”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომის ცენტრალურ პარკს ახალი დირექტორი ჰყავს

ბორჯომის ცენტრალურ პარკს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ლევან ცინცქალაძე დაინიშნა. პარკის ახალი დირექტორი პროფესიით ეკონომისტია. მისი სამუშაო გამოცდილება შოუბიზნესის სფეროს უკავშირდება. აცხადებს, რომ წლებია პარკში კვების ობიექტებს ხელძღვანელობდა, აქედან გამომდინარე, ბორჯომის … Continue reading

ახალციხის გამგეობა ოთხ მეორად ავტომანქანას შეიძენს

ახალციხის  გამგეობა-საკრებულო მეორადი ავტომობილების შესაძენად თემის ბიუჯეტიდან 100 000 ლარს დახარჯავს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნული თანხით, ოთხი ავტომანქანის შეძენას გეგმავს. მათ შორის 50 000 ლარი   „ჯიპის“ მარკის ავტომობილში დაიხარჯება. როგორც საკრებულოს … Continue reading

ადიგენში, ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფაზე ჩივიან

ადიგენის სოფლების მაცხოვრებლები ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფაზე ჩივიან. ადგილობრივთა თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად,  საშეშე მერქნის მომარაგებაზე ზრუნვა უკვე დაიწყეს. სატყეო სამსახურიდან შესაბამისი ნებართვის აღება ჯერჯერობით არ უჭირთ, თუმცა რთული პროცესი, … Continue reading

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თეა გავაშელი შეირჩა

 ახალციხის #37 საოლქო საარჩევნო ოლქს ისევ თეა გავაშელი  უხელმძღვანელებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ,,მე–9 არხს“ ინფორმაცია ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა დაუდასტურა. კომისიის წევრის ვაკანტური … Continue reading

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომის ქარხანას ესტუმრნენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომის #1 ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ.  ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მსოფლიოში ცნობილი ბრენდის „ბორჯომის“ წარმოების პროცესს გაეცნენ.  მათ  კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. ლევან ბაღდავაძე დიპლომატიური … Continue reading

ქართველი მწერლები ახალქალაქში ადგილობრივებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ

10-11 ოქტომბერს, პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, ქართველი მწერლები – ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურაბ ქარუმიძე, დავით ტურაშვილი და პაატა შამუგია, ნინოწმინდას ეწვევიან და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს საკუთარ ნაწარმოებებს გააცნობენ. შეხვედრის დროს, საუბარი … Continue reading

9 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი

ადიგენის სოფლების მაცხოვრებლები ტყე–კაფების მიუდგომელ ადგილებში გამოყოფაზე ჩივიან; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ბორჯომის ჩამომსხმელ ქარხანას ესტუმრნენ;

სამცხე–ჯავახეთში კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლის ფაქტზე პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. კერძოდ, მიკროავტობუსის (ფორდ ტრანზიტი) მძღოლი არ დაემორჩილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის მითითებას … Continue reading

“IDS ბორჯომი–საქართველომ” ტრენინგ–ცენტრს ადმინისტრაციის ყოფილი შენობა გადასცა

ახალი სასწავლო წელი და ახალი ფართი – ბორჯომის ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგ–ცენტრი ამიერიდან ფუნქციონირებას მინერალური წყლების #1 ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში აგრძელებს. ცენტრი, „IDS ბორჯომი–საქართველოს“ პატრონაჟით, მესამე წელია მუშაობს … Continue reading

ახალციხის გამგეობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალს ისევ ითვლის

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ამ დრომდე ითვლის. გიორგიწმინდაში, ფერსაში, ანში, გურკელში, აგარაში, აწყურსა და თისელში სპეციალურად შექმნილი კომისია დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და მოსავლის აღწერას აწარმოებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში … Continue reading

ფასიანი პარკინგები ახალციხეში და უკმაყოფილო მძღოლები

ახალციხეში პარკირება ფასიანი გახდება – ამის შესახებ „მეცხრე არხს“ ქალაქის მერმა განუცხადა. გიორგი კოპაძის თქმით, მძღოლები ავტომანქანის გაჩერებისათვის თანხას ცენტრალურ ქუჩებზე და ტურისტულ ადგილებში გადაიხდიან. ადგილობრივები ინიციატივას უარყოფითად აფასებენ და … Continue reading

ახალციხის მერმა ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა

ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა.  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლები ჩეხეთის ქალაქ კლადნოს თვითმმართველობის ასოციაციის დირექტორს დან ირანეკს და ქალაქ ჩესკი-ბროდის მერს იაკუპ ნეკოლნის შეხვდნენ. შეხვედრაზე ჩეხეთის წარმომადგენლებმა საკუთარი თვითმმართველი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე