”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სააპელაციო სასამართლომ ადიგენის საკრებულოს საჩივარი წარმოებაში მიიღო

ადიგენის საკრებულომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.  ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი „მეცხრე არხთან“ აცხადებს, რომ  საკრებულო პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და   იმ ოქმის ძალაში დარჩენას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც, … Continue reading

29 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციოში გაასაჩივრა; რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება სოფლის მეურნეობაზე. დისკუსია აგროეკოლოგიის საკითხებზე; რას სთავაზობს სახელმწიფო, არალეგალ მიგრანტებს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ.

“ფერმერის საათი” – ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე

ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – „ფერმერის საათში“ მთის ცხოვრების შესახებ მოგიყვებით.  იმისთვის, რომ შემოსავალი შედარებით გაიზარდოს, წელიწადიში  ხუთ თვეს ფერმერები მთაში ატარებენ. ამ დროის განმავლობაში ისინი გარესამყაროს არიან მოწყვეტილნი. მთაში არ … Continue reading

“გარესამყაროს მოწყვეტილები” – რეპორტაჟი ვალის მთიდან

ცხოვრება ცივილიზაციის გარეშე – წელიწადში ყოველ ხუთ თვეს ვალელი ფერმერები გარესამყაროს  სწყდებიან და ვალის მთაში მესაქონლეობას მისდევენ. მაღალმთიან საძოვარზე არ არის ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში ვერ იძახებენ სასწრაფო დახმარების ჯგუფს, არ … Continue reading

ახალციხელმა ფერმერებმა ბოცვრის ახალი ჯიში გამოიყვანეს

ვაღარშაქ მელქონიანი და კარენ ტერპოღოსიანი ახალციხეში მებოცვრეობას მისდევენ. მათ საქმიანობა საკუთარი ხარჯებით დაიწყეს და ახალი ჯიშიც გამოიყვანეს. ვაღარშაქ მელქონიანმა და კარენ ტერპოღოსიანმა კურდღლებზე ზრუნვა ბავშვობიდან დაიწყეს. ამბობენ, რომ მათ ოჯახებში … Continue reading

ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები-დისკუსია ახალციხეში

ნაადრევი ქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები–აღნიშნულ საკითხებზე ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში მოსწავლეებმა იმსჯელეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ  ახალგაზრდებმა სამცხე–ჯავახეთის მედიაცენტრის წარმომადგენლებთან ერთად  იმსჯელეს.

სამცხე–ჯავახეთის დელეგაცია იაპონიდან დაბრუნდა

მესხური კერძების ბროშურების დამზადება, ბრენდირება, ტრადიციული კერძების ფესტივალის გამართვა, კოოპერატივების განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის შერწყმა – ამ და სხვა საკითხებზე პროექტებს, სამცხე–ჯავახეთში, ის სამი პირი განახორციელებს, რომელმაც  ერთი თვის განმავლობაში … Continue reading

,,მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას”- საპროტესტო აქცია ადიგენში

დაბა ადიგენში ეგრეთწოდებულ გორგულის ხიდდთან,  საპროტესტო აქცია გაიმართა. იმ სოფლების მაცხოვრებელები, რომლებიც ხიდით ყოველდღიურად სარგებლობენ, მის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვაც აქვთ მომზადებული, რომელსაც უახლოეს დღეებში გადაუგზავნიან. „,დაიცავით ბავშვების … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში, გასულ წელთან შედარებით, 30%–ით ნაკლები მოსავალი მოვიდა

ადიგენის სოფლებში მოსახლეობა მოსავლის სიმცირეზე ჩივის. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მხარეში რამდენჯერმე დაფიქსირებულმა სეტყვამ, როგორც ბოსტნეული კულტურა,  ასევე  ხეხილი გაანადგურა. ნაკლები მოსავლიანობის შესახებ საუბრობენ სოფლის მეურნეობის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოშიც. ადიგენის სოფლებში, … Continue reading

საძელში საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

სოფელ საძელში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ადგილობივი მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლებმა მოინახულეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, რომელიც 20 ბავშვს მოემსახურება ფუნქციონირებას ახლო მომავალში დაიწყებს. შენობაში ოთხი ოთახი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული … Continue reading

დაბა ადიგენში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

,,დაიცავით ბავშვების უფლებები”, ,,მოგვხედეთ პრემიერო”, ,,მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას”– მსგავსი ტრანსფარანტებით, ამ წუთებში, დაბა ადიგენში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 20–მდე ადგილობრივი ე.წ ,,გორგულის ხიდის” რეაბილიტაციას მოითხოვს. მაცხოვრებლები ამბობენ, რომ აღნიშნული ხიდი დაბას … Continue reading

28 ოქტომბრის ,,ექოს” ანონსი

საპროტესტო აქცია ადიგენში. ადგილობრივები დაზიანებული ხიდის შეკეთებას ითხოვენ; ქართული დელეგაცია, 1–თვიანი ვიზიტის შემდეგ, იაპონიიდან სამცხე–ჯავახეთში დაბრუნდა; ახალციხეში, უსაფრთხო მიგრაციის შესახებ, საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართება;

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე