”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მალხაზ ლომსაძე: “ტერიტორიების სანაცვლოდ, ძალიან ბევრ რამეს დავთმობდი”

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ პირობითი საზღვრების გადმოწევას ახალციხის მაცხოვრებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საზოგადოება და ისტორიკოსები აფასებენ. მათ დიდ ნაწილს  მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთი და იგივე მოსაზრება აქვს. … Continue reading

14/07/2015

ახალციხელი მოსწავლეები ანაკლიის ,,მომავლის ბანაკიდან“ დაბრუნდნენ

ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანაკლიის ,,მომავლის ბანაკიდან“ დაბრუნდნენ. მათ მონაწილეობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ შეჯიბრში მიიღეს. ნახევარფინალში მოხვდა ახალციხელი მოსწავლეების ფეხბურთის გუნდი, ახალგაზრდებმა მესამე ადგილი  გარბენში დაიკავეს, მონაწილეობა მიიღეს კალათბურთისა … Continue reading

14/07/2015

საუნივერსიტეტო ქრონიკები

13 ივლისი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ონომასტიკაში რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

14/07/2015

ახალციხეში „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ დაიწყო

პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ განხორციელება დაიწყო.  37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში ტრენინგი მიმდინარეობს. ცესკოს საპილოტე პროგრამაში ჩართული 25 ახალგაზრდა ინფორმაციას საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის შესახებ იღებს. ტრენინგები ორი კვირის განმავლობაში … Continue reading

14/07/2015

ადიგენში მთავარ პრიორიტეტად კვლავ რიტუალების სახლი რჩება

ადიგენის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მთავარი პრიორიტეტი კვლავ რიტუალების სახლის კეთილმოწყობაა. დასახლებათა  ნაწილში  ადგილობრივები მის მშენებლობას, ნაწილში კი რეაბილიტაციას ითხოვენ. რამდენიმე პროექტი სარწყავი და სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის, სავალი გზის … Continue reading

14/07/2015

ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისათვის ახალციხიდან წიგნები გადაიგზავნება

ახალციხეში ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შეგროვება დაიწყო. ქველმოქმედებაში ჩართვის მსურველებს, წიგნების მიტანა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის პირევლ სართულზე შეუძლიათ. წიგნები კი ახალციხიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში  გადაიგზავნება. კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულების … Continue reading

13/07/2015

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელების გადამზადებას იწყებს

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაცია მწვრთნელების გადამზადებას იწყებს.  ფედერაციის პრეზიდენტი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ ტრენინგები სამ  აგვისტოს  დაიწყება და ათი აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. გელა მაისურაძის თქმით, მონაწილეებს სემინარების ბოლო დღეს გამოცდა ჩაუტარდებათ … Continue reading

13/07/2015

ახალციხის გამგეობაში გასაუბრებაზე 12 კონკურსანტი არ გამოცხადდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში  საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა. პროცესზე 37 აპლიკანტი იყო მიწვეული, თუმცა აქედან გასაუბრებაზე 12 მათგანი არ გამოცხადდა.

13/07/2015

როდის დაიწყება ახალციხის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია?

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოშლილი სკამები, მწყობრიდან გამოსული სავარჯიშო ინვენტარი და დაზიანებული მწვანე საფარი–ასე გამოიყურება ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი.  მისი რეაბილიტაცია ევროსტანდარტების შესაბამისად  უნდა განხორციელდეს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

13/07/2015

ადიგენსა და ბორჯომში უკანონოდ მოქმედი 7 სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლება, ბორჯომისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში ხე-ტყის გადამამუშავებელი, უკანონოდ მოქმედი 7 სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღმოჩენილია ასევე, ამავე საამქროების ტერიტორიაზე განთავსებული უკანონოდ მოპოვებული წიწოვანი ჯიშის მრგვალი მორები … Continue reading

13/07/2015

13 ივლისის “ექოს” ანონსი

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა; ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტები არჩევითი საგნებში აბარებენ;

13/07/2015

ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო

ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დვირში, ტაძრისსა და საკირეში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოაწერა. მთავრობის განკარგულების თანახმად,  სტიქიური მოვლენების შედეგების … Continue reading

13/07/2015

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე