”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა საახალწლო საჩუქრები დაარიგეს

ფქვილი, შაქარი, ზეთი, წიწიბურა, ბრინჯი და სხვა – იძულებით გადაადგილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა წინასაახალწლოდ სასურსათე პაკეტი გადასცეს. მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პირებს მსგავსი სახის დახმარებას წელიწადში … Continue reading

მინდია შაინიძემ, ზანავში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცა

საქველმოქმედო აქცია „იმედის გმირი“–საგან. მინდია შაინიძემ საკუთარი სახსრებით, ადიგენის სოფელ ზანავში საახალწლო საჩუქრები, ხუთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცა. როგორც თავად ამბობს, ეს დასაწყისია და სამომავლოდ, წინასაახალწლოდ ხელმოკლე ოჯახების დახმარებას ადიგენის … Continue reading

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ახალციხეში მოძრაობა შეფერხდა

ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, მეხუთე საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში შეფერხდა. „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლი ირწმუნება, რომ ქვეითად მოსიარულემ წინ უცაბედად გადაურბინა. მისი … Continue reading

“ფერმერის საათი” – თანამედროვე ტექნოლოგიები

უცხოელების გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიები – ეს არის “ფერმერის საათის” დღევანდელი გადაცემის თემა. ქართველი ფერმერები ცდილობენ, რომ თანამედროვეობას ფეხი აუწყონ და სოფლებში ახალი ტექნოლოგიები დანერგონ. ისინი ფიქრობენ, რომ აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების … Continue reading

სამცხე–ჯავახეთში მაღალმთიანის სტატუსი 201 დასახლებულ პუნქტს მიენიჭა

“მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, აქედან 201 სამცხე–ჯავახეთშია. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, 30 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. … Continue reading

გიორგი ნათენაძე – წარმატებული მეღვინე ახალციხიდან

29 წლის მეღვინე გიორგი ნათენაძე, უკვე წლებია, ძირძველი, მესხური ვაზის ჯიშების მოძიებით, მისი გახარებითა და ღვინის წარმოებითაა დაკავებული. იგი ამ დროისათვის, ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს. მისი ღვინო არაერთ გამოფენაზე, მათ … Continue reading

მერიის თანამშომლებმა ახალციხეში საახალწლო საჩუქრები დაარიგეს

ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს წინასაახალწლოდ მერიის თანამშრომლები ესტუმრნენ. მათ ოჯახის პატარა წევრებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. თოვლის ბაბუისა და ფიფქიას კოსტიუმებში გადაცმულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა ბავშვებს … Continue reading

ფერმერები თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე საუბრობენ

ახალი ტექნოლოგიები და მისი მნიშვნელობა ფერმერულ მეურნეობაში. სამცხე–ჯავახეთში სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით,  ფერმერებმა სხვადასხვა სახის ტექნოლოგიის დანერგვა დაიწყეს. სოფელ რუსთავში მცხოვრები ვაჟა ძირკვაძე იმ ფერმერთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, … Continue reading

ერთი წელი ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიიდან

 ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა, რომელსაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო, მცხეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილია კარტოზია. გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, … Continue reading

2016 წელს აბასთუმანში 13 მილიონიანი პროექტი განხორციელდება – გიორგი კვირიკაშვილი

2016 წლის განმავლობაში აბასთუმანში დაგეგმილია 13 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ. გიორგი … Continue reading

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

,,ახალციხის ციხის” 16 თანამშრომელი, იანვრიდან, ისტორიულ კომპლექსში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ამის შესახებ, გათავისუფლებულებს, ოფიციალურად დღეს განუცხადეს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გიდებს, მეთვალყურეებს და მარეგულირებლებს ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში უსრულდებათ, აღარ გაუგრძელოს. ამ … Continue reading

2015 წელი– მნიშვნელოვანი მოვლენები და დარჩენილი პრობლემები

2015 წელი, სამცხე–ჯავახეთის რეგიონისთვის, მნიშვნელოვანი მოვლენებით დატვირთული იყო. პოლიტიკური, სამართლებრივი, საგანამანათლებლო, კულტურული და სპორტული სფეროებიდან ,,მე–9 არხმა“  ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები გამოყო. თვალი გადაავლეთ   მუნიციპალიტეტებში მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე