”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ეშტიის სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ

„პატარა და ლამაზი კუთხე“– ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც  ნინოწმინდის სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალციხის სამხატვრო სკოლას ესტუმრნენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სუვენირის დამზადების წესს გაეცნენ და პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღეს. ორი … Continue reading

ახალციხელი მოზარდები სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას გაეცნენ

როგორ მუშაობს სახალხო დამცველის აპარატი, რა გზით არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება, რა საკითხებზე უნდა მიმართო აპარატს და რაზე მახვილდება ყურადღება?– ამ და სხვა მსგავს საკითხებზე არასამთვრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ … Continue reading

ახალციხეში ნინოობა აღინიშნა

27 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქრისტიანულ ტაძრებში წირვა აღევლინა. რაბათის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში ღვთისმსახურება მამა გიორგიმ აღასრულა. ქადაგებისას, მრევლს წმინდა ნინოს შესახებ ესაუბრა … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის 39 სკოლაში სწავლა შეწყდა

    გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით, საქართველოს 400–მდე სკოლებში სასწავლო პროცესი, 3 დღით შეწყდა. აქედან, 195 სასწავლო დაწესებულება, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დაიხურა. ამ მიზეზით, სწავლა … Continue reading

რა თანხა გაიცა სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში, პრემიისა და დანამატის სახით

     ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კვლევა სამხარეო ადმინისტრაციებში 2015 წელს გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, გასულ წელს, პრემიებსა და დანამატებში 1 114 928.69 ლარი გაიცა, მათ შორის პრემია – … Continue reading

ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი ადიგენის გამგეობის წარმომადგენლებმა მოინახულეს

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველმა პირებმა სოფელ ხარჯამში ხანძრის შედეგად დაზარალებული გოჩა მორჩიაშვილის საცხოვრებელი სახლი მოინახულეს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ზარალის დამთვლელი კომისიაც. ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზიანის დადგენის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლება დახმარების გაწევის შესახებ … Continue reading

ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა ფოცხვერი დააფიქსირა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ფოტოხაფანგმა ფოცხვერი თოვლში სეირნობისას გადაიღო – ამის ფოტოამსახველ მასალას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ფოცხვერი კატის გვარის ძუძუმწოვარი ცხოველია. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, … Continue reading

სამცხე–ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის პროექტი იწყება

სამცხე–ჯავახეთისა და შირაქის ოლქში ტურისტული პოტენციალის განვითარებისათვის ახალი პროექტი იწყება. მისი პრეზენტაცია დღეს ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო. პროექტის მიხედვით,  საზღვრისპირა რეგიონებში 20 ახალგაზრდა შეირჩევა, რომლებიც  საერთაშორის ბანაკის ფარგლებში, ორი … Continue reading

28 იანვრის “დიალოგის” ანონსი

მესხი ფერმერები ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად ემზადებიან. რა პერსპექტივა აქვს ქართულ ნაწარმს დასავლეთში და რას სთავაზობს ევროპული ბაზარი მეწარმეს დასავლური ბაზრის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ რა შემთხვევაში შეეძლება … Continue reading

აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო აშენდება

აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობენ. საპარტნიორო ფონდის ცნობით,  კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად,   4–ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160 ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, … Continue reading

ადიგენსა და ბორჯომში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში,  უკანონოდ მოქმედი სახერხი სააქმრო აღმოაჩინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ საამქროში არსებული მორი უკანონოდ იყო მოპოვებული. სახერხი–საამქრო დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს. გარემოსდაცვითი … Continue reading

ხარჯამში საცხოვრებელი სახლი იწვის

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში საცხოვრებელი იწვის. გამგეობის წარმომადგენლის ნუგზარ კარკაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მკვიდრის გოჩა ბორჩაშვილის სახლის ერთი ოთახი დაიწვა. საცხოვრებელი, ძირითადად, ხის კონსტრუქციას წარმოადგენდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამაშველო … Continue reading

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე