”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელმა კარატისტებმა ახალქალაქის ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს

ახალქალაქის ღია ტურნირიდან ახალციხელი კატარისტები წარმატებით დაბრუნდნენ. შოტოკან კარატე დოს ახალციხის გუნდის ათი მონაწილედან ათივე მათგანმა მედლები და საპრიზო ადგილები მოიპოვა. ოთხმა სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავა, სამმა მათგანმა – მეორე … Continue reading

“ხელისუფლებაში ყოფნა არასოდეს ყოფილა ჩემი თვითმიზანი” – ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა

“მოგეხსენებათ, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის საშუალება” –  ასე დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალური მიმართვა. იგი თანამდებობიდან გადადგა. ღარბაშვილმა მისი პრემიერობის პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მოვლენებზე ისაუბრა.  “ხელისუფლებაში ყოფნა … Continue reading

მალხაზ გიქოშვილი: “2016 წლის ბიუჯეტი არის თევზის ჭამის პრინციპი“

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მის მიღებას ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.  დღესვე იმსჯელეს მომავალი წლის   სოციალური პაკეტის გაცემის წესზეც. 10 … Continue reading

ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილია სიდამონიძის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორ თავად ახალციხის ციხის დირექტორი ამბობს, გუშინ 22 დეკემბერს იგი დაკითხვაზე დაიბარეს. ინციდენტთან დაკავშირებით, მას ჩვენება ჩამოართვეს. ამასთანავე, სხეულის დაზიანებების … Continue reading

ახალციხის მერმა პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ახალგაზრდა ათლეტები დააჯილდოვა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე ახალციხის მერმა ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის სიგელებით დააჯილდოვა. მათთან ერთად თელავში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის ტურნირში … Continue reading

ქალაქ ახალციხის ბიუჯეტი 9 887 700 ლარით დამტკიცდა

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამტკიცდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებმა, ასევე, იმსჯელეს სოციალური პაკეტის გაცემის წესზე. 2016 წლის ბიუჯეტი საკრებულოს წევრებმა, 10 ხმით ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცეს. … Continue reading

ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში?

უკვე გადაწყდა, ვინ იმღერებს 31 დეკემბრის ღამეს ახალციხეში. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მესხ მაყურებელს ახალ წელს ტრიო ,,სიმი“, თბილისური კვარტეტი, კახა კუხიანიძე, ნუკრი კაპანაძე და ნატო გელაშვილი მიულოცავენ. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, … Continue reading

,,ახალციხის ციხიდან” 16 თანამშრომელს ათავისუფლებენ

,,ახალციხის ციხის” 16 თანამშრომელი, იანვრიდან, ისტორიულ კომპლექსში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გიდებს, მეთვალყურეებს და მარეგულირებლებს ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში უსრულდებათ, აღარ გაუგრძელოს. ამ გადაწყვეტილებას იმ პირების უკმაყოფილება მოჰყვა, ვინც … Continue reading

ახალციხეს გაზმომარაგება აღუდგა

 ახალციხის მოსახლეობას გაზმომარაგება აღუდგა. როგორც “მეცხრე არხთან” კომპანია “ინტერგაზის” დირექტორი განმარტავს, ქალაქში ბუნებრივი აირი დილიდან გაუშვეს და მოსახლეობას გაზი შეუფერხებლად მიეწოდება. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს ღამე დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი … Continue reading

ახალციხესა და ადიგენში სამართალდამცველები ავტომობილებს ჩხრეკენ

ახალციხესა და ადიგენში სამართალდამცველები ავტომობილებს ამოწმებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიციელები ახალციხე–ვალისა და ახალციხე–ადიგენის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს აჩერებენ და ჩხრეკენ. “ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისიდან. პოლიციელებმა სოფელ წნისთან, რკინიგზის გადასასვლელთან გამაჩერეს. … Continue reading

ახალციხეში ,,მომავლის თაობის” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ენერგოეფექტურობის  საერთაშორისო დღე, ქალათა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, დღე ავტომობილის გარეშე, ადამიანის უფლებათა დაცვა, პროექტი შშმ პირთა ხელშეწყობისათვის –  ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მიმდინარე წელს, სამოქალაქო განათლების პროექტში ჩართულმა … Continue reading

გაზმომარაგება ქალაქში ხვალ, 23 დეკემბერს დილიდან აღდგება

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის გამო, ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ,,მეცხრე არხთან“ გაზმომარაგების კომპანია ,,ინტერგაზის“ დირექტორმა … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე