”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მეტეოროლოგიური პირობების გამო ახალციხე–ნინოწმინდის გზაზე შეზღუდვებია

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო,  ახალციხე – ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე და კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, … Continue reading

მართლმადიდებლები ნათლისღებას აღნიშნავენ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება. წირვის დასრულებამდე ეკლესიებში წყალი იკურთხება და მრევლს დაურიგდება. ამის შემდეგ, სასულიერო პირები და მორწმუნეები … Continue reading

პატიმრობა და 5 000 ლარიანი გირაო – მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა

ნინოწმინდაში მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულებს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა. ექვსი ბრალდებულიდან ერთ მათგანს დარიკო შ–ს 5 000 ლარიანი გირაო, ხოლო 5 პირს პატიმრობა შეეფარდა. საქმის პროკურორი ვასილ … Continue reading

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობისა და ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას ერთ საათზე მეტია იღებს. ნათია მერანიშვილმა ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუფარდოს. პროკურორი ვალის ოსაძე ექვსივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებულთაგან უფლებების დამცველი … Continue reading

თეიმურაზ კალანდაძე, კვლავ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია

თეიმურაზ კალანდაძე, კვლავ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაბამისი ბრძანება 18 იანვარს დაიწერა. უწყების ინფორმაციით, დღესვე  მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა.

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ადმინისტრაციას უჩივის. დღეს, 18 იანვარს, ჯუნა ნათენაძემ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა. მუზეუმის დარბაზის ყოფილ მეთვალყურეს მიაჩნია, რომ ახალციხის ციხის ადმინისტრაციამ უკანონოდ გაათავისუფლა. შესაბამისად, იგი ბრძანების ბათილად … Continue reading

შსს – ყაჩაღური თავდასხმა ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ნინოწმინდაში, რომელსაც ერთი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, სოფელ ტყემლანაში, ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა. სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი … Continue reading

სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სოფელ ყვიბისის ტყისბუდესა და სოფელ მზეთამზეში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები. სამართალდამრღვევების ვინაობა … Continue reading

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის გამო 6 პირი დააკავეს

ნინოწმინდაში მკვლელობა მოხდა. გავრცელებული  ინფორმაციით, რამდენიმე უცნობი  პირი, სახლში შეღწევას ბინის გაძარცვის გამო ცდილობდა. შემთხვევას ოჯახის წევრის – ასაკოვანი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შსს–მ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას … Continue reading

გიორგი კვირიკაშვილი გუბერნატორებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მათ რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება, რეგიონების საინვესტიციო პოტენციალზე, განვითარების პერსპექტივებზე, … Continue reading

მეუფე თეოდორემ სადეგ დესორხს უმასპინძლა

აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელი სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია. სტუმრები ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმა მიიღო. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფომაციით, მეუფე თეოდორემ და სადეგ დესორხმა რელიგიური … Continue reading

თეიმურაზ კალანდაძემ გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა. ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ცვლილებები უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას უკავშირდება. დაუკმაყოფილდება თუ არა სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს მოთხოვნა, ჯერჯერობით უცნობია. შსს–ს ინფორმაციით, … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე