”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ჯიმშერ გოგოლაურმა პროკურატურას განმეორებითი განცხადებით მიმართა

ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ პროკურატურას განმეორებითი განცხადებით მიმართა, რომ ახალციხის მერის ბრალდებებთან დაკავშირებით ძიება დაიწყოს. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონული კოორდინატორის თქმით,  ახალციხის რაიონული სამმართველოსგან წინა განცხადებაზე პასუხი მიიღო, რომ იგი წარმოადგენს … Continue reading

ვალეში ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

ქალაქ ვალეში ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, ამორტიზებული შენობის ნაცვლად, ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ობიექტი აშენდება. მასში საზოგადოებრივი ცენტრი განთავსდება, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება. შენობას რეაბილიტაცია … Continue reading

“ბორჯომმა”, სხვა კომპანიებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის წინააღმდეგ, სასამართლოს მიმართა

“ბორჯომმა”, “კოკა-კოლამ”, “წყალი მარგებელმა” და “კასტელ ჯორჯიამ”  ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელის ავტორები “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შეტანილ ცვლილებებსა და “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა … Continue reading

უკანონო თევზჭერა, ხე–ტყის მოპოვება და გადამუშავება – კანონდარღვევის ფაქტები ბორჯომში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევს, ბორჯომში, ქვაბისხევის კაშხლიდან მდინარე მტკვარში ჩაშვებული ჰქონდა სახლართი ბადე.  ამოღებული და დალუქულია სახლართი ბადე და მოპოვებული თევზი. ასევე, სამმართველოს … Continue reading

ბორჯომში მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

ბორჯომში 10 იანვარს ღამით, მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა. მეგობრის მიერ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი თბილისში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. გარდაცვლილის მეგობრები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. შსს–ს ინფორმაციით, … Continue reading

სოფელ კლდესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის მუნციპალიტეტის სოფელ კლდესთან მსხვერპლის გარეშე დასრულდა. სოფლის შესახვევთან მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ–ერთი მათგანი ამოტრიალდა. მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. იგი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში … Continue reading

სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი ბაკურიანში დაკრძალეს

ბაკურიანში გარდაცვლილი სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დღეს, 10 იანვარს  დაკრძალეს. სპორტსმენის დაკრძალვას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყების წარმომადგენლები და სნოუბორდის ფედერაციის პირველი პირები დაესწრნენ. სნოუბორდოსტები ჩამოვიდნენ ყაზბეგიდან და გუდაურიდან … Continue reading

ბაკურიანში, მაშველებმა დაკარგული მოქალაქეები იპოვეს

მაშველებმა ბაკურიანში, დიდველის გზაზე, 9 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ორი მოქალაქე იპოვეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო კობაიძე ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. კობაიძე … Continue reading

მესხეთის თეატრის ახლადგადახურული სახურავიდან წყალი ჟონავს

მესხეთის თეატრის თანამშრომლები, სახურავიდან  ჩასულ წყალს ყოველდღიურად სათლებში აგროვებენ. ამბობენ, რომ წყალმა თეატრის კედლებში მას შემდეგ გაჟონა, რაც თოვლმა დნობა დაიწყო. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენობის გადახურვითი სამუშაოები ერთი თვის წინ … Continue reading

როდიონოვკა–ნინოწმინდის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო ძლიერი ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, … Continue reading

ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს

ახალციხის ციხის ყოფილი თანამშრომელი გათავისუფლების გამო, ადმინისტრაციის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს. სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის კურატორი ჯუნა ნათენაძე შესაბამის საჩივარს ამზადებს. მისი თქმით, ციხის თანამშრომელთა ნაწილისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ადმინისტრაციაში ანაზღაურება … Continue reading

საჯარო მოხელეთა კონკურსის პირველ ეტაპზე, ახალციხის გამგეობამ 188 კონკურსანტი შეაირჩია

საჯარო მოხელეთა კონკურსის პირველ ეტაპზე ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ 188 განმცხადებელი შეარჩია, აქედან, ტესტირების გასავლელად 155 მათგანი მიიწვიეს. დანარჩენმა 33–მა მეორე ეტაპის ქულათა ბარიერი წინა კონკურსზე გადალახა, რის გამოც მათ ტესტირების … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე