”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში ველურად ამოსული კანაფი გაანადგურეს

ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, რაბათის მიმდებარე ტერიტორიაზე ველურად ამოსული კანაფი გაანადგურეს. აქცია „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ეგიდით მოეწყო.

ადიგენის სოფელ იჯარეთში უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში  უკანონო სახერხი საამქრო აღმოაჩინეს, სადაც განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი)  და უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი . მოხდა აღნიშნული სახერხის დემონტაჟი და იგი … Continue reading

„IDS ბორჯომი–საქართველომ” მიტარბში ხელოვანები შეკრიბა

ჟურნალისტები, ბლოგერები მწერლები, მხატვრები და ფოტოგრაფები ბორჯომის ხეობაში, სოფელ მიტარბში კომპანია „IDS ბორჯომი–საქართველომ“ შეკრიბა. მონაწილეების შეხედულებები მიტარბის პროექტის იდეას დაემთხვა, ამიტომ ზღვის დონიდან 1 320 მეტრზე, იქ სადაც მინერალური წყალი … Continue reading

სიმონ პარუნაშვილის საქმე უზენაესმა სასამართლომ არ განიხილა

სიმონ პარუნაშვილის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში  არ მიიღო. მართლმსაჯულების ორგანოს უმაღლეს ინსტანციას,საქმის განსახილველად ბოლო ვადა 23 სექტემბრამდე ჰქონდა. “დარწმუნებული ვიყავი, რომ უზენაესი სასამართლო, სააპელაციოს განაჩენს არ განიხილავდა” – აღნიშნა “მეცხრე … Continue reading

ახალციხის მერიაში მეორედ გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში სამი საკონკურსო ნამუშევარი შევიდა

ახალციხის მერიის მიერ, მეორედ გამოცხადებულ ჰერალდიკის კონკურსში სამი საკონკურსო ნამუშევარი შევიდა. განაცხადის ავტორები ამ დროისთვის უცნობია. ქალაქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ესკიზებს კომისია ხუთი დღის განმავლობაში განიხილავს და საუკეთესოს დედაქალაქში გააგზავნის. … Continue reading

სპეციალისტები კარტოფილზე ფასის გაზრდას ვარაუდობენ

სამცხე–ჯავახეთში საშემოდგომო სამუშაოები დაიწყო.  ამ ეტაპზე  მოსავლის აღება მიმდინარეობს. ახალციხის სოფლებში  გლეხები  ჩივიან, რომ ეს წელი უხვი მოსავლით არ გამოირჩევა. კარტოფილის რაოდენობა  მცირეა, ამასთანავე მას მშრალი და სველი სიდამპლე აღენიშნება. … Continue reading

ასპინძა სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება

ასპინძის მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულისთვის ემზადება.  “შოთაობა” 26 სექტემბერს, ტრადიციულად, ვარძიაში გაიმართება. კულტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაკა ბერიძის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ბენდი “ნალი” გახსნის. 13:00 … Continue reading

მოხეში შავაძეების ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში ბადრი შავაძეს საცხოვრებელი სახლი და პირუტყვის სადგომი მთლიანად დაეწვა. ვერ მოხერხდა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საქონლის გადარჩენა. დამწვარია 20–მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. მოხის ტერიტორიულ ერთეულში გამგეობის წარმომადგენლის … Continue reading

„დღე ავტომობილების გარეშე“-აქცია ახალციხეში

„დღე ავტომობილების გარეშე“ –ამ სახელწოდებით გამართულ საერთაშორისო აქციას,  ახალციხელებიც შეუერთდნენ. სამოქალაქო კლუბის წევრებმა  ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ადგილობრივებს დღევანდელი დღის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ახალგაზრდებმა ავტომობილების მფლობელებს ქალაქში მანქანით გადაადგილებისგან … Continue reading

სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონული განვითრების სტრატეგიაზე იმსჯელეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რეგიონული განვითრების სტრატეგიაზე იმსჯელეს. შეხვედრას დედაქალაქიდან მოწვეული ექსპერტები და რეგიონის შვიდი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც მხარის გუბერნატორმა მედიასთან განაცხადა, სამოქმედო გეგმის ფორმატის გადახედვაც მოხდება. მოწვეულმა სტუმრებმა და … Continue reading

ახალციხეში პოლიციის გაჩერებულ ავტომობილს მოქალაქე დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. კოსტავას ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა გზაზე გაჩერებულ,  პოლიციის მანქანას შეეჯახა. ავტომობლს ქალბატონი მართავდა, რომელსაც გვერდით მცირეწლოვანი ბავშვი ეჯდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შალვა აბულაძე ადვოკატის დაცვაზე უარის თქმას ფიქრობს

ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის  უკანონო  შეძენა–შენახვა–ტარებაში ბრალდებული ამბობს, რომ შესაძლოა, სამომავლოდ იურიდიულ დახმარებაზე უარი განაცხადოს. პროკურატურის თანამშრომელი სამუდამო პატიმრობით მემუქრება – ეს განცხადება შალვა აბულაძემ ახალციხის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე