საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული … Continue reading
ბორჯომში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. ქალაქ ბორჯომში გადამოწმების მიზნით გაჩერებული იქნა მიკროავტობუსები, რომელთა ძარაზეც განთავსებული იყო ფიცარი, საერთო ოდენობით 4,2 მ3. ორივე შემთხვევაში … Continue reading
ადიგენის დეპუტატებს საკუთარი ინიციატივით მოგვარებული პრობლემების გახსენება უჭირთ
ადიგენის საკრებულოს დეპუტატები 1 ნოემბრამდე საკუთარ ამომრჩევლებს უნდა შეხვდნენ და მათ შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინონ– აღნიშული საკითხი დღეს დეპუტატებმა უმრავლესობით დაამტკიცეს, თუმცა კამერასთან კონკრეტულად მათი ინიციატივით მოგვარებული საკითხების გახსენება უჭირთ. … Continue reading
ზაირა კელაპტრიშვილი: “მიხეილ იაძე მესხი ფიროსმანია”
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის ნამუშევრები გამოიფინა. ნამუშევრები აუდიტორიას ხელოვანის შვილმა ზურაბ იაძემ წარუდგინა და შეკრებილ საზოგადოებას მათი შექმნის ისტორიაც უამბო. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხელოვნებით დაინტერესებული … Continue reading
ახალქალაქში გზების რეაბილიტაციისათვის 1 700 000 ლარი დაიხარჯება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ქალაქის რამდენიმე ქუჩასა და სოფელ დილისკის გზის მოასფალტება ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აგებენ ასფალტ-ბეტონის საფარს, აწყობენ ტროტუარებს და საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რეგიონებში … Continue reading
შალვა აბულაძე სასამართლო სხდომებზე დასწრებას ისევ არ აპირებს
ახალციხის რაიონულ სასამართლოში შალვა აბულაძის პროცესი გადაიდო. სხდომაზე ბრალდებული და ადვოკატი არ გამოცხადდნენ. მოსამართლემ საბადრაგო სამსახურის მიერ წარდგენილი განცხადება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც აბულაძე სხდომაზე დასწრებაზე უარს ამბობდა. რაც შეეხება შალვა … Continue reading
ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემა ისევ ამოქმედდა
ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში საშვთა სისტემა ამოქმედდა. მოქალაქეს, მერიაში, გამგეობასა და სამხარეო ადმინისტრაციაში შესასვლელად პირველ სართულზე გამოწერილი საშვი სჭირდება. ახალი სისტემის შემოღებაზე განსხვავებული არგუმენტები აქვთ მერიასა და გამგეობაში.
ბორჯომში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის სწრაფი რეაგირების სამსახურთან ერთად განხორციელებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, არარეგისტრირებული სახერხი საამქროს მფლობელის მიერ სამარალდარღვევის განმეორებით ჩადენის ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეში ხე-ტყის … Continue reading
მესხური ტერასების აღდგენა დაიწყო
მესხური ტერასების აღდგენა დაიწყო. მთის კალთებზე შეფენილი, ხელოვნურად დაბაქნებული ჰექტრობით ტერიტორია, რომელიც მთელ საქართველოში უნიკალური არქიტექტორული ნიმუშია, მალე ძველ იერ–სახეს დაიბრუნებს. პროექტს, მეღვინე გიორგი ნათენაძე, ბიზნესპარტნიორებთან ერთად ახორციელებს. ტრადიციული მეთოდით … Continue reading
6 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
ადიგენის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა; ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის, შალვა აბულაძის პროცესი გრძელდება; ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს მიხეილ იაძის ნამუშევრები გამოიფინება.
ახალციხის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა მოეწყო
ხალციხის გენდერის მედიაცენტრში შეხვედრა გაიმართა. გენდერის თემაზე მომუშავე ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ახალციხის გამგეობის წარმომადგენლებმა საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. როგორც ახალციხის გენდერის მედიაცენტრის დირექტორი … Continue reading
ახალციხის მერის ანგარიში და ახალი დაპირებები
ახალციხის მერმა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და 2015 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა. ქალაქის პირველმა პირმა ძირითადი დრო ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუთმო, ისაუბრა სამომავლო გეგმებზეც. კოპაძე სასმელი წყლის … Continue reading



You must be logged in to post a comment.