდებისთვის ჩატარდა. … Continue reading
სასამართლომ რატი დემეტრაძე დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის დამნაშავედ ცნო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბესო ენდელაძის საქმეში, კიდევ ერთი ბრალდებული, დამნაშავედ ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით რატი დემეტრაძეს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მან დანაშაული აღიარა, ორ წლიანი … Continue reading
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლევან ლობჯანიძის სარჩელის განხილვა გრძელდება
ახალციხის რაიონულ სასამართლოში ლევან ლობჯანიძის სარჩელის განხილვა გრძელდება. პროცესსზე ოთხი მოწმე დაიკითხა. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას ბრალს დისკრიმინაციაში სდებს და მიიჩნევს, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება უკანონოდ … Continue reading
ბუნებრივი კატასტროფების საშიშროება სამცხე-ჯავახეთში და გეოლოგების დასკვნა
გეოლოგი ალექსი ბერიძე, ათეული წლებია სამცხე-ჯავახეთში ნიადაგის მდგომარეობას იკვლევს. მისი თქმით, რეგიონში დამეწყრილი ზონების, მდინარეების ადიდებისა და დასახლებული პუნქტების დატბორვის საშიშროება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ბერიძის თქმით, აღნიშნული საშიშროებების წინაშე … Continue reading
სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცხრა რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა
რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ფერმერებმა სოფლის მეურნეობის კუთხით ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ და საკუთარი საქმიანობა უკეთესობისკენ წარმართონ – აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 9–ვე რეგიონული სამმართველოს უფროსმა იმსჯელა. შეხვედრას … Continue reading
ახალციხეში ბიოლოგიის გამოცდაში რვა მეთერთმეტეკლასელი ჩაიჭრა
საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები გრძელდება. მეთერთმეტეკლასელებმა გამოცდა დღეს ბიოლოგიაში ჩააბარეს. მოსწავლეებს მოცემული დავალების შესასრულებლად ერთი საათი ჰქონდათ. ქალაქის საგანმანათლებლო დაწესებულებებში უმაღლესი ათი ქულა დაფიქსირდა, რამდენიმე მოსწავლე კი ჩაიჭრა. არაქართულენოვანი სკოლების … Continue reading
ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური შეიქმნა
ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ჩამოყალიბდა. დაწესებულებამ, ჩამოყალიბების დროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპატამენტისგან ის დებულებები, მითითებები და რეკომენდაციები მიიღო, რის საფუძველზეც საშტატო განრიგი შეიქმნა. სამსახურის მოვალეობაში … Continue reading
ბესო ენდელაძის საქმეში, კიდევ ერთი ბრალდებული, სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, რატი დემეტრაძე დამნაშავედ ცნო და ორწლიანი პირობითი მსჯავრი დაუწესა. შესაძლოა, დაცვის მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივროს. პროკურატურა დემეტრაძეს ხევაშნელი ბესო ენდელაძის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. აღნიშნულთან … Continue reading
მესხეთის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს
თბილისის სტიქიის დროს დაზარალებულთა დასახმარებელ აქციაში, მესხეთის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრიც ჩაერთო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 18 ივნისს, 19:00 საათზე თეატრალური დასი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს, რომლის შემოსავალი მთლიანად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. მაყურებელი, … Continue reading



You must be logged in to post a comment.