”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა პოლიციელი ცემაში დაადანაშაულა

ახალციხის რაიონულ სასამართლოიში დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოწმეებად სამართალდემცველები დაიკითხნენ. მათ შორის ნინოწმინდის სამმართველოს  პოლიციელი რობერტ მარქარიანი, რომელიც ბრალდებულმა არმენ კარაპეტიანმა ამოიცნო და სხდომაზე განაცხადა, რომ … Continue reading

”ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული” ახალციხეში გაგრძელდა

”ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული” ახალციხეში გაგრძელდა. ღონისძიება რაბათის ციხეში ქართულ-ევროპული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენით, სახელწოდებით ”კავშირები, რომელმაც გაუძლო დროს” გაიხსნა. მისი ორგანიზატორი  ევროკავშირის წარმომადგენლობაა. მათი ინფორმაციით, კულტურული კვირეული  საქართველოს მოქალაქეებისთვის … Continue reading

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო

გამგეობის ყოფილი თანამშრომლების, რევაზ მერაბიშვილისა და გიორგი ქასრაშვილის სასამართლო სხდომა ისევ გადაიდო. პროცესზე ახალი პროკურორი მამუკა ქომოშვილი გამოცხადდა, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ თამარ ზურაბაშვილი თავს შეუძლოდ გრძნობს და სამედიცინო დაწესებულებაში … Continue reading

ნათია კუპრაშვილი: „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე შეიჭრა მედიის ფუნქციებში”

ახალციხეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ადგილობრივი ჟურნალისტებიც აფასებენ. ისინი კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ და შიშობენ, რომ თავისუფალ სიტყვას საქართველოში საფრთხე ექმნება. ტელეკომპანია რუსთავი ორის ირგვლივ … Continue reading

რას ფიქრობენ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ახალციხეში?

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს აფასებენ რიგითი ახალციხელები. საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ  გადაწყვეტილებისა და ამ გზით არხის ხელმძღვანელობის შეცვლის მიმართ, ადგილობრივების ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი და ამბობს, რომ აღნიშნული … Continue reading

ადიგენის გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა მოქმედი გამგებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, მოადგილემ და გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა, გამგეობის წინააღმდეგ, ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.  სიმონ პარუნაშვილი ამ გზით განაცდურის ანაზღაურებას, ხოლო რატი ტატალაშვილი და ჯემალ იაკობაძე … Continue reading

ბოლაჯურთან ხე–ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან კანონდამრღვევის ავტოამანქანის ძარაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე იყო განთავსებული. აღნიშნული ავტომანქნა ადგილზევე დაილუქა. შედგენილია შესაბამისი აქტი.

ნოტარიუსთა შესარჩევად ასპინძაში შეხვედრა ჩატარდა

ასპინძის გამგეობაში შეხვედრა,  სახელწოდებით „გახდი შენი რაიონის ნოტარიუსი“ გაიმართა. ახალციხისა და ახალქალაქის ნოტარიუსები, დაინტერესებულ პირებს სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე ესაუბრნენ. გარდა ამისა, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გახდნენ ნოტარიუსები. შეხვედრის … Continue reading

ვეფხია დიაკონაშვილის მწყრის ფერმა ახალციხეში

ვეფხია  დიაკონაშვილი ახალციხეში ოთხი  ჯიშის 3 000–მდე მწყერს უვლის. მან ამ დროისთვის ამხანაგობა – “მწყერის სახლი“ დააფუძნა და ახლო მომავალში საქმიანობის გაფართოებას  გეგმავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფერმერმა  მწყრის ერთ–ერთი ჯიში … Continue reading

“ფერმერის საათი”: კარტოფილის მოსავალი ახალციხეში

ფერმერები წელს კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა. მოსავლის ნაწილი ამოღებამდე, ნაწილი კი ამოღების შემდეგ დალპა. რამ განაპირობა კულტურის ნაკლებმოსავლიანობა და უხარისხობა … Continue reading

ფერმერები კარტოფილის მოსავლის ხარისხსა და სიმცირეზე ჩივიან

ახალციხის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დასრულდა.  თუმცა ფერმერები წელს კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა. მოსავლის ნაწილი ამოღებამდე, ნაწილი კი ამოღების შემდეგ … Continue reading

ადიგენში ავარიული საბავშო ბაღის დემონტაჟი მოხდება

დაბა ადიგენში ავარიული საბავშო ბაღის დემონტაჟისათვის ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება. გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის 669–ე  დადგენილების შესაბამისად, მუნციპალიტეტის ქონება დამოუკიდებელმა აუდიტმა 11 500 ლარად შეაფასა. შესაბამისად, აღნიშნული თანხა აუქციონის … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე