”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის პირველი სკოლის მშენებელი კომპანია, ვადის გადაცილებისთვის დაჯარიმდება

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას შენობა ისევ არ ჩაბარდა. მშენებელმა კომპანიამ მიცემულ ვადას გადაცილა. შპს „ინტერპლუსს“ 1 დეკემბრიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა დაერიცხება.

მოხის მუსლიმი მრევლისთვის ახალი მეჩეთი სოფლის ცენტრში აშენდება

მოხის სადავო შენობასთან დაკავშირებით, სპეციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება გამოიტანა. მუსლიმი მრევლისთვის ახალი მეჩეთი სოფლის ცენტრში აშენდება.

ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას განცხადებით ეხმაურება

,,ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას” – ამ განცხადებით გამოეხმაურა ეროვნული ბანკი ლარის ღირებულების მკვეთრ ვარდნას დოლართან და ევროსთან მიმართებაში.

მოხის სადავო შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

მოხის სადავო შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება, მეჩეთის ასაშენებლად კი ადგილი სოფლის ცენტრში გამოიყოფა.

,,უფლება გაქვს იცოდე” –აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კამპანია

აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა კამპანიის სახელწოდებით – ,,უფლება გაქვს იცოდე” განხორციელება დაიწყო.

იუნესკომ ქართული ანბანის სამივე სახეობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა

 „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ იუნესკომ  მსოფლიოს არამატერიალური კულტურული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. 

ახალციხის საკრებულოს წევრებმა გამგებლის ანგარიში მოისმინეს

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამგებლის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინეს. ზაზა მელიქიძემ იმ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც გასულ წელს მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

სამცხე–ჯავახეთის გუბრნატორი მუნიციპალიტეტების პირველ პირებს შეხვდა

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ქალაქ ახალციხის მერს, საკრებულოების თავმჯდომარეებსა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ მაგისტრალზე, სათვალთვალო კამერები დამონტაჟდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, გამგეობას ერთი რეკომენდაციით დაუბრუნა. რეკომენდაცია ცენტრალურ მაგისტრალზე: ვალე –აწყურისა და ჭაჭარაქი–მინაძის მონაკვეთებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას შეეხება.

სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ

სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები იაპონელ კოლეგებს მესხურ პროდუქტს აცნობენ. სამცხე–ჯავახეთიდან საზღვარგარეთ სამი პიროვნება იმყოფება. 

,,დიალოგი“ – ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა (სომხური ტიტრებით)

ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა მოქალაქეების ერთ–ერთი უფლებაა. ეს საკითხი ქვეყანაში არაერთი კანონით, კონვენციითა და ხელშეკრულებით რეგულირდება.

1 დეკემბერს, მოხეს სადავო შენობის თაობაზე კომისია შეიკრიბება

1 დეკემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი სპეციალური კომისია მოხეს სადავო შენობის თაობაზე იმსჯელებს.  შეხვედრა ახალციხეში გაიმართება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე