აზერბაიჯანიდან სადგურ ვალეს მიმართულებით პირველი სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა
აზერბაიჯანიდან სადგურ ვალეს მიმართულებით პირველი სატვირთო გადაზიდვა განხორციელდა. ნახშირით დატვირთული ვაგონები ახალ სატვირთო ტერმინალებში უკვე დაიცალა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ასევე ხორბლის, სხვადასხვა სავაგონო და საკონტეინერო მოცულობითი გზავნილების განხორციელება. სადგურ ვალესა … Continue reading
მუსხსა და სვირში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუსხში წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დეკემბრის თვიდან სოფლის 1 200 მაცხოვრებელს სასმელი წყლის 12–საათიანი მომარაგება ექნება. ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 166 ათასი ლარით ფინანსდება, რომლის … Continue reading
ბორჯომში კლიდან გადავარდნილი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბორჯომში, ეგრეთწოდებული „პლატოს კლდიდან“ 50 წლამდე მამაკაცი გადავარდა. ინციდენტი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, იგი ფოტოს იღებდა, ფეხი აუცურდა, რის შედეგადაც, თავის შეკავება ვერ შეძლო და ხეობაში … Continue reading
მოხეში ხანძრით დაზარალებულ ოჯახს ადიგენის გამგეობა ეხმარება
მოხეში, ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს, ადიგენის გამგეობა საშენი მასალით დაეხმარება. ამის შესახებ თვითმმართველობამ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატთა თანხმობით მიიღო. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ოჯახს 12 ტონა ცემენტსა და 170 … Continue reading
ანონსი: ახალციხეში პარკირება ფასიანი ხდება
ახალციხეში პარკირება ფასიანი გახდება -ამის შესახებ „მეცხრე არხთან“ ქალაქის მერმა განაცხადა. გიორგი კოპაძის თქმით, მძღოლები ავტომანქანის გაჩერებისათვის თანხას ცენტრალურ ქუჩებზე და ტურისტულ ადგილებში გადაიხდიან. საკითხი უკვე შეთანხმებულია ახალციხის საპატრულო პოლიციასთან.
8 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
მერიის გადაწყვეტილებით, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე პარკირება ფასიანი ხდება; სოფლებში, ხეოთსა და მუსხში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს; ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხანა მოინახულეს.
ახალციხეში მოსახლეობა სკვერების მოწესრიგებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ელოდება
ახლადაშენებული სკვერები სკამების გარეშე, ახალციხის ცენტრალური პარკი კი დაზიანებული ინფრასტრუქტურით – ამ დროისათვის ქალაქში სკვერების ნაწილი შესაბამისი სამსახურებისგან ყურადღებას საჭიროებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ პრობლემა მალე მოგვარდება, თუმცა ქალაქის მაცხოვრებლებს … Continue reading
2012–2015 წლებში სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 500 ბენეფიციარს შეუწყდა
ორი სხვადასხვა ოჯახი მსგავსი პრობლემებით. მარტოხელა ენძელა მურადოვა და ბალახაძეების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსის მოხსნის შემდეგ, ძირითადი შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ნაჩუქარი მაცივარი, კრედიტით შეძენილი გაზქურა და მოძველებული … Continue reading
ახალციხეში მინი–ფეხბურთში სვირის გუნდმა გაიმარჯვა
ახალციხეში მინი–ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. ფინალში გასული გუნდებიდან მუნიციპალიტეტის პირველობა სვირის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილს აწყურის გუნდი დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილი ვალის გუნდმა დაიკავა. ტურნირი მინიფეხბურთში 28 სექტემბერს დაიწყო. მუნიციპალიტეტის პირველობისათვის … Continue reading
კათოლიკურმა სამყარომ წმ. სავარდის დღესასწაული იზეიმა
7 ოქტომბერს, კათოლიკური სამყარო წმინდა სავარდის ღვთისმშობლის დღესასწაულს ზეიმობს. ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა რაბათის კათოლიკურ ტაძარში, რომელიც სამი წლის წინ სავარდის სახელობის ეკლესიად იკურთხა. მას შემდეგ, მორწმუნე კათოლიკეები ტაძრის მოსალოცად … Continue reading
შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობისათვის
შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა თაღლითობისათვის -ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სოფელ ხერთვისის მაცხოვრებლის დავით ჯაბანაშვილის წინააღმდეგ გამოიტანა. დაცვის მხარე მარიკა ჩიტაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. „მეცხრე არხთან“ … Continue reading
7 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი
სამცხე–ჯავახეთში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, ბოლო 3 წლის განმავლობაში, შემცირდა; ახალაშენებული სკვერები სკამების გარეშე, ახალციხის ცენტრალური პარკი კი დაზიანებული ინფრასტრუქტურით; კათოლიკე მრევლი დღეს რაბათის წმინდა სავარდის სახელობის ტაძრის დღესასწაულს ზეიმობს.



You must be logged in to post a comment.