”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საუნივერსიტეტო ქრონიკები

21 დეკემბერი

,,რა? სად? როდის?”– უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში გაიმართა

ქალაქ ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯაავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაში  ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრიში მონაწილეობა ოთხი  ფაკულტეტის ექვსმა ჯგუფმა მიიღო. ,,ფანტაზიას“, ,,ზაჰირს“, ,,შავ მარგალიტს“, ,,რაგულს“, … Continue reading

ტელეკომპანია ,,მეცხრე არხი” ეთერში 18 წლის წინ გავიდა

ტელეკომპანია ,,მე–9 არხი“ იუბილარია. ზუსტად 18 წლის წინ, ახალციხეში, ადგილობრივმა ტელევიზიამ მაუწყებლობა დაიწყო. ამ ხნის მანძილზე, მედიასა და მის თანამშრომლებს, არაერთი რთული პერიოდის გავლა მოუწიათ, თუმცა ტელეკომპანია მაუწყებლობას დღემდე უწყვეტად … Continue reading

ზურაბ ტაბიძე ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

ადიგენის მკვიდრი ზურბ ტაბიძე  მუნიციპალიტეტის გამგეობას  დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.  იგი ირწმუნება, რომ გამგეობამ მას სოციალური პაკეტიდან, გულზე ოპერაციის ჩასატარებლად, თანხა შეგნებულად არ გამოუყო. მას ღირებულების 70% სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევით დაუფინანსდა, ხოლო ადიგენის … Continue reading

შალვა ხაჭაპურიძე: “განაჩენი კი არა, ეს იყო ვენდეტა შალვა აბულაძის წინააღმდეგ”

ერთი პოლიციელის მკვლელობისათვის, 4–ის მკვლელობის მცდელობისა  და იარაღის უკანონოდ შეძენა–შენახვა–ტარებისათვის სამუდამო პატიმრობა –  ეს განაჩენი ახალციხის რაიონულმა სასამართლომ შალვა აბულაძეს გამოუტანა. მოსამართლის  გადაწყვეტილებას შურისძიებად მიიჩნევს დაცვის მხარე. საქმის 8 თვიანი … Continue reading

სამცხე-ჯავახეთის დანაყოფების წარმომადგენლებმა ოქროს მედლები მოიპოვეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე თელავში ჩატარებულ ძალისმიერ სამჭიდსა და წოლჭიმში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის საქართველოს თასის მეექვსე გათამაშებაში … Continue reading

ვალეში, ზურაბ სამარჯიშვილმა სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

ვალეში მცხოვრებმა ზურაბ სამარჯიშვილმა მოსავლის შესანახად სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. დღეისათვის ოჯახს ბოსტნეულის  შენახვა გვიან გაზაფხულამდე შეუძლიათ.  ახალგაზრდა ფერმერის საქმიანობა და სამომავლო გეგმები “ფერმერის საათის” სპეციალურ რუბრიკაში წარმატებული ფერმერი.

სამცხე–ჯავახეთში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და გადამუშავების ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს. სოფელ წაღვერსა და აწყურში გადამოწმების მიზნით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების ძარაზე განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მძღოლებმა … Continue reading

21 დეკემბრის “ექოს” ანონსი

2015 წლის შეჯამება და ახალი 2016 წლის მოლოდინები; შალვა აბულაძე სასამართლო განაჩენის მოლოდინში; 1997 წლის 21 დეკემბერს, ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ ეთერში  პირველად გავიდა.

შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა ბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ  უვადო თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯა. განაჩენი ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოაცხადა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული. ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის მკვლელობის მცდელობასა და … Continue reading

შსს–მ, ბორჯომში, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ფამილ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს.   სამართალდამცველებმა, … Continue reading

ახალციხეში, ახალი ბინების გადაცემამ, დევნილთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია

იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალციხეში საცხოვრებელი ფართი გადაეცათ. ბინის გასაღები მათ დევნილთა და განსახლების მინისტრმა და ახალციხის მერიის პირველმა პირებმა გადასცეს.  ფართის გადაცემის პროცესმა ხმაურის ფონზე ჩაიარა. დევნილთა ნაწილმა ბინები ვერ … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე