”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მერაბიშვილი და ქასრაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სამსახურეობრივ გულგრილობაში ცნო

რევაზ მერაბიშვილი და გიორგი ქასრაშვილი, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ მხოლოდ ერთი მუხლით ცნო. სამსახურეობრივი გულგრილობისთვის ისინი 1 700 ლარით დაჯარიმდნენ. გოჩა ჯეირანაშვილმა გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, ორი მუხლით, რომელიც სამსახურეობრივი უფლებამოსილების … Continue reading

არლის ტერიტორიაზე, მუშები სამუშაო საათების შემცირებას აპროტესტებენ

სოფელ არლის ტერიტორიაზე 150–მდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს.  მომსახურე პერსონალის უკმაყოფილების მიზეზი კომპანია BP–ის ქვეკონტრაქტორი კომპანია “ბეხტელ & ენკა”–ს მიერ სამუშაო საათების შემცირება გახდა. აქციის წევრები აცხადებენ, რომ ერთი  საათის შემცირებამ, დაახლოებით, … Continue reading

ადიგენის საკრებულოში სამსახურის გაყოფამ და თანამდებობრივმა სარგოებმა ხმაური გამოიწვია

ადიგენის გამგეობაში სამსახურის გაყოფამ და თანამდებობრივმა სარგოებმა დეპუტატთა ხმაური გამოიწვია. საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც 1 000 ლარით გაისაზღვრა, მისივე სპეციალისტის თანამდებობრივ სარგოზე ორჯერ მეტი არ უნდა … Continue reading

ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე, ოთხი საკლასო ოთახის რემონტი და სპორტდარბაზის მოწყობა ხდება.  პარალელურად მიმდინარეობს ეზოს შემოღობვა. მეორე სკოლაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, … Continue reading

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი ქალი პოლიტიკაში

ქალის ძირითად მოვალეობად, შვილების გაზრდასა და შთამომავლობაზე ზრუნვას, ზურაბ სარალიძის მსგავსად, კიდევ რამდენიმე ადგილობრივი ასახელებს. მამაკაცების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალი წამყვან პოზიციაზე საჭირო სულაც არ არის და თავისი აქტიურობით, ქვეყანაში … Continue reading

ახალციხეში, 950–მდე აბონენტი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

     ახალციხის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება. ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ამბობენ, რომ წყლის შეწყვეტის მიზეზი ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანებაა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმით, სასმელი წყლის გარეშე, ახალციხეში, აბონენტების … Continue reading

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს, 1 700–ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ

   რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში, განაჩენი დღეს, გოჩა ჯეირანაშვილმა გამოუტანა. მოსამართლემ ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, ორ მუხლში, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და სიყალბეში უდანაშაულოდ ცნო.სამსახურეობრივი გულგრილობისთვის კი, 1 700ლარიანი … Continue reading

1 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვების ანონსი

ახალციხის გამგეობის ყოფილი თანამშრომლების სასამართლო განაჩენი; გაქვავებული ხეების კოლექციონერი ადიგენიდან – ექსკლუზიურად „მეცხრე არხის“ ეთერში; ახალციხის მეორე საჯარო სკოლაში დაწესებულების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ახალციხის  მეხუთე სკოლის გუნდი, მხიარული სტარტების ფინალში  გავიდა

მხიარულ სტარტებში , საქართველოს მასშტაბით, ახალციხის  მეხუთე სკოლის გუნდი ფინალში  გავიდა. 400–მდე  სკოლას შორის ახალციხელმა მოსწავლეებმა კონკურენტების დამარცხება შეძლეს. ისინი   5 დეკემბერს დედაქალაქში  უკვე პირველობისათვის იბრძოლებენ.  საპრიზო ადგილზე გასულებს … Continue reading

გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს განაჩენს, 1 დეკემბერს გამოუტანენ

ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის სახურავის საქმის განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს, რევაზ მერაბიშვილსა და გიორგი ქასრაშვილს განაჩენს ხვალ, 1 დეკემბერს გამოუტანს. გამგეობის თანამშრომლების საქმეზე … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორად მალხაზ კაპანაძე დაინიშნა

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორი ლევან პაქსაშვილი მალხაზ კაპანაძემ ჩაანაცვლა. პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილებების ფარგლებში, ლევან პაქსაშვილი შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნა. ცვლილებები საქართველოს მთავარი პროკურორის … Continue reading

ბორჯომში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოქმედი 2 სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამართალდამრღვევებს უკანონო სახერხი საამქროები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირესა და სოფელ ჭობისხევში საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. სახერხების ტერიტორიაზე … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე