”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის ბიუჯეტის პროექტი გამგეობას ხუთი შენიშვნით დაუბრუნდა

ადიგენის 2016 წლის ბიუჯეტი გამგეობას შენიშვნებით დაუბრუნდა. საკრებულომ დოკუმენტში 5 ცვლილების შეტანა მოითხოვა. შესწორებულ ვარიანტში წარმომადგენლობითი ორგანო საწვავისათვის გამოყოფილი თანხის გაზრდასა  და დეპუტატთა ნაწილისათვის ხარჯის მომატებასაც მოითხოვს.

ახალციხიდან ოთხი კარატისტი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ახალციხიდან ოთხი კარატისტი ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონობისათვის იბრძოლებს. ტურნირისთვის  სპორტსმენები საქართველოს  შიტოკაი კარატე დოს  ფედერაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. ჩემპიონატში საქართველოდან მონაწილეობას სულ 13 სპორტსმენი მიიღებს.

,,ხმა ამოიღეთ!” – ახალციხეში ფილმის ჩვენება მოეწყო

„ხმა ამოიღეთ!“ – ამ სახელწოდების ფილმის ჩვენება დღეს ახალციხეში მოეწყო. იგი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იყო მიძღვნილი. 45 წუთიანი დოკუმენტური მასალა რეალურ ფაქტებს შეიცავდა, სადაც ძალადობის შესახებ, საკუთარ ისტორიებს თავად მსხვერპლი … Continue reading

ახალციხის მეხუთე სკოლამ ,,მხიარულ სტარტებში” მესამე ადგილი დაიკავა

ქვეყნის მასშტაბით მესამე ადგილი– ასეთი შედეგით დაასრულმა ,,მხიარულ სტარტებში“ ასპარეზობა ახალციხის მე–5 საჯარო სკოლამ. 12 მოსწავლისგან დაკომპლექტებული გუნდი, დაძაბული თამაშის შემდეგ, ფინალში ზუგდიდისა და თბილისის გუნდებთან ერთად აღმოჩნდა. მოზარდები ამბობენ, … Continue reading

ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას აღნიშნავს

ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულის დაწყებას ზეიმობს. ეს დღე, აღინიშნება ახალციხეში მდებარე უძველეს სინაგოგაშიც, სადაც ეთნიკური ებრაელების სიმცირის გამო, მხოლოდ მენორაზე სანთლის დანთებით შემოიფარგლნენ. დღესასწაულს რვა დღის განმავლობაში ზეიმობენ და სიმბოლურად ყოველდღე … Continue reading

7 დეკემბრის საინფორმაციო გამოშვების ანონსი

ადგიგენის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი გამგეობამ საკრებულოს შენიშვნებით გადაუგზავნა; ახალციხელი კარატისტები ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ; „ხმა ამოიღეთ!“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში.

9 დეკემბრის “ფერმერის საათის” ანონსი

სოფელ ანში ამ დროისთვის მიწის ნაკვეთების 90 % უკვე დამუშავებულია. ადგილობრივების ნაწილმა, სახნავ–სათესი ფართობები საკუთარი ხარჯებით, ნაწილმა კი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაამუშავა. ადგილობრივების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აგრობარათები სოფელში დროულად … Continue reading

სხვილისში ვაშლის ბაღები იჩეხება

ტონობით ვაშლის მოსავალი და გაზაფხულზე გაწეული ხარჯი, რომელსაც ფერმერები შემოდგომით ვერ ანაზღაურებენ – სოფელ სხვილისში, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯერ კიდევ ყველაზე მეტი ვაშლი მოდის, გლეხები ბაღებს ჩეხენ. ამის მიზეზად … Continue reading

გათავისუფლებული მუშები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ

გაფიცული მუშები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. ისინი ჟურნალისტებთან განმარტავენ, რომ ხელმძღვანელობამ ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა , ამიტომ გადაწყვიტეს სამუშაოს დაბრუნებოდნენ. მუშების განმარტებით, სამუშაო სათების რაოდენობა გაიზარდა, დღეში ორჯერ 15 წუთიანი შესვენება ექნებათ … Continue reading

ახალციხის მერიამ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გამართა

ახალციხის მერიამ ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოაწყო. ქალაქის პირველმა პირმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება 2016 წელს განახორციელებს. გარე ფასადებოის მოწესრიგებისთვის – 725 000 ლარი, დასუფთავებისთვის – 650 000, … Continue reading

5 დეკემბერი მოხალისეობის საერთაშორისო დღეა

5 დეკემბერი მოხალისეობის საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდულ ცენტრში ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრებისათვის საინფორმაციო შეხვედრა  მოეწყო. მათ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში  მოხალისეობის კოორდინატორი … Continue reading

“ფერმერის საათი” – ვაშლის მოსავალი და რეალიზაციის პირობები

ახალციხის სოფელ სხვილისში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  ყველაზე მეტი ვაშლი მოდის. ადგილობრივების ნაწილი, თავს ჯერ კიდევ ამ ხილის რეალიზებით ირჩენს. თუმცა, სხვილისელები ამბობენ,  ხეხილის ბაღები ყოველწლიურად იჩეხება და მის  ადგილზე ბევრს  უკვე … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე